„თანატოლგანმანათლებლები“ ბათუმიდან

 

18 წლის ანა ტურიაშვილი “თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლთან”არსებული ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეა. დღეს, 21 მარტს,  ორგანიზაციამ  სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა სასტუმრო “ინტურისტში.” ღონისძიების დასრულების შემდეგ ანამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი, რაც ამ პროექტმა მისცა, არის ის, რომ  „თანატოლგანმანათლებელი“ და განსხვავებული მრწამსის მატარებელი ადამიანების მიმართ შემწყნარებელი გახდა.  

სამუშაო შეხვედრა დღეს ქობულეთის გამგეობაშიც გამართეს

 

ქობულეთს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე ბასილაძის ინფორმაციით, უქმე დღეს სამუშაო შეხვედრის მოწყობა გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობის “ აქციას არ უკავშირდებოდა.

აქცია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო

 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დღეს  16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 1 საათით დაგვიანებით დაიწყო,რადგან მხარდამჭერების მთავარ აქციასთან შეერთებას ელოდებოდნენ.

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბათუმში

 

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და კლინიკა ,,ენმედიცი’’ დღეს და ხვალ 21-22 მარტს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. 

მეგობრები თავშესაფრიდან

 

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ბათუმში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში “უტყუარი მეგობარი”. 

მასტერკლასი პედაგოგებისთვის

 

ბათუმის მასწავლებელთა სახლში  ამერიკელი ექსპერტები პედაგოგებისთვის მასტეკლასებს ჩაატარებენ. მასტერკლასის ფარგლებში პედაგოგებს ბათუმიდან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან დღეს  საშუალება მიეცემათ გაიზიარონ წარმატებული ამერიკელი პედაგოგების გამოცდილება ე.წ. სამოდელო გაკვეთილების ჩატარების თაობაზე.

უკავშირდებოდა თუ არა შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობის აქციას“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ თანამშრომლებს სამსახურში მისვლა დაავალა გამგეობის პრეს-სამსახურში ადასტურებენ. 

აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

 

აჭარიდან ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასასწრებად გამგზავრებული კოლონა ამწუთებში რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილდება.

 

 როგორც აჭარაში ენმ-ს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)  ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, აჭარიდან აქციაზე 2500-ზე მეტი ადამიანი მიდის. კირთაძის თქმით, ადამიანები საკუთარი ავტომობილებით მიემგზავრბიან თბილისში, თუმცა მათ ნაწილს საწვავით პარტია დაეხმარა.

 

ჯემალ ფუტკარაძის პასუხი კახი კალაძეს

 

”სირცხვილია ვინმეს, მითუმეტეს დეპუტატის ღალატზე საუბრობდეთ თქვენ – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საილუსტრაციო ბანერებზე “შემოსკუპებული ციყვი” – ამ სიტყვებით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს ფეისბუქზე მიმართა.  

ხულოს რესურსცენტრი: ფილმის ჩვენებას არც ერთი ხულოელი მოსწავლე არ დასწრებია

 

”ხულოს მუნიციპალიტეტის არც ერთი მოსწავლე ამ ფილმის ჩვენებას არ დასწრებია”, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე. მისივე თქმით, ერთადერთი მოსწავლე, რომელიც მას ადგილზე მისულს შეხვდა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს სკოლის მე-12 კლასელი მირზა დიასამიძე იყო. საუბარია ენმ-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენებაზე, რომელიც დღეს ხულოში გაიმართა. გასულ კვირას იმავე ფილმის ჩვენება გაიმართა სამეგრელოში, რაც მოსწავლეების დასწრების გამო კვირის სკანდალად იქცა.

მედეა ვასაძე საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს საჯარო წერილით მიმართავს. 

შუახევის სკოლის მოსწავლეები ხულოში ენმ-ს საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენებაზე

 

 დღეს, 20 მარტს, ხულოში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელსაც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, ხულოს საჯარო სკოლის არც ერთი მოსწავლე არ დასწრებია, თუმცა ფილმის ჩენებაზე აღმოჩნდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს სკოლის მოსწავლეები, მე-11 და მე-12 კლასელები – მირზა და მუხრან დიასამიძეები, რომლებიც სკოლის დირექტორის თქმით, მშობლების თხოვნის საფუძველზე, ხულოში კბილის ექიმთან ვიზიტისთვის გაათავისუფლეს გაკვეთილებიდან. 

2 მილიონი ლარი სკვერებისთვის

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ბათუმში ორი ახალი სკვერი გაკეთდება, ორი კი – განახლდება. დაგეგმილია სამი მინისტადიონის მშენებლობაც, თუმცა ამ დროისთვის სტადიონების ტერიტორია შერჩეული არ არის. სკვერების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტში ორ მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ახალი სკვერები შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

გამოცდები მასწავლებლებისთვის

 

საჯარო სკოლების ყველა მოქმედ მასწავლებელს 2015 წელს საგნობრივი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გამოცდისთვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 10 მარტს დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, მოქმედი პედაგოგისათვის საგნობრივი გამოცდის ჩაბარება სავალდებულო ხდება. საგნობრივი გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს. მასწავლებლები საგნობრივ გამოცდას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტირების მეთოდით ჩააბარებენ.  

ხანძარი ზემო მახინჯაურში

 

ამ წუთებში ზემო მახინჯაურში სახლი იწვის. ბათუმის სახანძრო სამსახურში შეტყობინება ამის შესახებ დაახლოებით 25 წუთის წინ შევიდა.

კლასში ჩარჩენილები

 

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საჯარო სკოლებში კლასში 273 მოსწავლე ჩარჩა. აქედან, 116 მოსწავლე ექსტერნის გამოცდაზე არ გავიდა, 157-მა კი გამოცდები ვერ დაძლია. სკოლებში აცხადებენ, რომ ჰყავთ სტატუსშეჩერებული მოსწავლეებიც. თუმცა, მათ შესახებ ზუსტი მონაცემები ბათუმის რესურსცენტრს ამ დროისთვის არ მოეპოვება. რესურსცენტრში განაცხადეს, რომ სტატუსშეჩერებული მოსწავლეების აღრიცხვა წლის ბოლოს დაიწყება. 

რა უნდა ასწავლონ მედრესეში

 

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წელს აჭარის მთავრობას ერთი მილიონი დოლარი და ორი მილიონ 263 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით აჭარის მთავრობამ ბათუმში, ანგისის დასახლებაში, სამუფთო სამმართველოს ორი შენობა შეუსყიდა. ერთი შენობა მედრესესთვისაა განკუთვნილი, მეორე შენობაში კი, აჭარის სამუფთო სამმართველოს რეზიდენცია განთავსდება. აჭარის მთავრობა აპირებს სამუფთოსთვის შენობების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიც შეისყიდოს. რა არის მედრესე, რატომ ხედავენ ქართველი მუსლიმები მისი გახსნის აუცილებლობას და რა განათლებას მისცემს ის მოზარდებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე საუბრობს.

დაავადება, რომელიც გაზაფხულზე მწვავდება

 

თუ თქვენ გაქვთ გულის რევის შეგრძნება, გაწუხებთ ბოყინი, შებერილობა ან გულძმარვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს – ეს სიმპტომები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიმართავთ ექიმს, შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ ქირურგის დახმარება დაგჭირდეთ. რა იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა – ”ბათუმელების” კითხვებს ექიმმა გასტროენტეროლოგმა ლუიზა კალანდაძემ უპასუხა. 

კახი კალაძე უმაღლეს საბჭოზე: მოღალატეები გავრიცხეთ პარტიიდან

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

ნივთის დაზიანება ან განადგურება-მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მანქანის დაწვის  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

ბათუმში მანქანა დაიწვა, პოლიციამ მოკვლევა დაიწყო

 

ბათუმში, ფარნავაზ მეფის №105-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ავტომანქანა დაიწვა.  

შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ბრალდებით სამინისტროდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რ.  ბ. თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რ. ბ. გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.

 

ბათუმში ავტომანქანა იწვის

 

მანქანა იწვის ბათუმში, ფარნავაზ მეფის #105-ში. თვითმხილველთა თქმით, მეხანძრეები ხანძარს აქრობენ. ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს თანამშრომლებიც.

მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია საკრებულომ მთავრობას გასაყიდად გადასცა

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია ათ მილიონ ლარად გაიყიდება. 

საკრებულოს თავმჯდომარე: კარგი იქნებოდა, 7 ნოემბერს ხალხისთვის კვერცხები ესროლათ და არ ეცემათ

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ის ძალადობას და კვერცხების სროლის ფაქტს გმობს, თუმცა კარგი იქნებოდა, შვიდ ნოემბერსაც  კვერცხები ესროლათ ხალხისთვის და არ ეცემათ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

 

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ფრაქცია ამ ფორმით ოპოზიციის მიმართ კვერცხებით ბრძოლას და პირად შეურაცხყოფას აპროტესტებს. „ეს ხალხი თქვენი დანიშნულია თანამდებობებზე და ერმაკოვი [ბათუმის მერი] მფარველობს მათ”, – განაცხადა კირთაძემ.

