ხვალ, 26 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განსახილველად 15 საკითხია ჩანიშნული. მათ შორის:
2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ;
ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ,
2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ნოემბრის N246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი რამდენიმე მემორიალური დაფის განთავსების და სხვა საკითხები.
შეგახსენებთ, რომ ეს ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი ბოლო სხდომაა.