მთავარი,სიახლეები

ბათუმში „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს

01.09.2020 • 4608
ბათუმში „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს

ბათუმში ნამცხვრების მაღაზია „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შემთხვევის წყარო ჯერ დაზუსტებული არ არის. განცხადებას ახალი შემთხვევების შესახებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხანში გააკეთებენ.

საკონდიტრო მაღაზიის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი უკვე დაკეტეს. მაღაზიის შესასვლელთან გამოკრულია აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 14 სექტემბრამდე თვითიზოლაციის გამო მუშაობა შეაჩერეს.  მუშაობას განაგრძობს გორგასლის ფილიალი.

კორონავირუსზე უფასო ტესტირების გავლა ბათუმში ორ ადგილზეა შესაძლებელი. ერთი კარავი ბულვარის კოლონადებთანაა გაშლილი, მეორე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. ტესტირების გავლა დღის 4 საათიდან შეიძლება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1510-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 1253, გარადაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმშია – 5828.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: