„ბათომის“ მიმართვა ბათუმის მერიასა და საკრებულოს – გონიოს ციხე

ავტორი: ნინო ინაიშვილი – საზოგადოება „ბათომი“ მოგმართავთ გონიოში მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობასა და მასთან დაკავშირებით სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გაჭიანურებული და მტკივნეული პროცესი წარიმართოს და გადაწყდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად ყველა მხარის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ჩვენ ვაცნობიერებთ აღნიშნული საკითხის სირთულეს, რაც, ჩვენი აზრით, სხვადასხვა დროს სახელმწიფოს …

ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას მანქანიდან გაექცა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ იჩხუბა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მოქალაქე ღია ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს. „ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ამ კონფლიქტის დროს ბრალდებულმა, მოქალაქე ლერი შ-მ დანით დაჭრა მეორე მამაკაცი – გია ბ. ორივე მოქალაქე გადაყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ ლერი შ. დააკავა. …

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე არაერთი წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არავის აწუხებს, გარდა სპორტსმენებისა, რომლებმაც დასახმარებლად გაზეთ „ბათუმელებს“ მომართეს. სპორტსმენებს ასევე აინტერესებთ რამდენი თანხა გამოიყოფა მათთვის და რამდენი ხმარდება მათ. რატომ არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში ელექტროენერგია სპორტდარბაზს? – ამ საკითხით და იმით, …

ლაშა სირაბიძე: გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გავხადოთ

საკრებულოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გახდეს. ლაშა სირაბიძეს გორგილაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შემოსაღებად აქვს საკუთარი არგუმენტები: „ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროფესიონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. უბრალოდ, იმას ვამბობთ, რომ ერას ქუჩა [ეს ამ …

მხოლოდ რუსული ფირნიშები ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე

მოქალაქემ, რომელმაც „ბათუმელებს“ იმის დამადასტურებელი ფოტოები მოაწოდა, რომ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მხოლოდ რუსულენოვანი ფირნიშებია განთავსებული, ითხოვა, რედაქციამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – რუსთაველზე ფირნიშები არათუ ინგლისურად, არამედ ქართულადაც კი არ არის. სამაგიეროდ – არის რუსულ ენაზე. „ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგეობის პრესცენტრის თქმით, “რუსთაველის ქუჩაზე …

ინფორმაციას ალიკა დავითაძის მკვლელობაზე შს სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე თავისივე სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებაც. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა]. “შეტყობინება შს სამინისტროში დაახლოებით 20:00 შევიდა. ოჯახიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით.  დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და ველოდებით მათ პასუხს”, – აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი. ალიკა …

აჭარაში გაზი 3 დღით გაითიშება

24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამი დღით შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯიან გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წყაროს ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეფერხება კვლავ უკავშირდება „ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს, …

მანქანების ქურდები, თაღლითები და მათი მსხვერპლი

50 ათასი დოლარი გადაიხადა ავტომანქანაში, რომელიც ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დგას და ლპება – თაღლითების მსხვერპლი ბათუმელი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძეა. თუმცა ის ერთადერთი ნამდვილად არ არის, ვინც თაღლითებმა დააზარალეს. საქართველო ხდება უსაფრთხო ადგილად თაღლითური ჯგუფებისთვის, რომლებიც მოპარული ან სხვაგვარად მითვისებული ძვირადღირებული მანქანებით ვაჭრობენ. მოპარული მანქანების საქმეს ბათუმში, ძირითადად, ქალაქის პოლიციის მე-4 განყოფილება სწავლობს. თავად …

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 18 ივლისს ჩატარდება

პარასკევს, 27 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაადგინა, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება 2016 წლის 18 ივლისს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა დაუდასტურა. აკადემიური საბჭოს დადგენილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადგენს ბსუ-ს რექტორის არჩევნების თარიღს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ორშაბათს, 30 მაისს გამოქვეყნდება. ბსუ-ს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება არჩევნების გამოცხადებიდან ერთ …

დამოუკიდებელი ქვეყნის 25 წელი

26 მაისს შესრულდება 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებიდან. როგორ იცვლებოდა საზოგადოება ამ წლების განმავლობაში – კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა. ზვიად, თქვენი შეფასებით, 25 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არ შეიცვალა? პირველ რიგში, არის ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ 26 მაისს და არა …

ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე. მალხაზ მ. ქობულეთის …

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „აქთივ ბათუმისთვის“ სკვერის დაბრუნებაზე

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ  დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. კომპანიას მიაჩნია, რომ სამინისტრის მხრიდან მათთვის ქონების ჩამორთმევა „იყო განზრახვა“. გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: აჭარის ფინანსთა …

