სიახლეები

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, ჩამიგდეს ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან

30.03.2021 • 1546
გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, ჩამიგდეს ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან

დღეს, 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მაჩვენებლები საყურადღებოა: „პრევენციული ღონისძიებების დაცვა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“.

„ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, 7 და 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ.

განსაკუთრებით დღეს, გვაქვს ახალ შემთხვევათა რაოდენობა 673. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია.

დადებითობის პროცენტი გაიზარდა დღიური 2.19%-მდე, თუმცა 14-დღიანი გავქვს – 1.69%, შვიდდღიანი – 1,60%, მარტის თვის – 1.63%. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია ვიდრე გვქონდა თებერვალში და კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე გვქონდა იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ტენდენცია, 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა ჩვენ გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა. იზრდება ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რიცხვი და დღევანდელი რიცხვით ეს არის 4 447, ანუ ნელ-ნელა იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

„ახლა ჩამიგდეს ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს (კარგია, როცა ახალგაზრდები იკრიბებიან სადმე, მაგრამ) სხვადასხვა დაწესებულებებში, ღამის კლუბებში, ისევ და ისევ დიდი შეკრებები, ისევ და ისევ დიდი „დროსტარება“ და ა.შ. ეს მიგვიყვანს აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე, თუ არ დავიჭირეთ ჩვენ ახლა  ეს ეპიდსიტუაცია. არადა, სტაბილიზებული იყო ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და გაგვექცა ხელიდან. აპრილში განმეორდება სამწუხაროდ ნოემბერი და დეკემბერი, ამდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ იმ ორ თვეში გვქონდა”.

მისივე თქმით, ქვეყანაში აუციელბლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი და აღსრულება იმ ღონისძიებებზე, რაც არსებობს და უნდა გააქტიურდეს იმუნიზაციის პროცესი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: