ქობულეთის გამგებელი ავტოავარიაში მოყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ავტოავარიაში  მოყვა. შემთხვევა 23 თებერვალს, საღამოს  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში. პრესცენტრის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი: „გამგებელი ლანჩხუთში მოყვა ავარიაში – თბილისში მიდიოდა სემინარზე დასასწრებად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულხან ევგენიძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მკურნალობას ახლაც გადის სახლში. დაზიანდა სახელმწიფო მანქანაც. ამ ფაქტთან …

ბათუმის მერია: გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზღვის მხარეს, საკანალიზაციო სატუმბი სადგურის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები ტარდება, რომელიც დღის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მერიისავე ინფორმაციით, იმავე ტიპის სამუშაოები ქუჩის მოპირდაპირე მხარეს 4 დღის შემდეგ განახლდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გოგებაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

ციალა ქათამიძე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლად დაინიშნა

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს პირველი მარტიდან ახალი უფროსი ეყოლება და ის  29 წლის იურისტი ციალა ქათამიძე იქნება. ციალა ქათამიძე ჯერჯერობით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება. ციალა ქათამიძე მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკომიგრანტების პრობლემატიკაზე მუშაობა იყო. ციალა ქათამიძე კონკურსის წესით იქნა შერჩეული, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა სულ …

“ტელეარხ 25”-ის ვებგვერდი გატეხეს

„ეგ საიტი იმიტომ გავტეხეთ, რომ თქვენ გაიგოთ ამ საიტზე არის დაშვებული შეცდომა, მაგრამ ასეთ საიტს ჯერ ბევრს გავტეხავთ. მალე ყველა გაიგებს ჩვენს შესაძლებლობებს. by elmar & h1d3“ – ეს ტექსტი ჯერ კიდევ დევს „ტელეარხ 25“-ის ვებგვერდზე. არხის მფლობელი და გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ დღეს არხის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გია სურმანიძე: „დილით რომ …

მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს

აჭარის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს. მას სისხლდენა სოფლის ექიმმა შეუჩერა, ხოლო შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში. მამაკაცი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში იმყოფება. კასტრაციის ჩატარების მონაწილე პირების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცზე ოჯახის წევრებმა იძალადეს. შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.

საიას იურისტი: ნარკოტესტისთვის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს

გუშინ, 23 თებერვალს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. პოლიციაში დაკავებლებთან თავდაპირველად არ უშვებდნენ ადვოკატებს. მოგვიანებით ადვოკატებს, რომელთაგან ერთ-ერთი საიას თანამშრომელი იყო, შენობაში შესვლის უფლება გვიან ღამით მისცეს. „ბათუმელები“ წუხანდელი დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საიას ადვოკატს პაატა დიასამიძეს ესაუბრა. პაატა, როგორ დასრულდა გუშინ …

შს სამინისტროს განმარტება დაკავებულებთან ადვოკატების დაუშვებლობაზე

შს სამინისტროს პრესცენტრში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანილ ორ პირთან ადვოკატები არ დაუშვეს. „ადვოკატებს შეზღუდვა არ აქვთ. წესით, ახლა მათთან უნდა იმყოფებოდნენ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესცენტრში. ასევე, პრესცენტრის ინფორმაციით, მათთვის უცნობია დეტალები, თუ რის გამო დააკავეს ორი პირი. „ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორი პირი გადაყვანილია ნარკოლოგიურში. ისინი 12 საათის განმავლობაში …

საია: აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ

აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან ამ წუთებში იმყოფება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, პოლიციის შენობაში გადაყვანილ ორ დაკავებულ პირთან ადვოკატებს არ უშვებენ: დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 პირი, რომლებიც გადმოიყვანეს მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნიმუშის ჩაბარებაზე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რადგან მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ …

ჩაქვში მოკლული მამაკაცი ტაფით არის ნაცემი

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ჩაქვში დღეს დილით მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. „მკვლელობაში ბრალდებული იმერეთის პოლიციასთან ერთობლივი ძალისხმევით არის დაკავებული“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროში. „ბათუმელების ინფორმაციით, გარდაცვლილი სამზარეულოს ნივთებით არის ნაცემი, თუმცა ჩხუბის დროს დანა არ ყოფილა გამოყენებული. მომაკვდინებელი დარტყმა, სავარაუდოდ, სამზარეულოს ტაფით არის მიყენებული. შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამის თქმას …

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თანამშრომელი მოკლა

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 40 წლის თანამშრომელი მოკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილიცა და თავდამსხმელებიც სასტუმრო „ოაზისი“ ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯერჯერობით კონფლიქტის მიზეზი უცნობია. “ოაზისის” ფინანსურმა მენეჯერმა თამარ სურგულაძემ “ბათუმელებს” განუცხადა, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელი არ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ. …

პროგრამა მათემატიკისა და სხვა საგნების მასწავლებლებისთვის აშშ-ში

ინგლისურის (როგორც უცხო ენა), მათემატიკის, სოციალური მეცნიერებებისა და სპეციალური განათლების მასწავლებლებმა 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში  6 კვირით გამგზავრებისა და ამერიკული საგანმანათლებლო მოდელის გაცნობის შესაძლებლობას მისცემთ. აშშ-ის საელჩო საქართველოში განსაკუთრებით წაახალისებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც შშმ პირები არიან. პროგრამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე ვრცელდება. განცხადების ტექსტს …

აჭარას ახალი პროკურორი ჰყავს

საქართველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც რამდენიმე საოლქო და რაიონული პროკურორი გამოცვალა. ცვლილება შეეხო აჭარის პროკურატურასაც – აჭარის პროკურორობიდან გათავისუფლდა შოთა ტყეშელაშვილი, ხოლო მის ნაცვლად დაინიშნა 35 წლის ლევან პაქსაშვილი. ლევან პაქსაშვილი 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო, ხოლო მანამდე თბილისის პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მან თავის დროზე სამცხე-ჯავახეთის პროკურორის თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილი შეცვალა. …

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში …

სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ

ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კონსტრუქცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ კვლავ დაშვებულია. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის იურისტი (კომპლექსის მესაკუთრე ეს ცენტრია) შოთა დავითაძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები უახლეს დღეებში დაიწყება: „სპორტულ კომპლექსს მცირედი დაზიანებები აქვს. აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან პასუხს ველოდებით სადაზღვევო კომპანიისგან. ჩვენ კომპანიის მიერ მოთხოვნილი …

ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში

15 იანვარს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისტემური ცვლილებები, თუმცა მინისტრის განცხადებიდან ორ კვირაში ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში, ანუ არსებული პოლიციის რეგიონული 10 დეპარტამენტიდან, მხოლოდ სამში – აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში შეიცვალა დირექტორი. ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მაინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა – ამ დეპარტამენტის ყოფილი …

ხიჭაურის გიმნაზიის ყოფილი მენეჯერი: სასულიერო პირები ბავშვებს კბილების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა. ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი? სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის …

კონცეფციამდე წასაკითხი

ავტორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის (საიას) იურისტი. გამოქვეყნდა საიას ოფიციალურ ვებგვერდზე   XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის …

არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ბუნდოვანი ბრძანება გასული …

ბათუმის ბულვარის პოლიტიკური ფასი

ბათუმის ბულვარში დაგეგმილ თუ მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც ამ ეტაპზე თითქმის მილიონ ნახევარი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საზოგადოება რეგულარულად აპროტესტებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ბულვართან დაკავშირებით თავის გეგმებზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მოქმედ ხელისუფლებას ისტორიული ბულვარის შეცვლის განზრახვისთვის? – პროცესებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე აფასებს. ასლან, თქვენი აზრით, რატომ არის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება …

გიორგი თხილაიშვილის რაგბის გზა

სახელი და გვარი: გიორგი (კოკი) თხილაიშვილი ასაკი: 24 სიმაღლე: 1.79 წონა: 105 მას ვერც კი წარმოედგინა, რომ 8 წლის ბიჭი, რომელიც ნოემბრის სუსხიან დღეებში, ვარჯიშის შემდეგ, სოფელში, ცივ მდინარეში იმიტომ იღებდა შხაპს, რომ ნამდვილი საშხაპე თვალითაც არ ენახა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი მოთამაშე გახდებოდა. მისთვის ლეგენდას ჰგავს სტადიონებზე იმ ხალხთან შერკინებაც, ვისი ფანიც იყო ბავშვობაში. …

როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო

ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან. ბატონო გიორგი, ISIS-ის პრეისტორიაზე რომ მოყვეთ, რა ხელშეწყობა ჰქონდა მას და რა გარემოებებში შეიქმნა? 2003 წელს ერაყში, სადამ ხუსეინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ჩამოშორდა ხელისუფლებას და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური იდეების გავრცელებისთვის. შემდგომ, 2005 წელს, ვირტუალურად შეიქმნა ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომელიც რადიკალებს აერთიანებს. მასში არიან როგორც რადიკალი …

ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე

ახლახან შექმნილი პარტიის – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი განცხადებას ავრცელებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა და ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა საქართველო სახელისუფლებო კოლაფსამდე მიიყვანოს. პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. …

ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში

რძის გადამამუშავებელი საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. საწარმოში ყველს, კარაქსა და ადგილობრივ ტრადიციულ რძის პროდუქტებს – „ნადუღსა“ და „კაიმაღს“ აწარმოებენ. ხულოში წარმოებული პროდუქცია მწარმოებელს ბათუმში ჩააქვს და იქვე ყიდის. ხულოს  მუნიციპალური ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დიოკნისში 220 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი არკადი კახაძეა. საწარმო, რომელიც დღის განმავლობაში …

სოხუმიდან ბერლინამდე

  

სერგო ტაბაღუა 90 წლისაა. იგი პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 18 წლის ასაკში პირველად აღმოჩნდა ბომბების წვიმაში და ასე გაგრძელდა ოთხი წელი, სოხუმიდან ბერლინამდე. რვა მაისს მისი გვარი რაიხსტაგის კედელზე ფანქრით მიაწერა. დღემდე იხსენებს გერმანელ ტყვეს, რომელმაც ომის შემდეგ მასთან ურთიერთობა ისურვა, გერმანიამდე განვლილ ტყვიების გზას და თეთრ ღამეებს.


მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე

 

აქ მოთხრობილი ამბავი არ არის ისტორიულ წყაროებთან შეჯერებული, მეტიც – წყაროებში შეიძლება სულ სხვა რამეც კი ეწეროს. ეს ერთი კაცის მონათხრობია, რომელიც 25 წლის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჩემი ბაბუა იყო – კაცი, რომელიც არც ერთი წუთით არ ჩერდებოდა, მაგრამ შესვენების დროს ამბებს გვიყვებოდა. ის, ზოგადად, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ძველი ამბების თხრობა უყვარდა. ეს ძველისძველი ამბები თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. ახლა ვხვდები, ეტყობა ბაბუას ის ეპოქა იზიდავდა.

რატომ გაიქცა 15 წლის გოგონა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან

15 წლის ელენე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან 30 ნოემბერს ღამის 10 საათზე გამოიქცა. გოგონას ფეხზე ეცვა ოთახის ფოსტლები, რომლებიც გზაში დაკარგა. როგორც ის ამბობს, თითქმის ორი კილომეტრი ირბინა ფეხით. ბოლოს გოგონას მანქანით დაეწიენ და უკან დააბრუნეს. ელენე მისი პირობითი სახელია. ამბობს, რომ 30 ნოემბერს, როცა გიმნაზია-პანსიონიდან გამოიქცა, ძალიან ბნელოდა და თავსხმა …

ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

ოშკი-და-იშხანი-რესტავრაც

Exit mobile version