<!** Image 2 align="left" alt="ელენა ტიტოვა" sub="ელენა ტიტოვა" width="300" height="1294" >მხატვრულ ტანვარჯიშში აჭარისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი, მსოფლიო თასის ფინალისტი (V ადგილი), აჭარის წლის საუკეთესო სპორტსმენი (2004 წელს), სპორტის ოსტატი… ასეთია ბათუმელი ელენა ტიტოვას სპორტული კარიერის შედეგი, რომელმაც აქტიურ სპორტულ კარიერას თავი ნაადრევად დაანება და ამჟამად, მოსკოვის კლუბ „დობრინიაში“ მწვრთნელად მუშაობს. რატომ შეწყდა პერსპექტიული სპორტსმენის კარიერა და რატომ წავიდა რუსეთში, ამის შესახებ ელენა ტიტოვა თავად გვიამბობს.
Author Archives: ბათუმელები
ევროპის ჩემპიონატისთვის ქართველები და თურქები ერთად ემზადებიან
საქართველოს ტაეკვონდისტთა ახალგაზრდული ნაკრები შეკრებას ქობულეთში გადის, მათთან ერთად არიან თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატები. ერთობლივი წვრთნები ათ დღეს გასტანს, 22 სექტემბერს კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ოთხკაციანი შემადგენლობით, პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც ევროპირველობა ტარდება.
<!** Image 3 align="middle" width="500" height="720" >
აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშეები ბათუმში
ბათუმში აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ათდღიანი, ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარეს. „ბათუმელებმა“ გუნდის უფროსს ასიფ ბაირამოვს კომენტარი სთხოვა.
<!** Image 1 align="middle" width="400" height="563" >
ხუთთეთრიანი ჩითილების მოსავალი – „პომიდორი გახმა, კიტრი კი მცირე ზომის მოვიდა“
დაბა ხულოში მცხოვრებმა ომარ ბოლქვაძემ პომიდვრის ჩითილი გაზაფხულზე სოფლის მეურნეობის მიზნობრივი პროგრამის თანადაფინანასებით, 5 თეთრად შეიძინა. მცენარეს საგულდაგულოდ უვლიდა, თუმცა წელს მოსავლის გარეშე დარჩა. ხულოელი ფერმერი ამბობს, რომ ნაყიდ ჩითილს აღარასოდეს არ დარგავს. ომარ ბოლქვაძე, ისევე როგორც ასობით გლეხი აჭარაში, სოფლის მეურნეობის პროგრამით უკმაყოფილოა.
ფიროსმანის ქუჩა რეკონსტრუქციის შემდეგ
რამდენიმე თვის წინ გადაკეტილი ფიროსმანის ქუჩა გაიხსნა. 27 აგვისტოს ქუჩის ორივე მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა განახლდა.
ბრძოლა ქედის გამგებლობისთვის
ქედაში საკრებულოს სხდომა, სადაც მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხსა და ახალი გამგებლის ვინაობაზე უნდა ემსჯელათ, არშემდგარი კვორუმის გამო ხუთჯერ ჩაიშალა. სანამ ქედის საკრებულოს წევრები მომავალი გამგებლის ვინაობას განიხილავდნენ, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქციას მართავდნენ და თავიანთ კანდიდატს სთავაზობდნენ საკრებულოს. ქედა მეხუთე მუნიციპალიტეტია აჭარაში, სადაც გამგებელი შეიცვლება.
“ჩემმა პაციენტებმა უანგარო სიყვარული იციან”
ექიმია, თუმცა მის მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები მადლიერებას სიტყვებით ვერ გამოხატავენ. ექვსი წლის იყო, როცა გადაწყვიტა ვინ უნდა გამოსულიყო და ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. “ბათუმელები” ვეტერინარს და ცხოველების უფლებათა დამცველს, 26 წლის გიორგი კალანდაძეს წარმოგიდგენთ.
აჭარაში მეფუტკრეებს სკები დაურიგეს
დღეს, 30 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფერმერებს სკები გადასცა.
„მისტერ ინტელექტის“ მომავალი გეგმები
18 წლის ერეკლე გურგენიძე სამოდელო ბიზნესში ორი წლის წინ აღმოჩნდა, მან 2010 წელს „მისტერ აჭარის“ კონკურსზე „მისტერ ინტელექტის“ ტიტული მიიღო. ერეკლე აბიტურიენტია, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, მომავალ პროფესიად არქიტექტურა აირჩია.
ბრეუსის თასის გათამაშება წყალბურთში
დღეს, ბათუმში პირველად, დაიწყო ცნობილი წყალბურთელის, პეტრე ბრეუსის სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატი წყალბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ მოლდოვეთის, სომხეთის და საქართველოს ნაკრები.
თვითნასწავლი ხელოვანის მუყაოს ლაზიკა
23 წლის ბათუმელი სულხან შაქარაძე ცნობილი გახდა მუყაოს ყუთებით ყვავილების, საცხოვებელი კორპუსების, მანქანების და სხვადასხვა ნივთების დამზადებით.
`დაიმსახურებენ ნაკრებში მოხვედრას?! _ წავლენ ტურნირზე~
<!** Image 1 align="left" alt="აკაკი ცენტერაძე" sub="აკაკი ცენტერაძე" width="300" height="1483" >საქართველოს ტაეკვოდოს ეროვნულ ფედერაციაშიგანხორციელებული ცვლილებების შესახებ „ბათუმელები“ უკვე წერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, აკაკი ცენტერაძის კანდიდატურა რომ განიხილებოდა, ჩვენს მკითხველს ამის შესახებაც ვაუწყეთ. ქართველი ახალგაზრდები ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც სექტემბერში პორტუგალია უმასპინძლებს. „ბათუმელები“ აკაკი ცენტერაძეს ესაუბრა.
სარაგბო მოედანი – უთანხმოების მიზეზი საკრებულოში
დღეს ბათუმის საკრებულოში სარაგბო მოედნის აშენების საკითხიც განიხილებოდა, რომელსაც სხდომაზე უმცირესობის მხრიდან განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოყვა, რის შედეგადაც ბიუჯეტის დამტკიცება ექვსი საათით შეფერხდა. ოპოზიციამ მისი ბიუჯეტიდან დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვა გააპროტესტა და სხდომა დატოვა. ქვორუმის გარეშე დარჩენილმა საკრებულოს თავმჯდომარემ კი სხდომა ჯერ ექვს საათამდე, შემდეგ კი კიდევ ერთი საათით გადადო.
ბათუმის უნივერსიტეტის კონკურსის შედეგები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტში ამჟამად დაკავებულია 216 აკადემიური თანამდებობა. კონკურსის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო 83 აპლიკანტმა.
უნივერსიტეტის რექტორის, ალეკო ბაკურიძის განცხადებით, დარჩენილია 6 ვაკანტური ადგილი. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის შედეგებს სასამართლოში დაახლოებით 30 აპლიკანტი ასაჩივრებს.
ბათუმის უნივერსიტეტში სულ 261 აკადემიური თანამდებობაა. აქედან უნივერსიტეტს კონკურსი გამოცხადებული ჰქონდა 222 თანამდებობაზე. კონკურსანტთა რაოდენობა კი 305 იყო.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების” ხელმძღვანელი მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე ადიგენში, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს ეხმაურება.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშლის პირას
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობის ფრაქციის შვიდი წევრის მიერ ბათუმის სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ სხდომას ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, რადაგან საკრებულოს 12 წევრი რომელებიც სხდომაზე დარჩნენ, ქვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძემ, უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ კარგად გათვალა. საკრებულოს ხელმძღვანელებმა სხდომის გაგრძელება შვიდ საათამდე გადადეს.
