ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 500-ზე მეტი დასახელების 1301 წიგნს შეისყიდის. მათ შორის 40-მდე აუდიოწიგნს შეზღუდული შესაძლებობების მქონეთათვის.
ბათუმელები
ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 500-ზე მეტი დასახელების 1301 წიგნს შეისყიდის. მათ შორის 40-მდე აუდიოწიგნს შეზღუდული შესაძლებობების მქონეთათვის.
დღეს, 24 მარტს ქედის კულტურის ცენტრში, პროფესორ ვანო პაპუნიძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი წიგნის „გზა მარადისობისაკენ“ განხილვა მოეწყო. წიგნის განხილვის პარალელურად, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ელესა“ და „იაგუნდი“ ხალხური სიმღერები შეასრულეს.
ბათუმში, „ჭაჭა თაუერიდან“ არაყი ისევ გადმოდის. კოშკთან დამონტაჟებული შადრევნებიდან ჭაჭა ჯერჯერობით მხოლოდ შაბათობით, ხუთ საათზე, ხუთი წუთით გადმოვა. ზაფხულიდან კი გრაფიკი შეიცვლება და ყოველდღე, საღამოს 7 საათზე ხუთი წუთით იქნება ჭაჭის აღება შესაძლებელი.
უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემების საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლა-არშემოსვლის საკითხში ამიერიდან ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ ჩაერევა. ამ საკითხში უშიშროების საბჭო, რომლის სხდომებსაც ქვეყნის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია.
25-27 მარტს აჭარის მთავრობა ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მესამე სხდომაა დაგეგმილი.
დღეს, 24 მარტს, როკ-ჯგუფი „ბეთლემი“ ბათუმის საზაფხულო თეატრში სოლოკონცერტს გამართავს. ჯგუფი სცენაზე ახალი შემადგენლობით გამოვა.
ერთ-ერთი მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მესამე ფაზის დაფინანსების ხელშეკრულებას 19 მარტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ცერემონიას სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა 400-მილიონიანი პროექტიდან, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს და რამდენით გაიზრდება თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი? „ბათუმელების“ კითხვებს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიულმა მრჩეველმა თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.
მაღალი, სუსტი, მხრებში მოხრილი, ჟღალწვერიანი ბიჭი ხშირად თავჩაქინდრული დადის ყოფილი იპოდრომის გზაზე. ხანდახან საკუთარ თავს ელაპარაკება, ცაში იხედება, თითებზე რაღაცებს ითვლის, ან გამვლელებს ესალმება და საკუთარ თავზე რაღაცას უყვება, თუმცა მას ყველა არ უსმენს. ეს ბიჭი გიგი ნინიძეა, როგორც ის ამბობს 26 წლამდე უნდა იყოს, წლამდე, რადგან არც ახსოვს როდის დაიბადა. არც მის მშობლებს ახსოვთ, ან იქნებ ახსოვდათ, მაგრამ გიგის მშობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, როდესაც ის სულ 5 თვის იყო.
პარასკევს, 27 მარტს, 11:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის თემში ბათუმის N1 პოლიკლინიკა უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებს.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი 28 მარტს საბავშვო მუსიკალურ ზღაპარს „პეპის მოგზაურობა 2“ წარმოადგენს.
ქუჩებში ბევრგან გვხვდება სხვადასხვა ბანკის „ბანკომატები“, „ფეიბოქსები“, ფულის აღებისა და გადახდის სწრაფი საშუალებები, სხვადასხვა საგადასახადო ქვითარს აწერია – ისრაგებლეთ სწრაფი გადახდის საშუალებებით. თუმცა მოსახლეობა ვერ იყენებს მათ, რადგანაც მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს.
აჭარის კონსტიტუციაში წერია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს 11 დეპუტატი ირჩევს. ამის მიუხედავად, დეპუტატებმა გასულ კვირას ახალი ვიცე-სპიკერი რეგლამენტის მოშველიებითა და გაუგებარი განმარტებებით 8 ხმით აირჩიეს. სხდომაზე მყოფ დეპუტატთაგან ხმამაღლა არც ერთს არ დაუფიქსირებია, რომ ვიცე-სპიკერის არჩევას, აჭარის კონსტიტუციით, 11 ხმა სჭირდება. რატომ მოიქცნენ დეპუტატები ასე – ეს თემა საზოგადოებაში დღემდე დისკუსიის საგანია. არაერთი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ დეპუტატების უმრავლესობას აჭარის კონსტიტუცია წაკითხულიც კი არა აქვს, ხოლო მას, ვისაც წაკითხული აქვს – ამ უმთავრეს დოკუმენტს არაფრად აგდებს საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
ძველად ლაზები შუამავლების მეშვეობით ქორწინდებოდნენ. მკაცრად ექცეოდა ყურადღება, რომ ლაზი ლაზზე დაქორწინებულიყო. სარფში დღესაც კი, თუ ლაზს ჰკითხავ: „თქვენ ლაზი ხართ?“, დადებითი პასუხის შემდეგ აუცილებლად დააყოლებს, რომ სუფთა ლაზია. „სუფთა ლაზში“ იგულისხმება, რომ დედაც და მამაც ლაზი ჰყავს. ყველაფერი ბავშვობიდან იწყებოდა. „ახთი ოხვენუ“, – ასე ჰქვია ლაზურად ქალის დანიშვნის რიტუალს. ლაზები შვილებს აკვანშიც ნიშნავდნენ.
13-15 მარტს სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენების ორგანიზატორთა განცხადებით, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ბავშვებმა იმიტომ უნდა ნახონ, რომ ეს ჩვენი ისტორიაა. რატომ არ უნდა ვაჩვენოთ მოზარდებს ძალადობის ამსახველი კადრები ამ ფორმით და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? „ბათუმელებთან“ თემაზე ფსიქოლოგმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა.
მეზღვაურს, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვას 15 თვის განმავლობაში ედავებოდა, გასულ კვირას ბრალდება მოუხსნეს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა. ბრალდებული ნიკოლოზ ჩაქირიდი იყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მახვილაურის დასახლებაში ახალი აგრარული ბაზრის გახსნას გეგმავს. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ. მეტრის ტერიტორია ბაზრისათვის უკვე გამოყვეს.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალ კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიღო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა რამინ მაჭარაშვილმა საკრებულოს ღია კარის დღეზე შშმ პირებს პრობლემებთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებს რეკომენდაცია მისცა. მისი თქმით, ეტლით მოსარგებლეები ვერ ახერხებენ ქუჩებსა და შენობებში კომფორტულად გადაადგილებას.
სოფელი აგარა ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე მდებარეობს. სოფლის გზაზე დროდადრო უზარმაზარი ლოდები ცვივა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მთაზე შეფენილ სოფელში წლების წინ 140-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 60-მდე შემორჩა. მიგრაციის გამომწვევ მიზეზთა შორის ადგილობრივები სხვა პრობლემებთან ერთად გეოლოგიურ პროცესებს ასახელებენ.
სამუშაო ადგილი: ქობულეთი
კანდიდატი მზად უნდა იყოს ადგილმონაცვლეობისა და მივლინებისთვის.
დაგვიკავშირდით მხოლოდ ქობულეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის მცხოვრებლები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივით 2014 წლის დეკემბერში ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც იყო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისა და თემების მოსახლეობას შორის შეხვედრების, თემებში არსებული პრობლემების ერთობლივი განხილვისა და მოსახლეობისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკის ჩამოყალიბების, ასეთი შეხვედრების ტრადიციად დამკვიდრების ხელშეწყობა.
