აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა მთავრობამ მირანდა ჩარკვიანს ჩააბარა, რომელიც აქამდე ხშირად მონაწილეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებში არასამთავრობო სექტორთან ერთად. მირანდა ჩარკვიანს აქვს როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, 2012 წელს იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა, უფრო ადრე იყო გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი აჭარის სახალხო დამცველის ოფისში, ბოლო ერთი წლის მანძილზე კი ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მენეჯერის პოზიცია ეკავა. რა ცვლილებებს გეგმავს მირანდა ჩარკვიანი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საქმიანობაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს ესაუბრა.