ქარბორბალამ ქობულეთში სახლებს სახურავი ახადა [ვიდეო]

ქობულეთში ქარბორბალაა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დარჩა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა ზარალი მიადგა ქარბორბალას შედეგად მოსახლეობას,  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მთლიანად რუსთაველის ქუჩა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში და ასევე დაბა ჩაქვში დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, ხოლო სოფლებში – წყავროკაში, ხალაში, ჩაქვში, სოფელ-ქობულეთში, ბობოყვათში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ინფორმაცია განახლდება.

რამდენ სოფელში ჩაიკეტა გზა ძლიერი წვიმის შემდეგ

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის მუშაობს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები …

ეთნიკური უმცირესობებისთვის ბათუმის საარჩევნო სიებში ადგილი ისევ არ არის

„თვითონ არ აქტიურობენ“ – ძირითადად ასე ამართლებენ პოლიტიკოსები მათ მიერ შედგენილ საარჩევნო სიებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადგილი გამსვლელ სიებში არც ამ არჩევნებში არ მოიძებნა. მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მოსახლეობის [სულ 152 839] 3 პროცენტი სომეხი ეროვნებისაა, ანუ 4585 ადამიანი. რუსი ეროვნებისაა მოსახლეობის 1.9 პროცენტი, ხოლო 1.7 – სხვა ეროვნების. რატომ აუარეს გვერდი …

კორონავირუსის 295 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 2 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მკურნალობს 7538 პაციენტი, კოვიდკლინიკებშია – 915, კოვიდსასტუმროებშია – 1015, ონლაინკლინიკებში –  5608.  

სადავეები ხელიდან გაშვებულია – რა გამოსავალს გვთავაზობენ ექიმები ახლა 

დღეს პირველი სექტემბერია და ბათუმის ქუჩებში ამცრელი ბრიგადებიც გამოჩნდნენ, ადამიანებმა უფრო მარტივად, პირდაპირ ქუჩაში ვაქცინაცია რომ შეძლონ. თუმცა რეალობაში, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, ჯერ კიდევ მთავარი პრობლემა მითები და ლეგენდებია, რაც უფრო პოპულარულია, ვიდრე ექიმების მოწოდებები. ექიმების ნაწილი ამ პროცესში პირდაპირ ხედავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მათი აზრით, არ შეიძლება დეზინფორმაციას ასეთი გასაქანი …

აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 43 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 936 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია – 1027, ონლაინკლინიკაშია – 5623.  

კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 52 162 ტესტიდან კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 4103. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,45%, ბოლო 14 დღის – 9,99%. ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობს 7393 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2454, კარანტინშია – 111.

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა

ბათუმის საკრებულოს „ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა. აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დაასახელა. „ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. ბათუმის საკრებულოს პარტიული სია: ირაკლი კუპრაძე ვაჟა დარჩია ეკატერინე დავითაძე ალექსანდრე ფიფია დავით მიქელაიშვილი ზიმლარ ბერიძე დავით მამულაძე გიორგი გეგეშიძე შორენა …

აგვისტოში 5 მილიონი „ოცნებას“ შესწირეს და 117 480 ლარი ენმ-ს – აუდიტი

„ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი,“ – თქვა დღეს, 31 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა. რა თანხა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად? აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ აგვისტოში 5 მილიონამდე ლარი შესწირეს …

რა უნდოდა სუს-ში აჭარის ფინანსთა მინისტრს?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დღეს, 30 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] მივიდა. სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით, მინისტრი არ გამოუკითხავთ და მას მხოლოდ ერთ საქმეზე „ინფორმაცია გააცნეს“. „ჯაბა ფუტკარაძე არ გამოუკითხავთ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში. აქ არც ის დაადასტურეს, რომ ჯაბა ფუტკარაძე სუს-ში იმყოფებოდა. სუს-ის პრესცენტრის …

პატიმრების 66 % ვაქცინირებულია ერთხელ, 55 % ორჯერ – გაბუნია

„გამიჭირდება ამ ციფრის დასახელება, მაგრამ სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი,“ – უპასუხა დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პატიმრების კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, იცოდა თუ რამდენი პატიმარია ინფიცირებული, რადგან ადვოკატების თქმით, ათეულობით პატიმარია კორონავირუსით დაავადებული. პატიმრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პატიმრის დედაც ესაუბრა. მისი თქმით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. …

რატომ არ მუშაობს ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერები? – ენმ-ს კითხვა მერიას

„ქალაქში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები არ მუშაობს, ანტისანიტარიაა, ნახეთ, ყველგან ქვებია ზემოდან დაწყობილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პარტიული საარჩევნო სიის მეორე ნომერი. მან დღეს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ნაგვის ერთ-ერთ კონტეინერთან ბრიფინგი მოაწყო. რეზო ხარაზის თქმით, მიწისქვეშა კონტეინერებისთვის ბოლო წლებში ასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ ხერხდება. „მაგალითად, 2015 წელს …

ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 10 აგვისტოს მდგომარეობით, „ოცნებას“ მილიონზე  მეტი ლარი შეუგროვეს  შემწირველებმა აჭარიდან. შემწირველებს ოფიციალურ დოკუმენტში „ფიზიკურ პირებად“ მოიხსენიებენ, რეალურად, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა კომპანიის სახელით არ რიცხავენ თანხას. აჭარიდან „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე შემწირველია ინდმეწარმე ან არ ირკვევა მათი საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ამ დრომდე ბათუმიდან მმართველ პოლიტიკურ პარტიას 32-მა ბიზნესმენმა …

ქობულეთში კაცი დანით დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ქობულეთში ახალგაზრდა კაცის დანით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი – 1996 წელს დაბადებული ბ.მ. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების თქმით, ნაცემი და დაჭრილი კაცი დილით იპოვეს. ის ჯერ კიდევ კლინიკაშია. გამოძიება მიმდინარეობს …

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს. იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ …

„გაიზრდება რიცხვები, გვექნება მძიმე შემოდგომა“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

„ეს რიცხვები არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე,“ – ექიმი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის ანტირეკორდულ მაჩვენებლებში პირდაპირ ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. ის პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც მის მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, მასობრივ თავშეყრას ესწრება და შემდეგ კითხულობს: „დანაშაულია ქეიფი?“ „ბათუმელები“ 3 აგვისტოს წერდა შემთხვევაზე, როცა ქორწილში გამოძახებული პატრულიც კი არ აჯარიმებდა სარიტუალო …

თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – გაბუნია

„თუ ასე გაგრძელდება 7, 8, 10 დღე, მოგვიწევს დამატებით გადაწყვეტილების მიღება, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება,“ – აღნიშნა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, საწოლები უკვე დეფიციტია, თუმცა რომელიმე პაციენტის მიღებაზე ჯერ უარი არ უთქვამთ. „ხერხდება ამის მართვა, ჯერჯერობით,“ – დასძინა …

ბათუმში საქორწინო დარბაზები დააჯარიმეს

აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. აკრძალვების მიუხედავად გუშინ, 10 აგვისტოს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე სარიტუალო დარბაზში, სადაც „ბათუმელები“ მივიდა, ქორწილი იყო. „შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი …

ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები

პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება. საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს. „მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში …

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

„ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების მოტივაცია გაზარდონ. შესაძლოა, მანამდე ყველა საჯარო მოხელეს არ ჰქონოდა კამპანიაში ჩართვის სურვილი, ეს კი მოტივაციას გაუჩენს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მმართველი პოლიტიკური პარტიის კამპანიაში“ – ეს მოლოდინი გაუჩინა პრემიერი ღარიბაშვილის დაპირებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის კუთხით ნინო დოლიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს. …

მთავრობა არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება

„ნაკლებკონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი… კონკრეტიკაზე შემდეგ იქნება მსჯელობა, უნდა გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებულების მოტივაცია.  ეს არის ჩვენი გუნდის მიდგომა. გაიზარდა პოლიციელების, პედაგოგების ხელფასები, დადგა დროს საჯარო მოხელეების“ – განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრმა, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, ჯერ არ დააკონკრეტა, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია

„1800-2000 ლარია მერების ხელფასი… მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა დღეს, 9 აგვისტოს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის მერის ხელფასი თვეში 2 ათასი ლარი იყოს. ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი …

„კაფეში ვმუშაობდი იმ დღესაც“ – გოგო, რომელმაც ინგლისურში 80 ქულა აიღო

„იმ დღესაც კაფეში ვმუშაობდი, როცა ინგლისურში გამოცდის შედეგები გამოცხადდა და მე ეს მოგვიანებით გავიგე“, – გვიყვება ლიკა რუსია. მან ინგლისურში მაქსიმალური 80-დან 80 ქულა აიღო. ლიკა ბათუმელია და სწავლის დაწყებამდე კაფე „k2“-ში მუშაობს მიმტანად. „როცა ინგლისურის გამოცდის შედეგები დაიდო, მე ტელეფონი მქონდა დასამუხტი და არ მიმიქცევია ყურადღება, თანაც, კაფეში იმ დღეს ბევრი ხალხი იყო,“ – …

რა ღირს ახალი თხილი დღეს – კრეფის სეზონი დაიწყო

თხილის ფასი დაახლოებით 4 ლარია – გვითხრეს ბათუმში, ქობულეთში, სუფსაში და სამეგრელოში დღეს, 6 აგვისტოს. მეთხილეების შეფასებით, ეს საშუალო ფასია იმის გათვალისწინებით, როცა თხილის კრეფა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არაა შესული და მოსავალი ნედლია. ბათუმის აგრარულ ბაზარში აღნიშნეს, რომ ნედლი თხილის ფასი ხარისხის მიხედვით დაახლოებით 3,5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს, რეალიზება კი, 4,5 – 5 …

ბათუმში კოვიდზე 31 ფეხმძიმეს მკურნალობენ, მათგან ზოგიერთი თავის ქორწილში დაინფიცირდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა დღეს, 6 აგვისტოს, 31-მდე გაიზარდა. ეს ერთადერთი კლინიკაა ბათუმში, სადაც კოვიდით დაავადებულ ფემხმძიმე ქალებს მკურნალობენ. დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 25-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. „თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ პაპავა, „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, მას …

„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

„14 წლის ნინის საქმეზე“ სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია. საუბარია 2021  წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 …

„ფაიზერით“ აცრა ბათუმში ჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ

„ფაიზერის“ ვაქცინას ბათუმში ელექტრონულად ვეღარ დაჯავშნით, თუმცა ვაქცინაცია ცოცხალი რიგითაც გახდა შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ზოგიერთი მოქალაქე  ჯავშანს არ იყენებს და არც აუქმებს ელექტრონულ სისტემაში. „თითო კაბინეტში ყოველდღიურად დაახლოებით 2-3 ადამიანი არ ცხადდება და არც ჯავშანს აუქმებს. სულ 14 კაბინეტი გვაქვს ბათუმში, სადაც „ფაიზერით“ აცრაა შესაძლებელი, თუკი მოქალაქეები მივლენ რომელიმე კლინიკაში, გარდა რესპუბლიკურისა, შესაძლებელია ცოცხალი …

ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს

ქორწილების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობა კანონით აკრძალულია, თუმცა პოლიცია ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. სარიტუალო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი უპრობლემოდ ესწრება ქორწილს, პარალელურად კი, კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება – დღეს, მაგალითად, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება. დააჯარიმა თუ არა …

ბათუმში „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა – სად შეგიძლია აიცრა აჭარაში?

ბათუმში დღეს, 3 აგვისტოს, „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა. აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინის დაჯავშნა ამ ეტაპზე მხოლოდ შუახევში, ხულოსა და ქედაშია შესაძლებელი. შუახევში „ფაიზერზე“ ადგილები იწურება. booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „ფაიზერის“ სულ 2935 დოზაა დარჩენილი ამ დროისთვის [17:00 სთ]. ვაქცინაციის პროცესი გრძელდება „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 59180 ადამიანია აცრილი. დღეს, 3 …

უცხო ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენებში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. …

მცენარეული ცხიმი სულგუნსა და იმერულში, ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს ბათუმშიც

მცენარეული ცხიმის შემადგენლობა რძის პროდუქტების 96 ნიმუშიდან 8 შემთხვევაში დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მცენარეული ცხიმის შემცველობა დაფიქსირდა სულგუნში, იმერულ ყველში, ქარხნულ ყველში, არაჟანში, ხაჭოსა და მაწონშიც. ეს იმ რვა ობიექტის ჩამონათვალია, სადაც დარღვევა დაფიქსირდა: ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 14/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 15 დღე); ი.მ (ბოლნისი, სოფ. …

რატომ გადამალა საკონსტიტუციომ „ფარული მოსმენების“ საქმე – განხილვიდან გასულია 28 თვე 

2 წელი და 4 თვე საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება „უკანონო, ფარული მოსმენების საქმეზე“. ამ საქმის განხილვის დასრულებიდან ზუსტად 28 თვე გავიდა. სარჩელი კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საკონსტიტუციოში 4 წლის წინ – 2017 წელს შევიდა. ეს საქმე უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისით, რომ სარჩელს ერთდროულად ხელს აწერდა საქართველოს 326 მოქალაქე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ფარულ მოსმენებზე …

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ გავამაგრებთ“ – გზების დეპარტამენტის პასუხი სალიბაურელებს

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ ვგეგმავთ გამაგრებას,“ – გვითხრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სალომე წურწუმიამ სოფელ სალიბაურში მოსახლეობის პროტესტის პასუხად. საუბარია ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც ბათუმთან ახლოს, სალიბაურში 14-მა ოჯახმა შეაჩერა. მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ან გასახლებას, რადგან ავტობანის მშენებლობის დროს მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა: საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საშიში გახდა. გარდა ამისა, …

გერმანელ მუსიკოსზე ძალადობაში ბრალდებული ხელწერილით გამოუშვეს

გერმანელ მუსიკოსზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ ხელწერილის დადება შეუფარდა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვიულმა მიიღო დღეს, 2 აგვისტოს. ბრალდებულისთვის პროკურატურა 5 ათასი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საუბარია გერმანელ მუსიკოსზე, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელმაც განაცხადა, რომ  ბათუმში მას ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ თავს. პროკურატურამ ლ.ჭ.-ს ბრალი …

ბათუმში ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე გაამწესეს

ბათუმში ივლისიდან ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. მას ბათუმში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა – დავით კეკენაძე 1994-2001 წლებში მაშინდელ აჭარის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. შემდეგი ორი წელი კი, იგი აჭარის პროკურორი იყო. 2002 წლიდან დავით კეკენაძე ისევ მოსამართლეა ამჯერად საჩხერის სასამართლოში, 2003 წლიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეა, 2006 წლიდან კი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. …

„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი

„გვითხრეს, თუ საჭიროა გადაგივლითო, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ,“ – ამბობს სალიბაურში მცხოვრები მზიური ზოსიძე. მას და მშენებარე ავტობანთან მცხოვრებ კიდევ 14 ოჯახს დღეს დილით პროტესტის ნიშნად დადგმული კარვები აღებული დახვდათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ბათუმის შემოგარენში, სალიბაურში, ავტობანიდან დაახლოებით 25 – 30 მეტრში მცხოვრებმა 15-მა ოჯახმა პროტესტის ნიშნად კარვები დაახლოებით ორი თვის წინ გაშალა. ამ …

Exit mobile version