„ვითხოვ სამართალს. არ გავჩერდები, არ ვაპატიებ. ამათ აქ არაფერი ესაქმებათ. ჩემი მეუღლე იყო ჯანმრთელი. მას არაფერი სჭირდა, ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა“, – ამბობს მზევინარ შაინიძის მეუღლე მერაბ დიასამიძე.
ახლობლები ექიმის სამუშაო ოთახში შევიდნენ და პასუხი მოსთხოვეს, თუ რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა მშობიარე ქალი:
ექიმმა ნათესავებისთვის განმარტების გაკეთება სცად. მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობის დროს ქალს შიდა ორგანოების – ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ანემია, რის გამოც საკეისრო კვეთით გამოწვეული სისხლის დაკარგვა ვერ გადაიტანა.
მზევინარ შაინიძის სიკვდილის მიზეზები ლევან სამხარაულის ბათუმის ბიუროს ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.