როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან

„დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, როცა მას ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რატომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ქონება თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს და შემოსავლებიც ხულოს ბიუჯეტში შევიდეს? ინტერვიუს დროს ვახტანგ ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ დისკომფორტს არ განიცდის მუნიციპალური ქონების გადაცემით, თუმცა ამავე ინტერვიუდან …

აჭარაში ისევ 16-მა პირმა მოიგო კოვიდის ლატარია, როგორ ვლინდება გამარჯვებულები?

„ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან სერტიფიცირებული პროგრამული რიცხვების გენერატორის საშუალებით,“ – მოგვწერეს lotto.ge-ს ადმინისტრაციიდან. ეს კომპანია სახელმწიფოს დაკვეთით ლატარიას ათამაშებს. ლატარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად ტარდება წლის ბოლომდე. ლატარიის გამთამაშებელ კომპანიაში ვიკითხეთ, რა პრინციპით იგებს ფულს ვაქცინირებული ადამიანი? lotto.ge-ის პრესცენტრში განმარტეს, რომ ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ თითოეულ ადამიანს ელექტრონული ბილეთი ენიჭება და …

„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში

მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო. შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა …

ტრაილერების მძღოლების ნაწილს გადაზიდვების ნებართვა ისევ არ მისცეს

„ნებართვები გაიცა, მაგრამ მცირე რაოდენობით. რეალურად ისევ რიგშია ხალხი,“ – ამბობს ანზორ დავითაძე, რომლის კომპანიაც 7 ტრაილერს ფლობს. ტრაილერის მძღოლები 10 სექტემბრის აქციაზე ბათუმში ნებართვებს ითხოვდნენ, რაც ტვირთის უცხო ქვეყანაში გადატანისთვისაა საჭირო. მძღოლების აქციაზე 4 პირი დააკავეს. 10 სექტემბერს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნებართვები ორშაბათიდან ანუ 13 სექტემბრიდან გაიცემოდა. აქცია იმ პირობით დაიშალა, …

აჭარაში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 სექტემბერი

ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მართვით სუნთქვაზეა 25 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 600 პაციენტი, კოვიდ სასტუმროშია 374 პირი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.  

2176 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი – 16 სექტემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 35 400 ტესტი ჩატარდა, გამოჯანმრთელდა 2838 პაციენტი. 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.21%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, …

მთავარი არხი: ქარელში „ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან ჩვენი ოპერატორი გადმოაგდეს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, მასთან ერთად მყოფი ოპერატორი „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. ჟურნალისტის თქმით, ოპერატორს აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობა, ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. „მივედით შტაბში, რომ ჩაგვეწერა ზაზა გულიაშვილი. აგრესიულად დაგვხვდნენ, იყო გინება და ფიზიკური გაწევ-გამოწევა, ლევანი აივნიდან გადმოაგდეს… შტაბის წევრებმა მისამართიც კი არ გვითხრეს, რომ სასწრაფო დროულად …

„მეზობელმა ქუჩაზე ასფალტი ამოტეხა და ღობეს ავლებს“ – გოროდოკში მცხოვრებლები

„მეზობელმა ახლადაგებული ასფალტი ჩამოჭრა, ღობეს აწყობს შუა გზაზე და უგზოდ დაგვტოვა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში, სვიშევსკის პირველ შესახვევში ცხოვრობენ. აქ ასფალტი ბათუმის მერიამ დაახლოებით ერთი თვის წინ დააგო. გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის პირველ შესახვევში 17 ოჯახი თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს. ახალი მეზობელი მერაბ ანთაძე კი, აქ დაახლოებით 8 წლის წინ გამოჩნდა. მას …

ბათუმში უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან მერობის კანდიდატმა პოლიცია გამოიძახა

„ქალაქის შუაგულში 7, მაღალსართულიანი, ყაზარმული ტიპის კორპუსი უკანონოდ შენდება ისე, რომ არჩილ ჩიქოვანმა თითქოს არაფერი იცის,“ – აცხადებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე. მან დღეს, 15 სექტემბერს, გოგოლის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიციას ელოდება. „ინსპექცია ახლა აპირებს ადგილზე მოსვლას. დაგვიდასტურეს, რომ ნებართვა გაცემული არ არის… ისე აშენდა ამდენი კორპუსი, …

გარდაიცვალა 60 ადამიანი, დადასტურდა კოვიდის 2515 ახალი შემთხვევა | 15 სექტემბერი

15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჩატარდა 32 207 ტესტი კოვიდზე. ბოლო 24 საათში გამოჯანმთელდა 2829 ადამიანი. 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.32%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი …

სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული, შესაძლოა ვიდეოც ახლდეს – თეოლოგი ფარულ ფაილებზე 

„ვის შესახებაც მაქსიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან პროსახელისუფლებო კამპანიას და ოპოზიციას მიემხრობიან,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ინტერვიუს დროს ვკითხეთ, როგორ აისახება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ურთიერთობაზე. თეოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა, რა გავლენა ექნება სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებს პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონო მირიან, …

ანზორ ბოლქვაძე მუქარაზე: „მაგას ტელეფონი დარჩა ჩართული, ვუთხარი, ნუ იგინები-მეთქი“

„ეს არ იყო მუქარა,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე რამაზ შავაძის შესახებ, რომელმაც დღეს, 14 სექტემბერს ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის დეპუტატი პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე მუქარაში დაადანაშაულა. რამაზ შავაძე ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში. მისი თქმით, ანზორ ბოლქვაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. „როცა საუბარი მასთან დავასრულე, …

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

მთავარ პრობლემად უწყლობას და ხილის საწარმოების არქონას ასახელებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი შუახევში როინ ზოიძე. ის მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და ამიტომაც აწუხებთ ამ დრომდე შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა. როგორ აპირებს წყლის პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატი, რა ფინანსებით და როდის? – როინ ზოიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო როინ, თქვენი აზრით, რა არის …

„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს

„დამირეკა და მითხრა თავი გაგეჭეჭყებაო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ დიოკნისსა და რიყეთში ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ შავაძე ანზორ ბოლქვაძის შესახებ. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მას ანზორ ბოლქვაძე გუშინ, 13 სექტემბერს, ესაუბრა ტელეფონზე და დღეს, 14 სექტემბერს, ხულოში დაიბარა „სალაპარაკოდ“. „ტელეფონზე ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ გადმომირეკა და …

როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ

პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი ხულოში გია აბულაძეა. ის მთავარ პრობლემად სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს. მერობის კანდიდატის თქმით, ხულოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს აწუხებს სასმელი წყლის საკითხი. რა გზით და როდის ჰპირდება ხულოელებს მერობის კანდიდატი პრობლემის მოგვარებას? – „ბათუმელებმა“ პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, გია აბულაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. გია აბულაძე აქამდე …

კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი, დადასტურდა 946 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 17 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 442, PCR ტესტით – 7 750.  12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების …

ბულვარში კაცმა უცხოელი ქალი დაჭრა და თავი მოიკლა

ბათუმის ბულვარში კაცმა ქალი დანით დაჭრა და თვითონ თავი მოიკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის კაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც კაცმა დანით თვიდაზიანება მიიყენა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ადგილზე, ბულვარის ტერიტორიაზე, კაცის ცხედარი დახვდა, დაჭრილი ქალი კი, რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლის შესაბამისად, …

ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან

„ხელისუფლება არ უნდა იყოს გამიჯნული მოსახლეობისგან“ – გვიპასუხა ოპოზიციური ერთობის ხულოს მერობის კანდიდატმა გოგიტა სოლომონიძემ, როცა ვკითხეთ – როგორ უნდა მოახერხოს ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობის აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? გოგიტა სოლომონიძეს პოლიტიკური წარსული პრაქტიკულად არ აქვს, მერობის კანდიდატობამდე ის აქტიურად ჩნდებოდა ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“. გოგიტას საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული. რა ხედვებით და დაპირებით აპირებს გოგიტა …

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ერთვებიან

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან, გამსვლელი ბრიგადები კი ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ივლიან. გამსვლელმა ბრიგადებმა ამჯერად მორიგი ვაქცინაცია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში ჩაატარეს. იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ 17-მდე სოფელში ჩატარდა 500-ზე მეტი აცრა. „ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თითოეული …

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით, მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში 2000-ზე მეტ ადამიანი დაიღუპა. 9 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით უკვე დაიღუპა 8 035 ადამიანი.

დასჯის ნაცვლად „ალტ-ინფო“ ეროვნული მაუწყებელი გახდა

პასუხის მოთხოვნის და დასჯის ნაცვლად „ალტ-ინფო“ ეროვნული მაუწყებელი გახდა. გადაწყვეტილება დღეს, 9 სექტემბერს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. დღეიდან „ალტ-ინფო“ ქვეყნის მასშტაბით იმაუწყებლებს, როგორც ფასიანი პაკეტების საშუალებით, ისე უფასო სიგნალით. კომისიის სხდომაზე არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ „ალტ-ინფო“ ძალადობის ანუ დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდებით არის დაკავებული და უშუალო ორგანიზატორი იყო 5 და 6 ივლისის აქციების დარბევის, სადაც …

„ავად გავხდი“ – რატომ მიდიან გახარიას პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები

„ავად გავხდი“ – ამბობს ბადრი მახარაძე, რომელიც დღემდე, 7 სექტემბრამდე, დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში გახარიას პარტიის კანდიდატი იყო. გახარიას პოლიტიკური გუნდი ხულოშიც დატოვა გახარიას პარტიის ორმა კანდიდატმა, თუმცა ყოფილმა კანდიდატებმა წასვლის შესახებ პარტიას არაფერი უთხრეს, ისინი დღეს მობილურ ტელეფონებსაც აღარ პასუხობენ. აჭარაში თუ სხვა რეგიონებში კანდიდატურის  მოხსნას „საქართველოსთვის“ ლიდერები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას ან მოსყიდვას …

ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე

პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს. კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში? პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის …

„ნებართვები ამოწურულია“ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პაუხი მძღოლებს

„ამ ეტაპზე ველოდებით თურქეთის მხრიდან გამოგზავნილი ნებართვების მიღებას, რის შემდგომაც, უახლოეს მომავალში დაიწყება მათი გაცემა,“ – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დღეს, 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაცია უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტოს ბათუმის სამსახურის ოფისთან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, საქართველოს და თურქეთს შორის მუდმივად იცვლება გადაზიდვების ნებართვების რაოდენობა, …

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდის დღევანდელი სტატისტიკა არაზუსტია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 7 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დღესვე, ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. „დღევანდელი მაჩვენებელი – 1965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი,“ …

რატომ მცირდება თხილის ფასი და რა ღირს თხილი დღეს?

თხილის ფასი საშუალოდ 50 თეთრით შემცირდა. საშუალო ხარისხის თხილი აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 4 ლარი ღირდა, სექტემბრის დასაწყისში კი თხილის ფასი 3 – 3.5 ლარია. ბათუმის აგრარულ ბაზარში თხილს საშუალოდ 3 ლარად იბარებენ და 5 ლარად ჰყიდიან. ამ ფასად აბარებენ მეთხილეები თხილს ქობულეთსა და გურიაშიც, სადაც თხილის ჩაბარების არაერთი პუნქტია მოწყობილი. „ხარისხის მიხედვით თხილში ვიხდით 2 …

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში აქციას მართავენ

დღეს, 7 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ. „ცოტა ხნის წინ მათ „ეკონომიკური შესასვლელიც“ გადაკეტეს, მაგრამ პოლიციის ხელმძღვანელი პირების თხოვნით, შესასვლელი მალევე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ადგილზე მოვლენ სააგენტოს წარმომადგენლები, ახლა აქციაზე მათ ველოდებით,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ. აქციის …

რა გჭირდება 6 სექტემბრიდან თურქეთში გადასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე  მოქალაქე ვალდებულია აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებიდან გასული უნდა იყოს 6 თვე, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული. …

რატომ ვერ შეამოწმეს მარიხუანა, რომელიც სკოლის ეზოში აღმოაჩინეს

ამ დრომდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა სკოლის ეზოში სავარაუდოდ მარიხუანას აღმოჩენაზე. ბათუმში, მე-18 საჯარო სკოლის ეზოში 3 ძირი მარიხუანა 2 სექტემბერს ამოიღეს. „ამოიღეს, ნარგავები წაიღეს და მიმდინარეობს მოკვლევა, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის რესურსცენტრში. აქ ასევე განმარტეს, რომ საქმეს აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობს. „ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის,“ – …

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. პირველადი მონაცემებით, უბედური შემთხვევიოს მიზეზი ტვირთის არასწორი დასაწყობება იყო, რის გამოც ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა. პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა. “აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს,” – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.  

„დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი,“ – აღნიშნა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლებლო დაბრუნებაზე ჰკითხეს. „გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. რა ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ნახეთ აქ.

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: გირჩევთ, ჩემთან დებატებში არ შემოხვიდეთ

„მე გირჩევთ, რომ ჩემთან არ შემოხვიდეთ დებატებში,“ – მიმართა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მან პოლიტიკურ ოპონენტებს „დიკრედიტებული“ და „მარგინალები“ უწოდა, ხოლო ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აგრესიაც ივანიშვილის დავალება ხომ არ იყო. „ეს ტონი არ არის, მე მოსახლეობას ვუხსნი, სიმართლეს ვეუბნები მოსახლეობას…“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა. პოლიტიკოსების კრიტიკამდე ღარიბაშვილმა „ტვ პირველი“ გააკრიტიკა და …

აჭარა ოჯახში სექსუალური ძალადობით რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა

ოჯახში ძალადობის 4886 შემთხვევიდან 22 იყო სექსუალური ძალადობა. 2021 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები შემაკავებელ ორდერს აფორმებენ. ორდერში მიეთითება, კონკრეტულად რა სახის ძალადობაზე საუბრობს მსხვერპლი: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური… შსს ამ სახის სტატისტიკას გასული წლიდან ამუშავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის 22 შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა …

კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5587 ადამიანი, 5 სექტემბრის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 105 პირი, სტაციონარში – 7019, ხოლო კლინიკურ სასტუმროებში – 2415.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში 5 სექტემბრის მდგომარფეობით, მკურნალობს 815 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 41. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 326 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია 896 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5185.  

ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა, ხევში გადავარდნილი ქალი სტაბილურადაა

ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში ავტომანქანით ხევში გადავარდნილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს, 4 სექტემბრის ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს 35 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს კლინიკა BMC-ში გვითხრეს, რომ ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს, თუმცა ის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. ქალს მალე ოპერაციას გაუკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის …

Exit mobile version