„იყო შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი იმიტომ დააპიტიმრეს, რომ ორმოცდაათიანელები იყვნენ. ხუთი შვილის დედას ჩამოართვეს დედობა და ბავშვები ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ციხიდან რამდენიმე წელში გამოვიდნენ, მაგრამ ორი ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ“, – ამ ამბავს ლელა ხონელიძე გვიამბობს. ეს 1951 წელს მოხდა, სტალინური რეპრესიების დროს, როცა სახარების რწმენის, იგივე ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ასობით წევრი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად დოკუმენტური მასალების არსებობისა, სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად მხოლოდ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას მიიჩნევს, მათ შორის არ არის ორმოცდაათიანელთა ეკლესია. „ჩვენ არ ვითხოვთ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, ეკლესია იდევნებოდა საბჭოთა რეჟიმის დროს და სახელმწიფომ ეს უნდა აღიაროს“, – ამ მოთხოვნით სახარების რწმენის ეკლესია საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის სახელმწიფოს.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის” მიერ ინიცირებული იქნა კონკურსი „საკრებულოს საუკეთესო წევრი”, რომელიც ჩატარდება ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
კლინიკა ”საგიტარიუსი” 2005 წლიდან მუშაობს აჭარის სამედიცინო ბაზარზე. მისი მფლობელები, პროფესიით ოფთალმოლოგი დები – ელიტა და ეკა ხვედელიძეები არიან. როგორ დაარსდა კლინიკა, რა არის ”საგიტარიუსის” წარმატების ფორმულა და რა ახალი სამედიცინო მომსახურება დაინერგა კლინიკაში ბოლო წლებში – ამის შესახებ ”ბათუმელებს” ელიტა ხვედელიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ოფთალმოქირურგი, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის” მფლობელი და დირექტორი ესაუბრა.
აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის -„ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“ ფარგლებში, ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინს იწყებს.
დღეს 23 მარტს ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სხდომაზე თავიანთ საცხოვრებელ უბნებში არსებული პრობელემების თაობაზე, განცხადების გაკეთების სურვილი 15-მა მოქალაქემ გამოთქვა.
დღეს, 23 მარტს, 15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანთლებლო დაწესებულებების, მედიისა და თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს და განსაკუთრებით უკან დაბრუნებულ მიგრანტებს, იწვევს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დისკუსიის თემაა: ,,მიგრაცია, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა,
სამუშაო საათებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება სააგენტოს დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: 0422 22 56 02, არასამუშაო საათებში კი ნომერზე: 577 29 99 89.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიმდინარე წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 19 მარტს გამოქვეყნდა, საქართველოში ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგია დადებითად არის შეფასებული.
სომხური ლავაშის ცხობის პროცესი „ბათუმელებმა“ 2015 წლის 20 მარტს, ქალაქ ერევანში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიღო. 2014 წელს სომხური ლავაში “იუნეკსომ” კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.
არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში ლავაშის გარდა შესულია სომხური ხაჩკარების (მოჩუქურთმბული ქვის ჯვარი) შექმნის ხელოვნება, დუდუკი და შუა საუკუნეების სომხური ეპოსი „დავით სასუნელი“. ასევე სომხეთის ტერიტორიაზე იუნესკოს დაცვის ქვეშ რვა კულტურული ძეგლი იმყოფება.
ბათუმში ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სავარაუდოდ შპს „მშენებელი 80“ გააგრძელებს. ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ვალერი ბუცხრიკიძეა. მან 2011 წელს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელების დაკავების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან ითანამშრომლა. სისხლის სამართლის საქმე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტს – „სამელიორაციო სისტემების გამართვას“ უკავშირდებოდა.
გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 13 მილიონ 644 900 ლარი შევიდა.
ხვალ, 23 მარტს, დღის 11 საათიდან ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება. სხდომაზე მისულ მოქალაქეებს საკრებულოს წევრებთან გასაუბრების, კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვის საშუალება მიეცემათ.
აჭარის მთავრობა ბათუმში, თამარის დასახლებაში (# 29), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის პაატა ცეცხლაძის ინფორმაციით, სამინისტრო სოციალურ სახლს ააშენებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 5 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
ერთი წლის წინ, 2014 წლის 12 მარტს ბათუმის ანგისის მოედანზე, წვიმიან ამინდში, საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები ბათუმის “ბათუმი” და თბილისის “არმაზი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “ბათუმმა” სტუმარი კლუბი 26:12 დაამარცხა. 2013-2014 წლის სეზონში “ბათუმმა” უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა შეინარჩუნა.