ოთხი ახალი გამგებელი ერთ დღეში
აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამდამდებობიდან წასვლა ერთდროულად გადაწყვიტა. მათ შორის ორმა, ხულოსა და შუახევის გამგებლებმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით ზემდგომ ორგანოს 22 აგვისტოს მიმართეს, ორივე მათგანმა გადაწყვეტილება „ბათუმში, სხვა სამსახურში გადასვლით“ ახსნა. თანამდებობა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეინარჩუნა, ის 21 აგვისტოს შვებულებაში გავიდა. ოთხივე მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლები 23 აგვისტოს დანიშნეს.
ქედის გამგებელი თანამდებობას ტოვებს
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ბოლქვაძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართა, თუმცა საკრებულომ ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის განცხადებით გამგებლის თანამდებობას ქედაში მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნული პირი დაიკავებს.
ხალხის პარტიის ბათუმის ოფისის ბრიფინგი ადიგენის მოვლენებზე
ხალხის პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე პრესკონფერენციას მართავს და ადიგენში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ეხმაურება. თავართქილაძე გმობს სამართალდამცავების მხრიდან მსგავს მოქმედებას და ცენტრალურ ხელისუფლებას რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.
„ჩემი აზრით, ეს არის ვანდალური ფაქტი, რომლის აღკვეთა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ მოახერხა. შესაძლებელია ამ ფაქტს უარესი გართულებები მოჰყვეს, როგორიცაა რელიგიური უმცირესობების დაპირისპირება ხელისუფლებასთან და დომინანტი აღმსარებლობების მატარებელ მოსახლეობასთან“, – აცხადებს თავართქილაძე.
ის თანადგომას უცხადებს ადიგენში მცხოვრებ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და თხოვნით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ვითარება და დასაჯოს დამნაშავეები.
მარგინალობა
მარგინალები – ადამიანთა ერთობა, ამ თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მარგინალებმა არ იციან, როგორ მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მარგინალები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ-კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში – არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვამდებარებიან (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
<!** Image 1 align="left" alt="დიანა დუმბაძე" sub="დიანა დუმბაძე" width="300" height="637" >
მარგინალი – ტერმინი პირველად გამოიყენა რ. პარკმა 1982 წელს „კულტურული ჰიბრიდის“ აღსანიშნავად, რომელიც ორ განსხავევბული ჯგუფის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს მისდევს. სტიგმა შეიძლება იყოს ფიზიკური, სოციალური ან რასობრივი და ა.შ. სტიგმა და მარგინალობის პრობლემა დაკავშირებულია იდენტობასთან.
იდენტობა, პასუხობს კითხვას თუ ვინა ვარ მე და გვაძლევს კონკრეტულ ადგილს კონკრეტულ სოციალურ გარემოში. თავის მხრივ საზოგადოება რთული ფენომენია, ამიტომაც პრობლემატურია თვითდამკვიდრება და ინტეგრაცია.
ხშირია საზოგადოების მიღმა აღმოჩენა რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური სტატუსის გამო. ამის თანმდევია გარკვეული იარლიყის მიწებება – მაგალითად, „ზანგი“, „იაღოველი“, „მათხოვარი“ და ა.შ.
ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლე ინტერვალში, ადგილობრივ დონეზე, რელიგიური კონფლიქტის არა ერთი კერა გაჩნდა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის, განსაკუთრებით აჭარელი მუსლიმების შევიწროების შემთხვევებმა (სოფელი ნიგვზიანი, წინწყარო, ციხისძირის ინციდენტი) იმატა. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის პირველი დაპირისპირება 24 მაისს მოხდა, როცა სალოცავად შეკრებილ მუსლიმურ თემს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რიტუალისთვის აუცილებელი ნივთები შენობიდან თვითნებურად გაიტანეს და აიძულეს დაეტოვებინათ სამლოცველო. ქცევის ნორმების მიხედვით, საზოგადოება ვალდებულია არ გამოჰყოს ადამიანები მათი აღმსარებლობის, სქესისაა და რასობრივი ნიშნის მიხედვით. მეტიც, ეს კონსტიტუციითაც გარანტირებულია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის, მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
ხოლო, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩნდება საფრთხე, რომელიც რელიგიური ჯგუფის, როგორც მარგინალის რაობაში მდგომარეობს.
როგორც წესი, უმრავლესობისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია განსხვავებული რეელიგისა და ეთნიკურობის მქონე ადამიანი. უმარავლესობა მათ თავიანთი კულტრურისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
ყოველი ინდივიდი ესწრაფვის თავისნაირს, იქმნება ადამიანთა გაერთიანებები საერთო ნიშნით, რამაც საზოგადოების დიფერენციაცია გამოიწვია. საზოგადოება რთული ფენომენია და მასთან დაკავშირებული თითოეული მოვლენა პრობლემატურია. ძნელია იქონიო პროგნოზი მოსალოდნელ საფრთხეებზე.
სტიგმატიზაცია ყველა დროში ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, სტერეოტიპებიდან შექმნილი ხელოვნური იარლიყია. სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა – შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური.
ადვილად შეგვიძლია განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვგავს, ან მისი რატომღაც გვეშინია, ან მას არ ვთვლით საზოგადოების ღირსეულ წევრად. სტიგმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დამღა, დადაღვა, რომელსაც პიროვნებას საზოგადოება ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ადებს; ასეთ ადამიანებს მით უფრო უგულებელყოფენ, რაც უფრო განსხვავდება მათი ყოფაქცევა ე.წ. „ნორმისაგან“.
უძლურების, მოცემულ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის განცდა ამ ეპოქაში პრობლემატურია არაა, თუმცა არსებობს იმის საფრთხეც, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდდეს ახლებური სტიგმები თუ გაჩნდეს მარგინალი ჯგუფები.
კლასიკური მუსიკის საღამო ბათუმში
დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ქართველი მსმენელის წინაშე ბელორუსიის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრს სოლისტები წარსდგებიან. პროგრამაშია უვერტიურები და არიები მოცარტის, ვებერის, ჯაკომო პუჩინის, ბიზეს, ვერდის და ლეონკავალოს ოპერებიდან.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტი საღამოს 6 საათზე დაიწყება.
<!** Image 1 align="middle" width="400" height="4678" >
მუფტი ასლან აბაშიძე: აჭარიდან მუსლიმი მრევლი ახალციხისკენ მიემართება
ხულოს მუფტის, ასლან აბაშიძის თქმით, ხალხი გზაშია სოფელ დანისპარაულის პერიფერებში ჩერდებიან. „ვჩერდებით იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფომ გამოიჩინს კეთილი ნება და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. ხალხი არის აღელვებული და შეურაცხყოფილი, სპეცრაზმა ჩაკეტა საზოგადოება, მოჭრეს მინარეთი, ვინც წინაღმდეგობა გაუჭია სასტიკად სცემეს სოფელ ჭელში.
მეც მრევლთან ერთად ვართ, შეიძლება გავჩერდეთ იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას“.
სოფელ ჭელში დღეს დილით მინარეთი დაანგრიეს, ხოლო მრევლის წარმომადგენლები სცემეს და დააკავეს. მუფტის – ასლან აბაშიძის ინფორმაციით, მრევლი ამ ფაქტის გამო არის აღშფოთებული.
ნადირობის სეზონი გამკაცრებული კანონითა და ჯარიმებით
17 აგვისტოს საქართველოში ნადირობის სეზონი გაიხსნა. რომელ სახეობებზეა ნადირობა დაშვებული და როგორ აპირებს ბრძოლას ბრაკონიერობასთან ახლადშექმნილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი? ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე ესაუბრა.
ახალგაზრდები თურქეთში, მოხუცები – ბეშუმში
განახლება ხულოში მუნიციპალურ ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელია. 70-კომლიან სოფელში, ძირითადად ბოლქვაძეები ცხოვრობენ, ახლა მოსახლეობის უმეტესობა სამუშაოდ თურქეთშია წასული, ზოგი კი – იალაღზე მემთეურობას ეწევა.
ახალგაზრდობის ცენტრები დაფინანსების გაზრდის იმედით
ხულოში, შუახევსა და ქედაში საზეიმო ვითარებაში გახსნილ ახალგაზრდულ ცენტრებს სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივი გააქტიურება და ჩართულობა უნდა უზრუნველეყო, თუმცა დღემდე ახალგაზრდები მთავარ პრობლემად ფართობის სიმცირეს, ცენტრის თანამშრომლები კი ფართობთან ერთად არასაკმარის დაფინანსებას ასახელებენ.
„დღეს ყველა საკრებულოზე ერთდროულად შეტევა მოხდა“
დღეს, 23 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან”, რობერტ ჩხეიძემ გამართა. „ნაციონალური მოძრაობა” ბრიფინგით აჭარის მუნიციპალიტეტებში გამგებლების შეცვლას გამოეხმაურა.
ქობულეთს ახალი გამგებელი ჰყავს
ქობულეთს ახალი გამგებელი ჰყავს – ამ ინფორმაციას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ადასტურებს. მისი თქმით საკრებულომ გამგებლად გიორგი რომანაძე აირჩია. ქობულეთის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. დღევანდელ სხდომაზე 25 წევრი ესწრებოდა. საკრემულომ ახალი თავმჯდომარე გიორგი რომანაძე 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. ახლად არჩეული გამგებელი გიორგი რომანაძე ბიზნესსკოლაში ლექციებს კითხულობს და აქვს საბანკო სექტორში …
ახალი გამგებლები ხულოსა და შუახევში
დღეს გამგებლები შეიცვალნენ შუახევსა და ხულოშიც. შუახევში გამგებლად ტარიელ ებრალიძე, ხულოში კი ბესიკ ბაუჩაძე დაინიშნა.
ხელვაჩაურში ახალი გამგებელი აირჩიეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად ნადიმ ვარშანიძე დაინიშნა. მას დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. სხდომას საკრებულოს ოცი წევრი ესწრებოდა, ოცივე მათგანმა ნადიმ ვარშანიძის გამგებლად არჩევას მხარი დაუჭირა.
მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა
<!** Image 1 align="left" alt="ჯონი ცივაძე" sub="ჯონი ცივაძე" width="300" height="483" >მეხუთე თვეა, რაც აჭარის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა შეიცვალა და მის ხელმძღვანელად წარსულში წარმატებული სპორტსმენი, ველომრბოლელი ჯონი ცივაძე აირჩიეს. ახალი პრეზიდენტი ახალი გეგმებითა და მიზნებით მოვიდა და კომიტეტის მუშაობაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას აპირებს. რას ჰპირდება იგი სპორტსმენებს და რა იქნება მისი პრიორიტეტი? – ამის შესახებ აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა „ბათუმელებთან“ ისაუბრა.
ევროპის ჩემპიონატამდე ერთი შეკრება დარჩა
თბილისიდან დაბრუნდა აჭარის ტაეკვონდისტთა ნაკრები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ტურნირზე. როგორც ადრე ვიუწყებოდით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ელის. თბილისურმა ტურნირმა ის კანდიდატები გამოავლინა, რომლებიც უახლოეს დღეებში ქობულეთში საწვრთნელ შეკრებაზე შეიკრიბებიან, სწორედ იქ გადაწყვეტს ნაკრების ხელმძღვანელობა, თუ ვინ გაემგზავრება ევროპირველობაზე, რომელსაც პორტუგალია უმასპინძლებს. ბათუმელთაგან ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებად გურამ კუტუბიძე, კახა მახარაძე და მარი ბოლქვაძე მოიაზრებიან. შესარჩევ ტურნირზე იასპარეზეს დიდებმაც, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ქობულეთში მოემზადებიან, ვინაიდან მათ ოქტომბერში A კლასის ტურნირი ელით უკრაინაში. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ დიდებიდან შეკრებაზე აკაკი ცენტერაძეს, თეონა ვაშაყმაძეს, სოფია ცეცხლაძესა და გოგია კაკაბაძეს უხმო.
სიახლეები ბათუმის “დინამოში”
ბათუმის “დინამოს” ახალი ფეხბურთელები ჰყავს. გუნდს ექვსი ახალწვეული შეუერთდა. ესენი არიან: გიგა კვერენჩხილაძე („გურია“ ლანჩხუთი), ირაკლი ჩირიკაშვილი („ქსამაქსი“ შვეიცარია), ბადრი ტეტუნაშვილი („ვიტ ჯორჯია“, თბილისი), გიორგი ალავიძე („გაგრა“), სანდრო ჭიღვარია („მეტალურგი 2“, რუსთავი) და დიმიტრი ადეიშვილი („მეტალურგი 2“, რუსთავი).
<!** Image 1 align="middle" width="300" height="750" >
Batumi Summer Set იწყება
ხვალ, 22 აგვისტოს, ბათუმში „Batumi Summer Set“ იწყება. „Miracle Park”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა, რომელიც ანბანის კოშკსა და ეშმაკის ბორბალს შორის მდებარეობს, პრაქტიკულად დასრულებულია.
„Batumi Summer Set“ – ის მთავარი მოვლენა დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი „Laid Back“-ია, რომელიც ფესტივალს გახსნის. „Laid Back“ რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა, 22 აგვისტოს ძველ და ახალ ჰიტებს შესთავაზებს მსმენელს. მათ შორის Sunshine Reggae და Happy Dreamer.
უცხოელ დიჯეებს აკომპანიმენტს 12 ქართველი დიჯეი გაუწევს.
„ფესტივალის მიზანია ქართველი არტისტების პრომოუშენი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არტისტები უკრავენ ძალიან დიდი სახელების გვერდით და შესაბამისად მათ კარიერაში ძალიან კარგად იწერება ამ არტისტებთან ერთად მონაწილეობის მიღება მსგავს ფესტივალებში. ასევე ეს ფესტივალის ბათუმის პრომოუშენსაც ემსახურება. მსგავსი ტიპის ფესტივალები აჭარი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფესტივალის არტ მენეჯერი ტატო ხარჩილავა.
„Batumi Summer Set“-ს 22 აგვისტოს საღამოს რვა საათზე SOLAR ECLIPSE გახსნის, ასევე გამოვლენ, BACHO&COBERT, SYNKRO, PHON-O. ღამის 12 საათზე სცენა მთავარ ჰედლაინერს LAID BACK -ს დაეთმობა.
„Batumi Summer Set“ ბათუმში უკვე მეორედ იმართება.
ღია წერილი საქართველოს განათლების სამინისტროს
ფიზიკის სწავლების და სამეცნიერო კვლევის კონცეპცია სწავლების სამივე საფეხურზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
51 მილიონი ევრო ბათუმის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის
დღეს ბათუმის მერიაში ბათუმის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტი წარმოადგინეს. „ქალაქ ბათუმში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ახლა მიმდინარეობს მესამე ფაზის დაპროექტება. დაპროექტებას ახდენს კომპანია ეჯისი. ამ პროექტის განორციელებით ქალაქში ფაქტობრივად დარჩენილ 40 % ში მოხდება წყლის კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. ეს …
Continue reading “51 მილიონი ევრო ბათუმის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის”
ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ჯარიმები ბათუმში
2013 წლის იანვრიდან დღემდე ბათუმში, არასათანადო ადგილას გაჩერებული მანქანების დაჯარიმებისათვის გადახდილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი თვის მანძილზე 28 601 მძღოლი დააჯარიმეს, ტროტუარებზე, ველობილიკებსა და ავტობუსის გაჩერებებზე პარკირებულ მანქანებს ხშირად შეხვდებით.
