დღეიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “112”-ის დეპარტამენტის ახალი, უფასო სერვისი – SMS და ვიდეოზარი, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის არის განკუთვნილი, 24 საათის განმავლობაში მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.
ბათუმელები
დღეიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “112”-ის დეპარტამენტის ახალი, უფასო სერვისი – SMS და ვიდეოზარი, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის არის განკუთვნილი, 24 საათის განმავლობაში მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის თემში „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ მედიკოსებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
ბათუმში 20 000-მაყურებლიანი სტადიონის კომპლექსი 92 106 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 39 000 კვ.მეტრს უშუალოდ სტადიონი დაიკავებს, 42 100 კვ.მეტრზე საცალფეხო გზა მოეწყობა, 3600 კვ.მეტრზე კი ფრენბურთის პავილიონი განთავსდება.
ტერიტორია ლეონიძის ქუჩაზე, #15-ში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. პროექტირებაზე კონკურსი სწორედ ამ სამინისტრომ გამოაცხადა. სამომავლოდ ეს უწყება შეისყიდის მშენებლობის სამუშაოებსაც.
ბათუმის სტადიონის პროექტის ავტორია ესპანური კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT SL“– ი.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან სახლში აივნის მოაჯირი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დღეს მერიის გარემოსდაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებმა ქალაქში მოქმედი სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება დაიწყეს.
ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე იყიდება 48 კვ/მ ფართობი ორ ოთახიანი ბინის თეთრი კარკასი, მეოთხე სართულზე. ფასი 29 ათასი აშშ დოლარი. ID 8394
მობ : 593 44 24 08
577 07 11 85
ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე სასწრაფოდ გირავდება ბინა. ფასი : 7 ათასი აშშ დოლარი.
მობ : 577 25 25 85
597 01 99 63
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1000 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით, ანუ ქრომოსომული დარღვევით (46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომით) იბადება. ეს ყოველწლიურად დაახლოებით 3000-5000 ახალშობილია. საქართველოში დაუნის სინდრომის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების სტატისტიკას არავინ აწარმოებს. დღეს საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ბევრი საჭიროების წინაშე დგანან, მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სისტემის სოციალური მოდელის ნაცვლად სამედიცინო მოდელის არსებობაა.
კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო, კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები, საერთაშორისო დონის სასწავლო საწვრთნელი ცენტრი, საწარმოო პრაქტიკისთვის საკუთარი გემი – „ელიტა“, უკაბელო ინტერნეტითა და საცხოვრებლად საჭირო ყველა კომფორტით უზრუნველყოფილი საერთო საცხოვრებელი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პირობებისა, რომელიც იმ სტუდენტებს დახვდებათ, რომლებიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გადაწყვეტენ სწავლას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.
<!** Image 2 align="left" width="600" height="322" >
დღეს, თეატრის საერთაშორისო დღეს, არტ ცენტრის პროექტის „თეატრი ბორბლებზე“-ს ფარგლებში, შუახევის კულტურის ცენტრში სპექტაკლი „ქსელი„ დაიდგმება. სპექტაკლი ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, 67 მუნიციპალიტეტიდან 134 მოხალისე შეირჩევა. კონკურსი ორ მოხალისეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც გამოცხადდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩაო 27 წლის წინ ეროზიულ ზონად გამოცხადდა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ სოფლიდან 75 ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – კვარხეთში, გრიგოლეთსა და წითელ უბანში ჩაასახლა. როგორც ამბობენ, აჭარის მთიდან მოსახლეობის მიგრაციას გეოლოგიური მიზეზის გარდა სხვა მიზანიც ჰქონდა – ოსურ სოფლებში აჭარლების კომპაქტურ ჩასახლებას მოსახლეობა უნდა დაეახლოვებინა. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩასახლებულთა უმრავლესობამ იქაურობა მიატოვა და წითელ ზონად გამოცხადებულ სოფელში დაბრუნდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები გამოცხადდა.
აჭარის ოფიციალური დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 28-ე კონგრესს დაესწრო. როგორც მთავრობის პრესსამსახური იუწყება, 3 დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს ფოიეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სპეციალური სტენდი იყო წარმოდგენილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 18.11.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 15.01.1977 წელს დაბადებული მუზაფერ უსტაბაში დააკავეს.
პრემიერის მოწოდებაზე „ქამრების შემოჭრასთან“ დაკავშირებით არამხოლოდ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში, არამედ თვითმმართველ ორგანოებშიც იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობა ქამრებს ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში შემოიჭერს და ცვლილება სახელფასო-საპრემიო პოლიტიკას არ შეეხება. სად წავა დანაზოგი? – ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დანაზოგი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. ეს იმ ფონზე, როცა მერია სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ მილიონობით ლარს წლიდან წლამდე ვერ ხარჯავს.
4 აპრილს ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში კონსულტაციებს ჩაატარებს ოფთალმოლოგი, კლინიკა “ახალი მზერის” ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი.
ჩაწერის მსურველებმა დარეკეთ წინასწარ ნომერზე: 27 25 88
მისამართი: ბათუმი, მელიქიშვილის ქ. #102 ბ
ქ.ბათუმის მერიის „განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ორგანიზაცია „აბილიტაციის და განვითარების ცენტრი“ 2015 წლის 25 დეკემბრამდე ბათუმში რეგისტრირებული განვითარების პრობლემების ან ამ მხრივ რისკის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის 30 ბავშვს მოემსახურება.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. პრესკონფერენციაზე მან აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე, ასევე მურმან დუმბაძე – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ღალატში დაადანაშაულა.
გასულ წელს საქართველოში 381 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო. აქედან 16 გოგონა. თავისუფლება კი 104 არასრულწლოვანს აღეკვეთა. 2013 წელს მსჯავრდებული იყო 456 არასრულწლოვანი, რომელთაგან 117-ს აღეკვეთა თავისუფლება.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. პრესკონფერენციაზე მან აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „კანონის ფარგლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები კონტროლის ქვეშ არის.”
ავიაციის საშუალებით კალიის გავრცელების ადგილებში სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო 120 ათას ლარამდე გადაიხდის. სააგენტო შესყიდვას გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელებს.
ადვოკატი და პროკურორი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ – ამას კანონი აწესებს. თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ სახელმწიფო ბრალმდებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან, მაგალითად, კანონით პროკურორს ისიც კი შეუძლია, რომ ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულება სათავისოდ გამოიყენოს.
ბონის კულტურის სახლში თეატრალური დასის “ცისარტყელას” პრემიერა გაიმართა. დასის წევრები ინკლუზიური და ინტეგრირებული ჯგუფის მოზარდები არიან.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში ახალი აგრარული ბაზარი დაიწყებს ფუნქციონირებას. ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვეტილება მიიღო და ტერიტორია შეარჩია, სადაც თანამედროვე ტიპის რკინის კონსტრუქციის ბაზარი მოეწყობა.
25 მარტს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის სამუშაოების ფარგლებში, ჩაქვის წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
25 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნაზი ფუტკარაძემ თამარის დასახლებაში ბრიფინგი გამართა და ქალაქის მერიას მოუწოდა, შეაკეთოს გზა ნობელების ქუჩაზე, რომელიც, მისი თქმით, ბოლო ორი წელია არ შეკეთებულა. თამარის დასახლების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარება თვის ბოლოს დაიწყება, როცა ცნობილი გახდება გამოცხადებული ტენდერის შედეგი.
25 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის სკოლის ოთხმა მოსწავლემ შიმშილობა განაახლა. ორი მოსწავლის მშობელი, პედაგოგი ხათუნა მენაბდე, რომელიც სკოლის დირექციამ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა სამსახურიდან, ამბობს, რომ მათი შიმშილობის მიზეზი ამჯერადაც იგივეა – მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ სკოლის დირექტორმა ისინი განზრახ შეიყვანა შეცდომაში და ექსტერნის გამოცდებზე არასწორი პასუხი შემოახაზვინა. ხათუნა მენაბდის თქმით, მოსწავლეები ითხოვენ დირექტორმა სკოლა დატოვოს. თუმცა აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების განყოფილების შესწავლის შედეგად, ექსტერნის გამოცდებზე დირექტორის მხრიდან კანონდარღვევა არ იკვეთება.
ბათუმის ქუჩებში, ისე როგორც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და თბილისშიც, ამ დღეებში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პლაკატები გაავრცელეს. 21 მარტისთვის, ნაციონალური მოძრაობის აქციის დაანონსებისთანავე კვლავ გააქტიურდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც პერიოდულად თავს ესხმიან ენმ-ის ოფისებს, ცალკეულ წევრებს… “ქართული ოცნების” ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებმა კი, ბათუმში სულაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი შეურაცხყეს ფიზიკურად.
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტები დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სამი კინოპროექტი დაფiნანსდება, თითოეული 80 ათასი ლარით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 29 წლის ქალის გარდაცვალებაზე ძიება დაიწყო – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2012, 2013 და 2014 წელს დაფინანსებული სტუდენტებიდან 2014-2015 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრისათვის დაფინანსება გაუგრძელა 394 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს 71%-იანი ბარიერი და ბოლო (შემოდგომის) სემესტრის განმავლობაში არ ჰქონდათ F და FX შეფასება.
27 მარტს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ბათუმში, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია – „განათლება – წარმატების შესაძლებლობა ყველასთვის“ . დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეულია მწერალი, ლიტერატურული პრემია “საბა 2014”-ის მფლობელი – ტორესა მოსი [ვახტანგ მოსიაშვილი].
დღეს, 25 მარტს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სამშობიარო სახლიდან გადაყვანილი 29 წლის მაია ვერძაძე გარდაიცვალა. პაციენტს ორი ოპერაცია ჩაუტარდა სამშობიარო სახლში, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს ადანაშაულებენ.
დღეს, 25 მარტს, ბათუმის სამშობიარო სახლის წინ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა ქუჩა გადაკეტეს. ისინი საავადმყოფოს დირექციასთან და იმ ექიმებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომლებსაც ოჯახის წევრები 29 წლის ქალის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. საავადმყოფოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზაქარია გურჩიანის დანიშვნას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.