“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებში …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია
„ჩვენი კორპუსის მთლიანი ეზოს ქვემოთ შამბოა მოწყობილი. სამწუხაროდ, კანალიზაციის სისტემა ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მცხოვრები ბეგლარ შალიკაშვილი და მესამე სართულის აივნიდან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოსკენ გვახედებს. „ეზო მოპირკეთებულია, ქვემოდან კი კანალიზაცია ადგილზე რჩება“, – გვიხსნის ბეგლარი. ეს კორპუსი არაა ერთადერთი ანგისის და ადლიის დასახლებაში, წლების წინ ბათუმს შეერთებულ ტერიტორიაზე – ახალი ბულვარიდან …
ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან
“მე მოვითხოვ სამართლიანობას,”- კატეგორიული ხმით მიმართა მოსამართლეს მოკლული კაცის მეუღლე ვარდო ბ.-მ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება დღეს, 8 თებერვალს, “ბათუმის ბულვარში კერძო კაცის მკვლელობის საქმეზე”. ამ საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. ეს შემთხვევა გასული წლის 21 ივლისს მოხდა – ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში კერძო დაცვის თანამშრომელი ჯუმბერ ბ. მოკლეს, ის 57 წლის …
Continue reading “ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან”
რატომ იხარჯება ქვაფენილის აყრაში 8 მილიონი, როცა ადლიაში კანალიზაცია არ აქვთ – ჩიქოვანი განმარტავს
„მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ნაწილდება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, როცა მას ვთხოვეთ განემარტა, როგორ ანაწილებს პრიორიტეტებს, როცა ქალაქში ქვაფენილის აყრასა და ხელახლა ასფალტის დაგებაში 8 მილიონი იხარჯება, ხოლო ქალაქის დასახლებებში – ადლიაში, აეროპორტის უბანში, კახაბერში, მახვილაურში, გონიოში, კვარიათში – კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ? მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ადლიაში ან ანგისაში არ მოუთხოვია კანალიზაციის სისტემა? …
რას ნიშნავს, როცა აშშ-ის ელჩი ამბობს – „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“
რატომ გადაწყვიტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში შავ ზღვაზე ყურადღების გამახვილება ახლა? – საქართველოს აშშ-ში ყოფილი ელჩი და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ შავი ზღვის გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იზრდება. „თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს …
8 გარდაცვლილი და კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა აჭარაში
7 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით კოვიდკლინიკებშია 814 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 526 პაციენტი. დღეს, 7 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა.
კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 თებერვალი
ბოლო 24 სააათში დადასტურდა კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 905 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 33,14 პროცენტი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5 947, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი.
გასულ წელს ავტოავარიით 85 ქვეითი და 9 ბავშვი დაიღუპა – კიდევ რა ჩანს სტატისტიკიდან
2021 წელს ავტოავარიის შედეგად სულ 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის, 85 ქვეითი იყო. ავტოავარიით 16 წლამდე ასაკის 9 პირი გარდაიცვალა – ესეც მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სულ 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ცალკეა იმ ავტოავარიების სტატისტიკა, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა და …
„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან
„კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში,“ – მიიჩნევს გეოლოგი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი ტარიელ ტუსკია, რომელსაც ზღვის მიერ ბათუმის სანაპირო ზოლის დაზიანებაზე ვესაუბრეთ – მორიგი შტორმის დროს ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ზღვამ წაიღო, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბათუმის სანაპირო ზოლის გადასარჩენად? პირველ რიგში, საჭიროა დასხდნენ სპეციალისტები და …
Continue reading “„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან”
ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. „ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, …
უგზო-უკვლოდ დაკარგული 163 პირიდან 51 ადამიანს ისევ ეძებენ, მათ შორის 6 მოზარდია
2021 წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 ადამიანი. სტასტისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე იძებნება 51 პირი, გარდაცვლილი იპოვნეს 14 ადამიანი, ხოლო მოიძებნა 98 ადამიანი. გასულ წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორს 42 მოზარდია, ანუ 18 წლამდე პირი. უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 პირი 18-დან 24 წლამდეა, 59 ადამიანი – 25-დან 45 წლამდე, 29 …
Continue reading “უგზო-უკვლოდ დაკარგული 163 პირიდან 51 ადამიანს ისევ ეძებენ, მათ შორის 6 მოზარდია”
ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ
„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“. „გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – …
„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო
„ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ახალი თოვლის საფარის სიმაღლე 40 – 50 სანტიმეტრია. აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ტექნიკა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზეც მუშაობს, თუმცა ყველა გზა ჯერ გაწმენდილი არ არის. …
Continue reading “„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო”
ბათუმში ისევ გათოვდა, როდის გამოიდარებს? [ფოტო]
ბათუმში ისევ გათოვდა. სინოპტიკოსების ცნობით, შაბათს და კვირას მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში ორშაბათს, 7 თებერვლიდან გამოიდარებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თოვას ბათუმი ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მიმდინარეობს გზებისა და ტროტუარების გაწმენდა. ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.
პროკურატურამ კაცი ძალით გადაიყვანა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, ის საკონსტიტუციოში ჩივის
კაცი, რომელიც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ექსპერტიზაზე იძულებით გადაიყვანეს, საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დღეს, 3 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან დარსალიას სარჩელი არსებითად განიხილა. თუკი სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ კუთხით არსებული წესების შეცვლა მოუწევს. მოქალაქე ლევან დარსალია იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესზე პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ბრალდებულის სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იძულებით გადაყვანა, თანაც 20 დღემდე …
ბათუმში შარტავას ქუჩა დაიტბორა – „ორბის“ მშენებლობაზე ტრაქტორმა წყლის მილი დააზიანა
ბათუმში, შარტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა. კომპანია „ორბის“ მშენებლობაზე ტრაქტორმა წყლის მილი დააზიანა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, კომპანია თავად აღადგენს დაზიანებულ მილს. „ბათუმის წყალში“ ასევე განმარტეს, რომ წყლის მილის დაზიანება რამდენიმე უბანში წყალმომარაგების შეწყვეტას გამოიწვევს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შეწყდება წყალმომარაგება ღამის 12 საათამდე. „ავარიული დაზიანების გამო, 19:30-დან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება …
„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან
„ფული წლების წინ გადავიხადეთ, მაგრამ ბინები არ აშენდა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას სთხოვენ აუქციონზე გაიტანონ წლების განმავლობაში გაჩერებული, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები და ბინა მესაკუთრეებმა მიიღონ. „პრეცედენტი რადგან არსებობს, ამიტომ მოვიდნენ ეს ადამიანები აქ. ამ ინვესტორებმა ვერ შეასრულეს მერიასთან და ამ ადამიანებთან აღებული ვალდებულებები. 200-მდე ასეთი …
Continue reading “„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან”
მდინარე, რომელმაც 13 თვის წინ უმაღლესი საბჭოს მძღოლი გაიტაცა, დღემდე არ გაუწმენდიათ – აქცია
„გაუწმენდავი მდინარე საფრთხეს გვიქმნის, ვიტბორებით,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს, კოლექტიური განცხადებით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს. განცხადებას ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს 8 სოფელში ცხოვრობენ და მდინარის ქვიშა-ღორღისგან გაწმენდას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, გაუწმენდავი მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან, იტბორება სახლები, იხოცება პირუტყვი. „ჩვენ ახლა ვართ იმ …
რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“
როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ვერაფერს ამბობს, რა ეტაპზეა, ან რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება. უცნობია, დადებს თუ არა გამოძიება შედეგს 2 აპრილამდე, როცა ბათუმი საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნაცვლად შუალედურ არჩევნებში სხვას აირჩევს. „ფაქტია, ეს გადამწყვეტი არჩევნებია ბათუმში, გამოძიება პასუხს არ გვაძლევს და არც მაქვს …
Continue reading “რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“”
„მანქანის გაჩერებას ვცდილობთ კედელთან შეჯახებით“ – ინტერვიუ ექიმთან პანდემიის მართვაზე
„შემოდგომისთვის ამოვისუნთქებთ“ – ეს მოლოდინი აქვს ექიმს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ კალოიანს კოვიდსიტუაცაზე საქართველოში. ექიმი საშემოდგომოდ მედიკამენტს ელის და თავად ვირუსის ლოგიკას, როცა პიკის შემდეგ დაღმასვლა იწყება გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდის და ტრაგიკული შემთხვევების პარალელურად. „ეს შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, როგორ შეიძლება ვცდილობდეთ მანქანის გაჩერებას კედელთან შეჯახებით, თანაც ისე, რომ ღვედს არ ვიკეთებთ,“ – ამბობს …
აჭარაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა
2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებშია 778 პაციენტი, მათგან მძიმეა 139 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 44 პირი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებშია 599 ადამიანია. დღეს, 2 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 თებერვალი
2 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარაში – 2 190, იმერეთში – 3 689, ქვემო ქართლში – 1 581, შიდა ქართლში – 1 466, გურიაში – 439, სამეგრელო – …
Continue reading “კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 თებერვალი”
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“
„ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთი ახორციელებს აგრესიას. ამ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი,“ – მიიჩნევს დავით ნარდაია, ის ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეა. დავით ნარდაია დღეს, პირველ თებერვალს ნატო-ს საინფორმაციო ცენრის ორგანიზებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. ონლაინშეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები ძირითადად უკრაინაზე დასვეს …
Continue reading “ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“”
„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე
ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა. „ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი …
Continue reading “„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე”
„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა
„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი …
რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში
„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …
Continue reading “რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში”
რას ითხოვენ საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“, როცა ბათუმის მერი ენმ-ის წევრებს არ ხვდება
„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს. საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს …
რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა
ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის …
Continue reading “რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა”
რას ელიან უკრაინაში საქართველოსა და დასავლეთისგან – ინტერვიუ უკრაინელ პროფესორთან
„კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა უფრო აქტიური ყოფილიყო და ნათელი გაეხადა საკუთარი პოზიცია… ჩვენ გვესმის, რომ საქართველო რთულ პოზიციაშია, მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოება გვიჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ დუბოვიკმა, როცა მას უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციის შესახებ ვკითხეთ. ვოლოდიმირ დუბოვიკი უკრაინაში ოდესას მეჩნიკოვის უნივერსიტეტის პროფესორია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. „ბათუმელები“ …
Continue reading “რას ელიან უკრაინაში საქართველოსა და დასავლეთისგან – ინტერვიუ უკრაინელ პროფესორთან”
დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“
ქობულეთში, სოფელ დაგვაში, კულტურის სახლი გაქურდეს. სახლს ბერძნული აკროპოლისის ფასადი ჰქონდა და წლებია მიტოვებული იყო. სახელმწიფომ მისი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსი ვერ გამოძებნა. ისტორიულ სახლს არც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. კულტურის სახლის მშენებლობა სოფელ დაგვაში 1953 წელს დაიწყეს. ეს ის სოფელია, სადაც ქართველები და ბერძნები ერთად ცხოვრობდნენ. დაგვის კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა …
Continue reading “დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“”
კოვიდის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი
27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის17 484 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით გარდაიცვალა 27 პაციენტი. 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.58%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში – 2 222, ქვემო …
Continue reading “კოვიდის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი”
რას წერენ ბათუმის საკრებულოს წევრები, როცა საკრებულო არ მუშაობს
იმის მიუხედავად, რომ ბათუმელებს არაერთი პრობლემა აქვთ, ხოლო საკრებულო გაჩერებულია, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ წევრების ფეისბუქგვერდებს თუ გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ბათუმში ადამიანებს არ აწუხებთ, მაგალითად, სოციალური პრობლემები, სიღარიბე, უკანონო მშენებლობები, მათ შორის, ბულვარში, გაუმართავი შუქნიშნები, ან ქალაქის უბნები, სადაც ამ დრომდე კანალიზაციის სისტემა არ აქვთ, ქუჩები, უკვე ყოველ სეზონზე ერთხელ რომ თხრიან. ბათუმის საკრებულოს წევრებს აქვთ …
Continue reading “რას წერენ ბათუმის საკრებულოს წევრები, როცა საკრებულო არ მუშაობს”
თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, საქართველო ვერ გადარჩება – ქართველო მებრძოლი უკრაინაში
„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უკრაინას დავუდგე გვერდით, სხვა რა გითხრათ,“ – ამბობს ზაქარია შუბითიძე, რომელიც უკრაინაში ორი დღის წინ ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. „ქართულ ლეგიონში“ ამ დროისთვის დაახლოებით 130 მებრძოლია. მათი თქმით, მდგომარეობა ისევ უკიდურესად დაძაბულია. „ქართული ლეგიონი“ ამ ეტაპზე სამოქალაქო პირების ორგანიზებულ ჯგუფებს ეხმარება წვრთნებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საველე …
„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში
„როცა ხელისუფლება ეუბნება პოლიციას, რომ დაიცვას, მაგალითად, სულიკო თებიძის ვადაგასული საკრებულო, რომელმაც ბათუმელების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო ბათუმის ბიუჯეტი, ის ყველაფერზე წამსვლელია… პოლიციას ეუბნება ხელისუფლება, რომ მთავარია, მისი ძალაუფლება დაიცვას და ყველაფრის უფლება აქვს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. დღეს, 26 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა …
Continue reading “„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში”
აჭარაში კორონავირუსის 1958 შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1958 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 650 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 132 პაციენტის მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზეა – 51. კოვიდსასტუმროშია 656 ადამიანი, საკარანტინე სივრცეშია 4 პაციენტი. დღეს, 26 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.
კოვიდის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 680, კახეთში -704, …
Continue reading “კოვიდის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი”