Batumelebi | უკავშირდებოდა თუ არა შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობის აქციას“ უკავშირდებოდა თუ არა შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობის აქციას“ – Batumelebi
RU | GE  

უკავშირდებოდა თუ არა შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობის აქციას“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ თანამშრომლებს სამსახურში მისვლა დაავალა გამგეობის პრეს-სამსახურში ადასტურებენ. 

 

პრესსამსახურის ინფორმაციით გამგებელმა კვარტალური ანგარიში მოისმინა. შეხვედრას  ყველა სამსახური ესწრებოდა.  რაც შეეხება იმას რომ ანგარიშის მოსმენა სპეციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას დაამთხვიეს გამგებელი ნადიმ ვარშანიძე უარყოფს.

 

„ასეთი შეხვედრები ჩვენ ხშირად გვაქვს , შაბათსაც გვქონია და კვირასაც. ნაციონალური მოძრაობა რასაც ავრცელებს, აწყობს და იმიტომ ავრცელებს“ – უთხრა ნადიმ ვარშანიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში.

 

ბათუმის მერიის პრეს-სამსახურში კი ინფორმაცია, რომ  21 მარტი მერიაში შაბათობადაა გამოცხადებული არ დაადასტურეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე