ნეტგაზეთი • RU

დაძმობილებული ქალაქები კლიმატის დაცვისათვის – საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

 

დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ქალაქების დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“  გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალურის სააგენტოს წარმომადგენელი, ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსის“ წარმოამდგენელი მიგელ მორსილო. 

„საქართველოს შვიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, გორი და  ზუგდიდი, მიუერთდა ევროკავშირის მერების  შეთანხმებას   რომელიც ითვალისწინებს სათბური გაზების შემცირებას 2020 წლისთვის. ცხადია, ქართული გამოცდილება ამ მხრივ არ არის საკმარისი.  დღეს ჩვენთან  ჩამოსული არიან  გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებსაც ასევე აქვთ აღებული ვალდებულება,  ისინი დაეხმარებიან  ჩვენს ქალაქებს თავიანთი გამოცდილების გაზიარებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ.

მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს და გულისხმობს მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში თითოეული მათგანის ნებაყოფლობით მონაწილეობას.

ბათუმი ,,კლიმატის ალიანსში“ გასულ წელს გაწევრიანდა, რითაც ჩაერთო კლიმატის დაცვის საერთაშორისო პროცესში და შეუერთდა მსოფლიოს იმ ქალაქებს, რომელთა მიზანიც CO2-ის გამოყოფის 10 პროცენტით შემცირებაა ყოველ 5 წელიწადში, განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და ენერგიის დაზოგვის გზით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი