ნეტგაზეთი • RU

ერმაკოვი დიასამიძეს დებატებში იწვევს

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, გიორგი დიასამიძეს, დებატებში იწვევს. 

 

 „საჭიროდ ვთვლი  ჩემს კონკურენტს გია დიასამიძეს შევთავაზო 7 ივლისის შემდეგ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი სატელევიზიო არხის მეშვეობით,  ჩვენ გვქონდეს სატელევიზიო დებატები.   ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ბათუმელებმა გააკეთონ სწორი არჩევანი იმისათვის რომ ქალაქი განვითარდეს,“ – განაცხადა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი ერმაკოვმა.

 

გიორგი დიასამიძის განცხადებით ის ნებისმიერ დროს მზადაა დებატებში ჩაერთოს.

 

„ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე.  მე არ ვაპირებ ნეიტრალური მოედნის, შვეიცარიის ან ლიხტენშტენის მოთხოვნას. მზად ვარ  ნებისმიერი არხის ეთერში მივიღო დებატებში მონაწილეობა,“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

 

15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის ხმების ხმები ასე გადანაწილდა: ხმების 45,17% გიორგი ერმაკოვმა მიიღო („ქართული ოცნება”) ,  17,62 ხმა კი გიორგი დიასამიძემ („ნაციონალური მოძრაობა”). ხმების დარჩენილი 38% სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გადანაწილდა.

 

გიორგი ერმაკოვსა და გიორგი დიასამიძეს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მეორე ტურს ჩაატარებს.

 

გიორგი დიასამიძე და გიორგი ერმაკოვი

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"