აჭარის მთავრობა: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ

 

მედიის ცნობით, ტუნისში მდებარე ბარდოს მუზეუმში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ტუნისში იმყოფებოდა აჭარის სახელწიფო ანსამბლი და აჭარის მთავრობამ ანსამბლის წევრების უსაფრთხოების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექტს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ.  აჭარის მთავრობა მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი ფარსენაძესთან და პერმანენტულად იღებს ინფორმაციას ანსამბლის წევრების ადგილსამყოფელისა და პირობების შესახებ“.

14 წლამდე პატიმრობა მარიხუანას გამოყენება-შენახვისთვის

 

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ახლა გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მას 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბექას სასჯელის ზომა არაადეკვატური და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ამიტომაც ბრალდებული საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

საიას აჭარაში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

დღეს, 18 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის  წევრებმა  საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად გიორგი ხიმშიაშვილი დაამტკიცეს. 

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას სტადიონის დაწუნებულ პროექტს სთავაზობს

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პირველ სართულზე სტადიონის მაკეტი დევს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარისა და ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, ეს მოქმედი ხელისუფლების მიერ დაწუნებული სტადიონის მაკეტია. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ 35 000 მაყურებელზე გათვლილი, 35 მილიონ დოლარად ღირებული სტადიონის მაკეტი, რომელიც აეროპორტსა და გამწმენდ ნაგებობას შორის ზღვის პირას უნდა აშენებულიყო, აჭარის ხელისუფლებამ მაღალი ფასის გამო დაიწუნა. 

16 წლის ქეთას ტრაგედია

 

მე-10-კლასელ ქეთა ხოზრევანიძეს მალამო სჭირდება, რომელსაც სრულიად უცხო ადამიანი წლების განმავლობაში მისთვის გერმანიაში ყიდულობდა. თბილისში მცხოვრებ სპონსორ ქალს ქეთი მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა. ქეთა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს და მან მძიმე დამწვრობა  7 წლის ასაკში მიიღო, სამზარულოში დაგროვილი ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად.  

პოლიციელების ცვლილებებით გამოწვეული მოლოდინი აჭარაში


აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მამულაშვილი აჭარაში იმერეთიდან გადმოიყვანეს, მისი წინამორბედი თემურ კუპატაძე კი მცხეთა-მთიანეთში დანიშნეს საპატრულო პოლიციის უფროსად. აჭარაში ახალი შეფი ჰყავს პოლიციის მთავარ სამმართველოსაც.

მოსწავლეების შიმშილობის აქცია და დაპირისპირება დირექტორსა და მასწავლებელს შორის – რა ხდება აჭყვისთავში

 

დღეს, 18 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მათ დღეს დილით განაცხადეს, რომ შიმშილობით გააპროტესტებდნენ ექსტერნის გამოცდაზე სამი მეათეკლასელის ჩაჭრას და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამსახურიდან დისციპლინური კომისიის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა პედაგოგი – ექსტერნის გამოცდაზე ჩაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი. დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პედაგოგი უარყოფს. აჭყვისთავის სკოლაში არსებულ სიტუაციას სწავლობს აჭარის განათლების სამინისტრო. 

როგორ უნდა დავიცვათ თავი სტომატოლოგიურ კლინიკებში C ჰეპატიტისგან [video]

არასრულყოფილი სტერილიზაცია და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა სტომატოლოგიურ კლინიკებში C ჰეპატიტისა და სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. როგორ უნდა დავიცვათ თავი?

რა არის ტყვიაზე ძლიერი?

 

გასულ კვირას, მურმან დუმბაძე ორჯერ იყო იარაღის მაღაზიაში. ორივეჯერ კამერების თანადასწრებით, პირველად შეარჩია და შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად იყიდა. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ორივე ხელისუფლება აჭარაში თავად შეცვალა, ახლა იარაღს ყიდულობს, რომ დაიცვას ცოლი, შვილები და კერძო საკუთრება.

დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის მთავრობას უკანონოდ შესახლებულთა პრობლემის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკანონოდ შესახლებულებისა და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების თემას ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 


 

Exit mobile version