ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო ხუთი თვის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა

ბათუმის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო ხუთი თვის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ შპს ჰელს ქეარ გრუპმა იყიდა. აუქციონზე კომპანიამ გუშინ, 11 იანვარს დააფიქსირა, რომ მზად არის ამ ქონებაში 2 მილიონი ლარი გადაიხადოს. ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი არის გოჩა ბაკურაძე. გოჩა ბაკურაძე ხონში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორიც არის. გოჩა ბაკურაძეს ერთ-ერთი ბათუმელი მოქალაქე 2012 წელს იმისთვის უჩიოდა, …

აჭარის მთავრობა სპორტული კომპლექსის წინარე პროექტს აქვეყნებს

აჭარის მთავრობა ბათუმის სასპორტო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რა ვადებში ააშენებს ხელისუფლება სპორტულ კომპლექსს ბათუმში და როგორი იქნება იგი. ხელისუფლება ასევე აქვეყნებს ასაშენებელი კომპლექსების წინარე პროექტებს. აჭარის ხელისუფლებამ გაასხვისა ის ტერიტიორიები, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობენ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა. აჭარის ხელისუფლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის …

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დასრულდა: ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილი 2 მლნ. 5 ათას ლარად გაიყიდა. სულ ვაჭრობისას გაკეთდა 762 ბიჯი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გამოტანილი. საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა  ის არის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისთვის …

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სასპორტო სკოლის დემონტაჟზე

ბათუმის სასპორტო სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო აჭარის ხელისუფლებამ. სპორტული დაწესებულების ადგილზე, სადაც დახლოებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, მათ შორის სპორტსმენები აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, მუხრან ვახტანგაძე ჩაწერა. ბატონო მუხრან, საარჩევნო …

აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი აჭარაში მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე დანიშნეს

აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღავნელი ისევ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თანამდებობაზე შიდა ქართლის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსი, კახაბერ ბუხრაძე დანიშნა. შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, „რომ ხელმძღვანელის შეცვლა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ მომხდარა და ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია“. აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით მამულაშვილი ასევე როტაციის პრინციპით შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. აჭარის მთავრობის …

ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობაში დანიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობის აპარატში დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ავთანდილ ბერიძე უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება.

საზოგადოება “ბათომის” ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

საზოგადოება „ბათომი“ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – ზურაბ პატარაძეს. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის წერილით “ბათომმა” ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვსაც მიმართა გასული წლის დეკემბრის თვეში. ზურაბ პატარაძისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ: “მოგმართავთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და მდგრადი განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი და გთხოვთ შეხვედრას, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რათა განვიხილოთ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც …

სულხან ღლონტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ ინიშნება

სულხან ღლონტი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „ნამდვილად მიმდინარეობს კონსულტაციები ამის თაობაზე, მაგრამ ჯერ დანიშნული არ ვარ“, – უთხრა სულხან ღლონტმა „ბათუმელებს“. სულხან ღლონტი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატი იყო მმართველი კოალიციიდან. ბოლო პერიოდამდე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა მამუკა ბერძენიშვილი. მისი გათავისუფლების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მამუკა …

მინისტრი: “ბასკოს” შენობა არ ინგრევა

ბათუმში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმის წინააღმდეგ, რომ ქალაქში არ დაინგრეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი – ეგრეთ წოდებული „ბასკოს“ შენობა, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. ამის კვალდაკვალ, დღეს, 8 იანვარს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “ბასკოს” შენობის დანგრევა ისედაც არ იგეგმება. გარდა ამისა, რამაზ ბოლქვაძემ თქვა, რომ სპორტსმენებისთვის შენდება ახალი შენობა. რამაზ ბოლქვაძის გაცხადებით, „სასპორტო …

ბათუმში გრიპის ვირუსით ორი ადამიანის გარდაცვალებას არ ადასტურებენ

აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში ორი ადამიანი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ. ამ დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, „ეს არ იყო გრიპით გარდაცვალება, ეს არის პნევმონიით გარდაცვალება. პნევმონიის გარდაცვალება ხდება როგორც ზამთრის სეზონზე, ისე ზაფხულში. შესაბამისად, აქ უჩვეულო არაფერი ხდება. გრიპი ეს არის მწვავე ვირუსული დაავადება, პნევმონია …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯემალ დუმბაძემ იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის სტატუსით დაიწყო მუშაობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯემალ დუმბაძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო …

100 ათასი ევრო – ჯილდო ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის

გერმანიის პოლიციამ ბერლინის ტერაქტის ჩადენაში  სავარაუდო ეჭვმიტანლის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პირი, რომელიც 19 დეკემბერს სატვირთო ავტომანქანას მართავდა და ამ მანქანით ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ 24 წლის ტუნისელი  ანის ამრია. პოლიციის ინფორმაციით, ბერლინის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ასე გამოიყურება: სიმაღლე – 178 სანტიმეტრი, წონა – დაახლოებით 75 …

13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში

ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს –  როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს. ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის …

ჟურნალისტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში – კონკურსი

„მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“ – ამ თემაზე შაბათს, 12 ნოემბერს,  ოთხი საათის განმავლობაში ჟურნალისტებთან იმუშავებს „ლურჯი ფარის“ საქართველოს კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე. „ლურჯი ფარის“ ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან შესახევედრად არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომმა” მოიწვია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმ გამოწვევების გადასაწყვეტად, რის წინაშეც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობა დგას, ჟურნალისტების ჩართულობა მნიშვნელოვანია – საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ეროვნული …

ვინ იქნებიან ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან: დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]  ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] დავით თედორაძე [ბათუმის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან] ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს …

ხუთი უბნის შედეგები აჭარის მთიდან

73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხულო, შუახევი, ქედა] არჩევნების ხუთი უბნის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოლქში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძვიან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის კანდიდატები. ხუთი უბნის მონაცემებით, იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხვიჩა შარაშიძე. მას ამ უბნების მონაცემების მიხედვით 5223 ხმა აქვს მიღებული. ენმ-ის კანდიდატს – ნუგზარ ამაღლობელს ხუთი უბნის მონაცემებით 225 ხმა აქვს მიღებული. 73-ე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ანზორ ბოლქვაძემ, …

ცესკოს წარმომადგენელი: მანდარინის წვენი მარკირების მხრივ ქმნის პრობლემას

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 63-ე უბანზე გახშირდა მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა, უბანზე ცესკოს წარმომადგენელიც მივიდა. ცესკოს ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.

ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, დღეს, სასწავლო პროცესის პერიოდში, ლექციებიდან გაიყვანეს სტუდენტები „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დასასწრებად. სტუდენტების თქმით, ლექციებიდან სტუდენტების გაყვანას ორგანიზებას უწევდა სამართლის პროფესორი ომარ მახარაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ადამ მახარაძის ძმაა. „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სტუდენტების დასწრების ფაქტი „ბათუმელებს“ დაუდასტურა თავად ომარ მახარაძემაც. “მთელი უნივერსიტეტი იქ ვიყავით, მერე …

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება

ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 20 ოქტომბერს აირჩიეს ამავე სასამართლოს მოსამართლეებმა. მის თავმჯდომარედ დანიშვნას რვა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. სწორედ მაშინ გადასცა მას სახელმწიფომ საკუთრებაში ბინა ბათუმში, რომელიც თავმჯდომარეობამდე 5 თვით ადრე, 2016 წლის მაისში 250 000 დოლარად გაყიდა. ზაზა თავაძის კარიერა ზაზა თავაძე …

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სამი მსურველი კონკურსს გამოეთიშა

აჭარის ტელევიზიაში დასრულდა მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა დოკუმენტაციის შესაბამისობას განიხილავდნენ კანონმდებლობასთან. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 პრეტენდენტიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდა მხოლოდ – 7. დირექტორობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ თამილა დოლიძე, თეიმურაზ დიასამიძე და გიორგი გიორგაძე. აჭარის ტელევიზიის იურისტის, გია ქარცივაძის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების დოკუმენტაცია იყო პრობლემური. მაგალითად – …