სკვერი ბარბარეს ეკლესიის გვერდით მთავრობამ კომპანიას დაუბრუნა

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. „აქთივ ბათუმს“ სარეკრეაციო ზონაში 2 მილიონ დოლარად შეფასებული სკვერი, ზღვისპირა ზოლში, 500 000 დოლარად ლევან ვარშალომიძემ მიყიდა და 40-სართულიანი სასტუმროს აშენება დაავალა. …

როცა დოკუმენტაცია და დიაგნოზი არ ასახავს სინამდვილეს – დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოში

„108 შემთხვევაში ჩატარდა არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“, – ეს და კიდევ უფრო კრიტიკული ჩანაწერები სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ასახა შემოწმების აქტში, რომელიც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას ეხება. ცენტრი 206 231 ლარით გასული წლის 30 ნოემბერს დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოწმებიდან 5 თვე გავიდა, უცნობია იზიარებს თუ არა აჭარის მთავრობა აქტში …

ტოტებდაჭრილი ევკალიპტები ქობულეთში (ფოტო)

ქობულეთში, სოფელ კვირიკეს ცენტრალურ გზაზე გაშენებულ ევკალიპტების ხეივანში უკვე ერთი თვეა მასიურად აჭრიან ტოტებს უზარმაზარ ხეებს. მრავალწლიანი ევკალიპტები ამ ხეივანში, ფაქტობრივად, სრულიად უტოტებო ხეებად იქცნენ. კვირიკეს მცხოვრების თქმით, ევკალიპტის ტოტებს ახარისხებენ და სატვირთო მანქანებით გააქვთ გასაყიდად. მისივე თქმით, როცა მოითხოვეს ამ უკანონო ქმედების შეჩერება, პასუხად მიიღეს, რომ ქობულეთის გამგეობიდან აქვთ ნებართვა და უკანონოს არაფერს აკეთებდნენ. …

რა „ცეკვა“ შეასრულა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის ბულვარში [ვიდეო]

კომპანია “ლიტომმა“ გასულ კვირას ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრა დაიწყო და დაასრულა კიდეც – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორ სასეირნო ზოლში ფილების დაგების პროცესი მოულოდნელად იმიტომ შეიცვალა, რომ ფილები უხარისხო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარში ადვილადტეხად ფილებს აგებდნენ, „ბათუმელებს“ ბულვარში ფილების შეტანისთანავე მოაწოდეს, მაგრამ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მისი გამოქვეყნებისგან თავს დღემდე ვიკავებდით. ის, რომ ბულვარში …

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 25 მაისს, 20:00 საათამდე. უკვე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება ბავშვის პირველკლასელად დარეგისტრირება. ინსტრუქციის თანახმად, ონლაინრეგისტრაციისთვის წინა წლების მსგავსად, წელსაც საჭირო იქნება შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების ზუსტი თარიღი, მშობლების პირადობის ნომრები.  სკოლას, სადაც გსურთ ბავშვის მიყვანა, თუ მინიჭებული …

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

გასულ კვირას არჩილ ხაბაძემ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების შესახებ თქვა, რომ მათგან „მხოლოდ 10%-ს ანუ 90 ოჯახს“ ერგება სახელმწიფოს დახმარება. კვლევის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება, საზოგადოებისთვის უცნობია. არჩილ ხაბაძის განცხადებიდან მალევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობას ულტიმატუმით მიმართეს – ისინი 10 დღის ვადაში ითხოვენ ტერიტორიის დაკანონების პროცესის დაწყებას. რატომ აირჩიეს ულტიმატუმის …

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებულები და მათი ოჯახები

14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალდებული საქართველოს ოთხი მოქალაქის – გია ბახუნტარაძის (25 წლის), ლაშა გობაძის, ჯამბულ აბდულაევისა (24 წლის) და მირიან ბერიძის (21 წლის ბსუ-ს სტუდენტი) სასამართლო პროცესები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს მინიმუმ 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის ახლობლების თქმით, სახელმწიფოს ამ საქმეში ის მოწმეები ეყოლება, ვინც ტერორიზმის მუხლით …

„ჩეხოვის სახლს“ ბათუმში სახურავი გადახადეს

ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლს, ეგრეთ წოდებულ ჩეხოვის სახლს სახურავი გადახადეს. შენობაზე სამუშაოების ჩატარების უფლება გაცემული აქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. აჭარის მთავრობამ ჩეხოვის სახლი 29 წლის ვადით გადასცა კომპანია „ზუ-კა“-ს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს ,,ზუ-კა’’ აუქციონის წესის თანახმად ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში …

„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს. სინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“, 18 თებერვალს გაავრცელა მიმართვა აჭარის მთავრობის სახელზე. ამ დრომდე მიმართვას ოფიციალური …

„შეეგუეთ რეალობას“ – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე

ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ …

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საწყობები იწვის

როგორც  ხანძრის ადგილზე მყოფი “ბათუმელების” ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია – იწვის სხადასხვა კომპანიის საწყობი, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებთან ერთად განთავსებულია საოჯახო ტექნიკა და კომპიუტერები. ხანძარს გადარჩენილ ნივთებს შორის ჩანს შპს “სავარძელის” ავეჯი. ხანძარი დიდ ფართობზეა გაკიდებული. ადგილზე იმოფება სახანძრო და სააშველო სამსახურები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სახანძრო სამსახურს არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია. ხანძარი …

საიას განცხადება შს სამინისტროს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. სამინისტროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზეთ „ბათუმელებს“ არ აძლევს საჯარო ინფორმაციას სამინისტროს თანამდებობის პირებისთვის გაცემული პრემიების ოდენობის …

არჩევანის თავისუფლება (ვიდეო)

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების სურვილების, მიზნებისა და ოცნებების მიმართ. სიუჟეტში თქვენ გაიგებთ, როგორც მშობლების ასევე შვილების პოზიციას, აგრეთვე თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში. ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს არსებულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გადაცემის ჩანაწერში შემდეგ ლინკზე: სიუჟეტი …

შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების …

“ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში

3D პრინტერები და 3D სკანერი, რომლებითაც თითქმის ნებისმიერი ფორმის მყარი ნივთის ამობეჭდვაა შესაძლებელი, ლაზერული მჭრელები და მსგავსი აღჭურვილობა, რომლებიც ტექნოლოგიების ბოლო თაობას მიეკუთვნება, – ბსუ-ს საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი. შენობის მეორე სართულზე, ღია სივრცეში განთავსებული ლაბორატორია თანაბრად მიმზიდველია როგორც მომავალი არქიტექტორების, ისე ელექტრონული მიმართულების ინჟინრებისთვის. ლაბორატორიის მთლიანი ღირებულება 200 ათასამდე ლარია. …

ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან“, – ეს კომენტარი ეკუთვნის სამართლის დოქტორ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს. მან ეს კომენტარი ამავე უნივერსიტეტში ოდეერების არსებობას მიუძღვნა. ოდეერის ყოფნა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში უკანონობაა. ოდეერი საბჭოთა KGB-ს დროინდელი ინსტიტუტია, რომელიც ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას …

როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, …

ინტერნეტრეაქცია 6 თვის ბარბარეს შიმშილობაზე

6 თვის ბარბარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა წინსვლაში რვაწევრიან ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახს სოციალური შემწეობა იმის გამო მოუხსნეს, რომ ბავშვის მამა დასაქმდა, მაგრამ ის მალევე ისევ უმუშევარი, ხოლო ოჯახი შემწეობის გარეშე დარჩა. ოჯახი ბარბარეს ფქვილსა და წყალზე დამზადებული ფაფით კვებას. გოგონამ წონაში დაიწყო კლება. ბარბარესა და მის ოჯახზე სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „გაზეთ ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში, …

საია: ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღვნიშნოთ შემდეგი: ოფიციალური ინფორმაციისთანახმად, 2015 წლის ივლისის თვეში, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, სტატუსის მინიჭების დღიდან შენობაზე გავრცელდა კულტურული …

კორუფციაზე ეჭვები – არასამთავრობოები ბათუმიდან ძეგლების ნგრევაზე პრემიერს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერს სთხოვენ, დაინტერესდეს ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას ბათუმში. საქმე იმაშია, რომ ვაჟა-ფშაველას 13-ში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კომპანია „სლავა 2015“-მა ჯერ დაანგრია, ახლა კი იქ უკანონო მშენებლობას ეწევა. ძეგლის ტერიტორიაზე საძირკველი კომპანიამ 8 …

საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ნუ შეიტანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც  დეპუტატ ირაკლი (მაილო) ჯაშს ეკუთვნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოსაზრებებს ამ საკუთხზე გთავაზობთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზაციამ გაავრცელა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …

საია უმაღლეს საბჭოს: არ დაუჭიროთ ცვლილებათა პროექტს მხარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერილობით მიმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს და კიდევ 8 დეპუტატს. საიას განცხადება ეხება ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში. მოქმედი კანონით, 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში ითვლება უსკოს თავმჯდომარე არჩეულად. საიას მიერ მომზადებულ მიმართვის …

მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში

900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …

ბათუმის მერმა მრჩეველთა საბჭო შექმნა

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის, 2016 წლის 2 მარტის ბრძანებით, ბათუმის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს თავმჯდომარე იქნება ვლადიმერ ბალაძე – ბსუ-ს სრულო პროფესორი. მისი მოადგილე კი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძეა. საბჭოს შემადგენლობაში იქნება 10 წევრი: ომარ მახარაძე და ვლადიმერ ღლონტი (ბსუ-ს პროფესორები), ბელა …

Exit mobile version