მთავარი,სიახლეები

ძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია

03.03.2022
ძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია

დღეს, 3 მარტს,  ძლიერმა ქარმა ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ხეები წაიქცა.

ძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ქარმა დააზიანა ტირიფებიც ცენტრალურ პარკში.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პარკთან არსებული ავტობუსის მოსაცდელი უკვე მეორედ წააქცია ძლიერმა ქარმა.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 მარტის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ასევე, წვიმა, მაღალმთაში კი – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; დროგამოშვებით – 15-20 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
  • შიგამთიან რაიონებში ღამით 1-6 გრადუსი; დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: