წუხელ ზღვაში კიდევ ერთი, 25 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით 20 საათზე, ზღვაში შევიდა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და გაუჩინარდა. შემთხვევა მოხდა გონიოში, პოლიციის საგუშაგოს მიმდებარე პლაჟზე. სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ 5-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში სამუშაოები შეფერხდა. ამ უწყების ინფორმაციით, დღეს დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები – ორი კატერი და ორი მყვინთავი ეძებს გაუჩინარებულს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ასევე გრძელდება 44 წლის კობა …

ბსუ-ს 22 წლის სტუდენტს მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინდა

22 წლის მინდია ცეცხლაძეს მოულოდნელად დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი. მინდია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. ის უკვე გადაყვანილია სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში. მინდიას ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა 90 000 $. როგორც ბსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ანთიძე წერს, „მიუხედავად ბსუ-სა და ბათუმში თურქეთის კონსულის დიდი დახმარებისა, უახლოეს დღეებში აუცილებელია თანხის გარკვეული ნაწილის …

აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი თბილისში დაიბარეს. ბათუმში ამბობენ, რომ მას თანამდებობას ატოვებინებენ. ლაშა გოგნიაშვილი შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილის – ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ისინი 2015 წელს ერთად ჩამოვიდნენ ბათუმში სამუშაოდ. 2016 წელს ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ლაშა გოგნიაშვილს კი აჭარის პოლიცია ჩააბარეს. მინისტრის პირველი მოადგილე ამირანაშვილი ორი კვირის …

ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ დღეს ინტერნეტმედიაში ISIS მიერ მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე ჟურნალისტებისგან შეიტყო. on.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო მუქარის თაობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო მუქარის ადრესატები ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, სხვა მუსლიმი სასულიერო პირები არიან. ტარიელ, სავარაუდო მუქარის შესახებ მედიიდან გაიგეთ, თუ სხვა წყაროებიდანაც გაქვთ ინფორმაცია? რამდენად რეალური გგონიათ ISIS-ის მუქარა, თქვენი …

აქტივისტები ბსუ-ში გიწვევენ

22 მაისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში იმართება საქველმოქმედო საღამო არჩილ შაქარიშვილის დასახმარებლად. უნივერსიტეტის დასი „თეატრონი“ საღამოზე წარმოადგენს სპექტაკლს „ოჯახური იდილია“, რომლის რეჟისორიც არის როინ დვალი. 27 წლის არჩილს რვა წლის წინ დაუდგინდა ქვემო კიდურების სისხლძარღვების ქრონიკული იშემია (უკმარისობა), ქრონიკული თრომბანგიიტი. მას ფეხის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ოპერაცია, მაგრამ მის ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა. არჩილს აქვს …

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

ერთი ბოთლი არაყი, ერთი ბოთლი შამპანური, ლუდი, ხილის ასორტი და კოქტეილი – ეს არის იმ შეკვეთის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ღამის კლუბ „ვოგში“ მისულმა ორმა ტურისტმა და მათმა თანმხლებმა კიდევ ორმა პირმა შეუკვეთა. ტურისტები ვარაუდობდნენ, რომ ამ შეკვეთაში 800 ლარს გადაიხდიდნენ, მაგრამ „ვოგის“ ადმინისტრაციამ მათ 9 800 ლარი მოსთხოვა. იმავე საღამოს კიდევ ოთხ სტუმარს „ვოგში“ შეკვეთის …

პატიმრის დედა: ჩემს შვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოთხოვას აიძულებენ

პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს  ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვას აიძულებენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები მის შვილს ემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ოქროპირიძის საჩივარს, როგორც ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. ევროსასამართლოს კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კონვენციის მე-5 მუხლის ნაწილში ხვალ, 5 მაისს იწურება. „გიორგის ემუქრებიან ოჯახის …

ბათუმში მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ტარდება

ორი დღეა ბათუმში ისტორიის პედაგოგებისთვის ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული მასტერკლასი ტარდება. პედაგოგებთან ისტორიკოსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ლევან ახვლედიანი მუშაობს. „ბათუმელებმა“ მასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ლევან, რა ინტენსივობით ახერხებთ მასტერკლასების ჩატარებას ბათუმელი მასწავლებლებისთვის და რამდენად აინტერესებთ მსგავსი აქტივობა მათ? ინტენსივობა ბათუმში არ არის დიდი, რადგან ჩვენ თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ …

პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ლეონიდე მ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სთხოვს, მის საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი მიუთითებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ. „2017 წლის 31 მარტის დაახლოებით 19:00 საათიდან ვიმყოფები #110 საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულ-ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობა. კერძოდ, ის უნდა მიმდინარეობდეს …

გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება. „დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში …

ნაგავსაყრელი სალიბაურის სასაფლაოზე (ვიდეო)

სალიბაურის სასაფლაოზე პირდაპირ საფლავების გვერდით მოქალაქეები ყრიან როგორც სამშენებლო ნარჩენებს [საფლავების მოპირკეთების შემდეგ], ისე სხვა სახის ნაგავს. სასაფლაოს გვერდით ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელიც ასევე ნარჩენებით არის დაბინძურებული. სალიბაურის სასაფლაო ცოტა ხნის წინ გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლახან შექმნილ აიპის. ამ აიპის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ სასაფლაოს, ჯერჯერობით, ისინი ვერ აკონტროლებენ: „ახლა ეს სასაფლაო არის 4,5 …

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა სასამართლო პროცესი (ფოტო)

11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეთაგან შვიდ პირს დღეს, 17 მარტს წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით. გუშინ იგივე კოდექსით შს სამინისტრომ ექვსი პირი დააკავა. დღეს, 17 მარტს შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხუციშვილმა თქვა, რომ „ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე იმაზე მეტია დასაკავებელი, ვიდრე დავაკავეთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით კიდევ არაერთ ადამიანს დააკავებენ ბათუმში, უახლეს …

ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის პარკირება აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდა

გუშინ, 15 მარტს, „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს კანონის დარღვევით აჩერებდნენ. დღეს ქუჩის ამ მონაკვეთში საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ მერიამ შეცვალა საგზაო ნიშნით – „სამსახურებრივი ტრანსპორტის გარდა“. ქუჩის ამ მონაკვეთში მუდმივად ჭირს ავტომანქანით გადაადგილება, რადგან ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს ჩაყენებული მანქანები ამის …

ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე

„გორელი პატრულის უფროსი“, როგორც ბათუმში უწოდებენ 36 წლის კახა ბუხრაძეს, სინამდვილეში სულაც არ არის გორელი – ის თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. კახა ბუხრაძე აჭარაში როტაციის პრინციპით 2017 წლის დასაწყისში მოავლინეს  გორიდან – 2016 წელს მას ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს. ამ დეკლარაციის მიხედვით, კახა ბუხრაძეს ჰყავს ერთი …

რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში

11 მარტს, დღის ხუთ საათზე, ბათუმში დაიწყო მოქალაქეების საპროტესტო აქცია, რაც მეორე დილამდე გაგრძელდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. აქციაზე, თავდაპირველად, მოქალაქეები ბათუმში ჩამოსულ ეგრეთ წოდებული გორის პატრულის სიმკაცრესა და შეურაცხმყოფელ ქცევას აპროტესტებდნენ. ეს ჯგუფი, ხელმძღვანელის ჩათვლით, წლის დასაწყისში როტაციის წესით ჩამოვიდა ბათუმში. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე „ბათუმელებთან“ საპატრულო პოლიციის მიმართ ბათუმში გაჩენილი აგრესიის …

რეკომენდაციები მათთვის, ვისაც თხილის ბაღი აქვს ან აპირებს გაშენებას

ავტორები: ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა, დოქტორი პროფესორი; ანგელინა ნიკოლაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. 2016 წელს თხილის დაბალმა და უხარისხო მოსავალმა სერიოზული საფიქრალი გაუჩინა თხილის მწარმოებლებს. რა არის მათი შეშფოთების მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ასეთი მოვლენებისაგან? პლანეტაზე გლობალური დათბობის დასაწყისი გამოხატულებას პოულობს იმ კლიმატური კატაკლიზმებით, რომელიც გახშირდა წყალდიდობების, …

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა

გონიოში მცხოვრებ ლადო მჟავანაძეს, რომელმაც 271 გონიოელ ოჯახთან ერთად მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრეს. ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიის განკარგულებაში წერია: „უარი ეთქვას ლადო მჟავანაძეს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 1370 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე“. კომისიის დადგენილებაში ასევე წერია: „არ ჩაითვალოს ლადო …

საკონსტიტუციო სასამართლოზე დროშები დღის მეორე ნახევარში დაუშვეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დღეს, 25 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაუშვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დროშები საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაშვებული არ იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს წინა ფასადზე სახელმწიფო დროშა დღის მეორე ნახევარში ჩამოხსნეს. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, “ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ …

ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია. ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც …

„დაიცავი ძველი ბათუმი“ ლაშა სირაბიძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ 21.02.2017 წლის სიახლეების გვერდზე გამოქვეყნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოში არჩეული საჯარო პირის მიერ საკუთარი ამომრჩევლების/აქტიური ადამიანების მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება შოკისმომგვრელია, რომ არაფერი ითქვას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი ქალაქის ისტორიისა და მემკვიდრეობის მიმართ. ბ-ნი სირაბიძის განცხადების შინაარსი ცდება ერთი კონკრეტული …

2016 წელი უხელფასოდ – დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მიერ 2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს შესრულებული სამუშაოსთვის მას არც ერთი ლარი არ აქვს მიღებული. 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის გრაფაში – „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“ – დავით საგანელიძეს არაფერი უწერია. ასევე დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაციის …

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭო თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს,  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 971 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულხან ზუმბურიძეს, შემოსავლების სახით, მთლიანობაში, 817 359 ლარი აქვს მიღებული [სხვა წლების ქონებრივი დეკლარაციები არ იძებნება]. ზუმბურიძე მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს. სწორედ სულხან ზუმბურიძის მმართველობის …

სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბათუმის ორ ქუჩაზე [ტაო, ხიხანი] მცხოვრებ ოჯახებს, ექსპროპრიაციის წესით საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ართმევს. როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას …

რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გეგმა აჭარის ტელევიზიაზე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ტელევიზია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია, არ წყვეტს მუშაობას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალარჩეულმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, 6 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა, გარდა „მოამბისა“, 2018 წლამდე შეიძლება შეჩერდეს. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მათი არხი ცალკე სამართლის იურიდიული პირია …

შაჰინის სკოლის დირექტორი: ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია

ბათუმში არსებული სკოლა-ლიცეუმის – შაჰინის სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ელგუჯა დავითაძის თქმით, “3 თებერვალს, თბილისში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე განხილული იქნა შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი. შეხვედრაზე კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. თუმცა, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ …

ლიანა აიკუცბა ბათუმში აფხაზური ენის სწავლებაზე: ერთადერთი სახელმძღვანელო თბილისში, არქივში მონახეს

დღეს აფხაზური ენის სწავლება აჭარის ორ სკოლაში – ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასა და ფერიის საჯარო სკოლაში დაიწყო. სკოლაში სრულწლოვანი მოქალაქეები სწავლობენ. სოფელ ფერიაში, სადაც 256 აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, მსმენელების ორი ჯგუფი შეიქმნა, მათ განათლებით ლინგვისტი ლიანა აიკუცბა ასწავლის. ერთი ჯგუფი 11 მსმენელით ისწავლის ბათუშიც. ბათუმის შემთხვევაში მსმენელების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. აფხაზურის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ …

თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები

ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. …

აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვით მოწამლული მძიმე მდგომარეობაშია

უკვე მესამე კვირაა კლინიკაში მოთავსებულია 19 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. აბაზანაში შესული გოგონა, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი სწორედ აბაზანაშია დამონტაჟებული. გოგონას დედა ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიძახა კომპანია „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფი და გამათბობლის შემოწმება სთხოვა. „ავარიული ჯგუფის …

ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსზე

აჭარაში მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ამჯერად ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსის შესახებ გააკეთა განმარტება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „მიმდინარეობს პროცედურები, ეს სკოლა გაივლის აკრედიტაციას ჩვეულებრივი წესით. ახლა ისინი მხოლოდ თურქულ ატესტატს გასცემენ, დიპლომს გასცემენ… მას შემდეგ, რაც ჩვენი კანონმდებლობით გაივლიან აკრედიტაციას, ექნებათ ქართული ატესტატის გაცემის საშუალება“. გასული წლის სექტემბერში ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს საზოგადოებაში …

განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე

19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა, საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება გამოსავალი, თუ ბრალდებული მამაკაცი იქორწინებს 15 წლის მოზარდთან. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “დასჯა აუცილებლად მოხდება. სისხლის სამართლის კოდექსს არ აინტერესებს ცოლად მოყვანა და არ მოყვანა. სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება”. განათლების მინისტრმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან …

ბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

15 წლის მოზარდი, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, 17 იანვარს დაჭრეს. ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა ცხელ კვალზე დადგინდა, თუმცა ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. როგორც სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის …

ენმ-ის ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არ დაიშლება

ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ საკრებულოში მათი ფრაქცია არ დაიშლება. „ვრჩებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მეც და სხვებიც. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის“, – ამბობს გიორგი კირთაძე. ნაციონალურ მოძრაობას ბათუმის საკრებულოს ფრაქციაში სამი წევრი ჰყავს – თავად გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯუმბერ კახიძე. გიორგი კირთაძის ინფორმაციითვე, რომელიც ამავე დროს …

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 17 წლის მოზარდი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში 5 იანვარს მოხდა. ავტოავარიის შედეგად სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებით ავტომანქანაში მყოფი 17 წლის გოგონა რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. გოგონა 13 იანვარს გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი წლის შემდეგ სულ სამი გამოძახება ჰქონდათ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე. როგორც ამ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, აქედან ორი შემთხვევა გზის მოყინვის გამო მოხდა. მძიმე დაზიანებები არც …

“გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა

სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძიზე” მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დღეს თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, თემურ გაბაიძე ფეხსაცმლის ზონარს იკრავდა, როდესაც კურორტის სხვა ბინადარმა თხილამურებით გადაუარა. თემურ გაბაიძემ ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო. გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე შვიდი საათი დასჭირდა. ასევე მათი თქმით, კურორტზე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ მუშაობს სამაშველო სამსახური და არც სამედიცინო დაწესებულება. თავად კურორტის ადმინისტრაციასთან …

აჭარის ტელევიზიის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

29 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა. კონკურსი ტარდება რედაქტორის, წამყვანი რეპორტიორისა და ვებრედაქტორის პოზიციაზე.  გუშინ, 12 იანვარს, ტელევიზიის მმართველთა საბჭომ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოავლინა კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 14 კანდიდატის ვინაობა. კონკურსის საბოლოო შედეგები 18 იანვარს გახდება ცნობილი. ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის, გია ქარცივაძის თქმით, აჭარის ტელევიზიის კონკურსში მონაწილეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა …

Exit mobile version