“რადგან კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”

მტირალას ეროვნული ტყე-პარკის მიდამოებში 9 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთ სახლში მხოლო სამი ქალი სახლობს. ერთს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. წინასაარჩევნოდ ქალების სახლთან მისასვლელ გზაზე ერთი მანქანა ხრეში დაყარა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. ქალები დღემდე ელიან, როდის მოასწორებენ ამ ხრეშს ისე, რომ ტრასპორტმა სახლამდე მისვლა შეძლოს. ოჯახს ერთხელ უკვე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მიაღწია. …

სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გუშინ დილით, 16 ოქტომბერს, 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იყო პნევმონიით გამოწვეული შოკი. თუმცა, ბავშვის მამა აცხადებს, რომ საჭმელიც არ აქვთ. ჩვილს ჰქონდა ნაწლავური ინფექციაც. ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ძმები. გარდაცვლილის ძმები – 5 და 2-წლამდე პატარები ამ დროისთვისაც შპს ბათუმის დედათა …

“თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო დარღვევებზე  

“თავისუფალი დემოკრატების” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე ამბობს, რომ მათი პარტიის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს. კობა ჩხეიძე ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს კარუსელის გზით არჩევნების გაყალბებასთან. „თავისუფალი დემოკარტების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კობა ჩხეიძის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე გამოავლინეს რამდენიმე მარკირებული ამომრჩეველი, რომლებიც განმეორებით ცდილობდნენ ხმის მიცემას: „15 წუთის წინ ბათუმის 21-ე უბანში …

ჩაქვში გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა

ბათუმის ჩაქვის #68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები. როგორც დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, გადასატან ყუთში ჩაყრილი იყო 25 ბიულეტენი, მაგრამ ხელმოწერების ჟურნალში ამომრჩევლის ხელმოწერის ნაცვლად მხოლოდ პლუსები იყო დასმული, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. გადასატანი ყუთის 25 ბიულეტენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ბათუმის 79-ე ოლქში. „გადასატანი ყუთის სამაგიდო ვერსიაში არ ჰქონდათ ხელმოწერები და გაბათილდა ყუთი. …

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. …

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი: მე არ ვარ წინააღმდეგი თურქეთთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა

რუსუდანი სიხარულიძე არის „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ის კენჭს ბათუმის 69-ე უბანზე იყრის. პროფესიით ტანმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე არის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ქალბატონო რუსუდან, სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ? მე ადრე  – 1996-2003 წლებშიც …

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი  69-ე ოლქში – ნუკრი (ლევან) ბეჟანიძეა.  ნუკრი ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ბოლო დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა. კარდაკარს თუ ატარებთ და რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს? ძირითადი წუხილი ამომრჩევლის არის სამუშაო ადგილები. აღარ არის ის კითხვები, რომ პრობლემა აქვთ ჯანდაცვაზე. ისეთი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. ჩვენს პროგრამაში გაწერილია – …

გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებსა და გეგმებზე

გიორგი კირთაძე არის ბოლო მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი, იყო წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. კენჭს იყრის #69 საარჩევნო ოლქში. ბატონო გიორგი, თქვენს საარჩევნო პროგრამაში საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც, წესით, დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. რამდენით გაიზრდება ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოხვალთ და როგორ აპირებთ ბიუჯეტის გაზრდას? თუ ვსაუბრობთ პროგრამაზე, მე მგონი …

ხათუნა სამნიძე: ქალი ამომრჩეველი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ვარ და მათ უფლებებს უფრო დავიცავ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა სამნიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბათუმში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმის #69-ე საარჩენო ოლქში. ხათუნა, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს კენჭი გეყარათ ბათუმში, ეს მხოლოდ იმითი იყო განპირობებული, რომ ბათუმელი ხართ თუ სხვა სტრატეგიაც აქვს პარტიას? ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ხაზი გაუსვა …

სიმონ ჯანაშია: თურქეთის საელჩოს მიერ სკოლის გახსნა კანონს არ ეწინააღმდეგება

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის საელჩომ ბათუმში გახსნა თურქული სკოლა. ამ ფაქტს, როგორც აჭარის განათლების, ისე საქართველოს განათლების მინისტრისგან მოჰყვა ერთგვარი კრიტიკა. ორივე მინისტრი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ სკოლას არ აქვს ავტორიზაცია და სკოლის გახსნა მათთან არ არის შეთანხმებული. ფაქტს ბრიფინგით გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და სკოლის დროებით შეჩერება მოითხოვა. დაარღვია თუ …

კობა ჩხეიძე: მთავრობა ილუზიაშია, როცა ჰგონია, რომ საჯარო მოხელეები მათი რესურსია

კობა ჩხეიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ბათუმის 69-ე  საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. კობა ჩხეიძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრია. კობა, რომ გვითხრათ, რატომ დაგასახელათ პარტიამ 69-ე ოლქში მაინცადამაინც თქვენ და არა სხვა? მე ვცხოვრობ ამ სამაჟორიტარო არეალში, უამრავი მეგობარი მყავს და დღეის მდგომარეობით ვარ ამ სამაჟორიტაროს – რუსთაველის მაჟორიტარი საკრებულოში. …

Real Palace-ს დირექტორი: არ ვიცი გადმოვარდნილი მუშა გადარჩება თუ არა

„არ ვიცი გადარჩება თუ არა – სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ვერაფერს მეუბნებიან, არ მეუბნებიან რომ გადარჩება, არც იმას მეუბნებიან, რომ ვერ გადარჩება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, კომპანია Real Palace დირექტორმა. სწორედ ამ კომპანიის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადავრადა გუშინ, 24 ივნისს, მუშა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, უფრო …

სისტემა, რომელიც აფერხებს ქალაქს

კორპუსები ეზოების, 80-100-ბინიანი სახლები პარკინგისა და გამწვანების გარეშე – ეს არის ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანერგა და მოქმედმა ზედმიწევნით აითვისა. მოიმატა ავტომანქანების რაოდენობამაც და ასე თანდათან ბათუმი იქცა „საცობების“ ქალაქად. მალე, როდესაც ახალაშენებულ თუ მშენებარე ბინებში ადამიანები დასახლდებიან, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება გადაადგილება. ინფორმაცია, რომ მსგავსი ნებართვების გაცემა დაკავშირებულია მენაშენეებსა და აჭარისა თუ ბათუმის ხელისუფლების …

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

აპირებთ თუ არა კომენტარის გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხდება? – ამ კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. კითხვაზე ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა. სოფო გუჯაბიძეს ასევე ჰკითხა „ბათუმელებმა“ იციან …

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვა

მოსახლეობასთან, რომლებიც დღეს ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდა აჭარის მთავრობასთან გადავიდნენ პროტესტის გასაგრძელებლად, პოლიცია მივიდა. მათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს წაართვეს ის ლეიბები, რომლებიც გაზონზე ჰქონდათ გაშლილი [გონიოელები ღამისთევით მართავენ აქციებს და ლეიბებს ამ მიზნით იყენებდნენ]. მოსახლეობის თქმით, პოლიციამ ასევე დააკავა მათი ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელსაც ევროკავშირის დროშა ჰქონდა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ამ მოქალაქეს წაართვა ევროკავშირის დროშაც. …

გონიოელები: თუ მიწას არ დაგვიბრუნებენ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შევეკვრებით [ვიდეო]

გონიოს მოსახლეობა, რომლებიც ბოლო 5 დღეა ბათუმის მერიასთან ღამისთევით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. იქ შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობამ მათ არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ამიტომ იძულებული არიან აჭარის მთავრობას მიმართონ დასახმარებლად. საპროტესტო აქციის დაწყების ეტაპზე ბათუმის საკრებულომ დაანონსა, რომ გონიოს მიწების საკითხზე იმსჯელებდა 21 ივნისის შესაბამისი კომისიის …

Exit mobile version