ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ძალადობას და კვერცხების სროლის ფაქტს გმობს, თუმცა კარგი იქნებოდა, შვიდ ნოემბერსაც კვერცხები ესროლათ ხალხისთვის და არ ეცემათ.

“მე ვგმობ ამ ფაქტს, მაგრამ ხალხს პროტესტის გამოხატვას ვერ ავუკრძალავ”-განაცხადა ჭეიშვილმა.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს კვერცხები მერიის თანამშრომლებმა გასულ კვირას დემოკრატიული ჩართულობსი ცენტრში დაუშინეს.