ბესიკ ბერიძემ რექტორობის კანდიდატურა მოხსნა

 

ბესიკ ბერიძემ  აკადემიური საბჭოს სხდომა დატოვა. მან უარი განაცხადა რექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე.  


ბესიკ ბერიძე რექტორობის მეორე კანდიდატია, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გასული კვირის ბოლოს რექტორის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურა მოხსნა როსტომ ბერიძემ, უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, რომლის განმარტებითაც, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნორვეგიულ პროექტში მონაწილეობა გახდა. 

იყიდება 2 სართულინი საკუთარი სახლი ზღვასთან ახლოს

    ბენზეში ზღვასთან ახლოს, იყიდება ორ სართულიანი კერძო სახლი.  სახლის ფართობი 162 კვ.მ მიწის 500 კვ.მ. სახლში შეყვანილია  ბუნებრივი აირი.   საკონტაქტო 571 79 75 75

რექტორობის კანდიდატი, რომლის სახელი უნივერსიტეტში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება

 

16 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაგეგმილ არჩევნებს შეეხება გაზეთ “ბათუმელების” მთავარი თემა ახალ ნომერში, რომელიც ხვალ, 16 მარტს გამოვა. რა მოხდება თუ კი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო ხუთ ხმას და რა პოლიტიკური წარსული აქვთ რექტორობის კანდიდატებს? – ამის შესახებ წაიკითხეთ “ბათუმელების” ახალ ნომერში. 


 

რექტორობის კანდიდატი, რომელმაც აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის საათი გამოაცხადა

 

16 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაგეგმილ არჩევნებს შეეხება გაზეთ “ბათუმელების” მთავარი თემა ახალ ნომერში, რომელიც ხვალ, 16 მარტს გამოვა. რა მოხდება თუ კი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო ხუთ ხმას და რა პოლიტიკური წარსული აქვთ რექტორობის კანდიდატებს? – ამის შესახებ წაიკითხეთ “ბათუმელების” ახალ ნომერში. 

გაზაფხული მაღალმთიან აჭარაში

 

ფოტოები გადაღებულია დღეს, 15 მარტს, შუახევში სოფელ ბუთურაულში, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ბაზაზე არსებული “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” მოხალისეების მიერ. 

ბათუმის სტადიონი _ 11-დან 7 პროექტის პრეზენტაცია

 

 

ბათუმში დაგეგმილი სტადიონის მშენებლობის საპროექტო კომისიამ დღევანდელი მუშაობა დაასრულა. კომისიამ 11 პროექტიდან შვიდი პროექტი განიხილა, დარჩენილ ოთხ პროექტს კი ხვალ განიხილავს. 

19 მარტი – შემდეგი ავთანდილ ბერიძის გადაყენება იქნება

 

უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა ხუთშაბათს, 19 მარტსაა დაგეგმილი. საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე ირწმუნება, რომ ამ სხდომაზე დღის წესრიგში თავმჯდომარის – ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი დადგება. შესაძლოა მისი ადგილი “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ დაიკავოს, რომლის ვიცე-სპიკერად არჩევაც ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ გასულ კვირას გამართულ სხდომაზე არ აღიარა. ამას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. 

აჭარის საია-ს გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ გიორგი ხიმშიაშვილი აირჩიეს

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ბათუმში დღეს გამგეობის წევრებმა საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ გიორგი ხიმშიაშვილი ერთხმად აირჩიეს. გახდება თუ არა გიორგი ხიმშიაშვილი საიას თავმჯდომარე? – ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრები საიას სათაო ოფისში მიიღებენ.

 

გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

თუ ათი-თხუთმეტი წლის წინ 30 წლის ქალის ორსულობა დაგვიანებულად მიიჩნეოდა, დღეს ეს ზღვარი ხუთი წლით გადაიწია: „მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა ადამიანების ცხოვრება და მათი სოციალური ქცევა. ქალები გვიან თხოვდებიან, იწყობენ კარიერას და თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ 30 წლის ქალი უკვე ასაკოვანია პირველი მშობიარობისთვის, ახლა ეს ასე აღარ არის, დღეისთვის ბევრი 35 და 40 წლის ორსული გვყავს“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი კობა ქამაშიძე.

 

გენო გელაძე: ჯემალ ფუტკარაძის ამ ფორმით არჩევა კონსტიტუციის არცოდნა და უპატივცემულობაა

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძე რვა ხმით აირჩიეს. იურისტი და განათლების დოქტორი გენო გელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აჭარის კონსტიტუციით რვა ხმით თავმჯდომარის მოადგილის არჩევა შეუძლებელია.  გენო გელაძის შეფასებით, გამოდის რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ერთ ნაწილს  აჭარის კონსტიტუცია არ წაუკითხავს, ზოგიერთებმა კი რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან კანონს პატივი არ სცეს. 

„რედისონში“ სტადიონის მშენებლობის პროექტებს განიხილავენ

 

 

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“  სტადიონის მშენებლობის პრეზენტაცია-განხილვა მიმდინარეობს.

ნადირობა დელფინებზე – ლაზური ისტორიები

 

განთიადისას ლაზი მეთევზე უნისლო ზღვაზე ბადეს შლის და სათევზაოდ ემზადება. თუ ბადეს თევზი მოჰყვება, გემრიელი სადილიც იქნება. ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ანდეს ზღვას საკუთარი ბედი ლაზებმა. ზღვა აძლევდათ საკვებს, ლაზები იყვნენ კარგი ნაოსნები და სავაჭრო ურთიერთობებიც კარგად ჰქონდათ განვითარებული. 

ბათუმის მერის შეფასება დეპუტატისთვის კვერცხების სროლაზე

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი  პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ კვერცხები მას დღეს ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებმა – გიორგი თუშმანიშვილმა და მერაბ ღოღობერიძემ დაუშინეს. ეს პროცესი, მისი შეფასებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიერ არის მართული.

ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ ველოსიპედიდან გადმოვარდნის გამო ტაიმ-აუტი აიღო

 

 

44 წლის ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ ველოტური „საქართველო  მშვიდობისათვის“ დროებით შეწყვიტა. როგორც „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბრისას განუმარტა ის ველოტურში იმყოფებოდა, როცა 11 მარტს ქობულეთის ტრასაზე ველოსიპედიდან გადმოვარდა.

დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან კვერცხები დაუშინეს

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია დეპუტატ პეტრე ზამბახიძესა და ბათუმის მერიის დაქვემდებარეში მყოფი შპს ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

გია თავამაიშვილი ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის მხარდაჭერაზე

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გია თავამაიშვილის  განმარტება მედიასა და უნივერსიტეტში გავრცელებული ინფორმაციის – მის მიერ ბსუ-ს რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდაჭერაზე:

კვერცხების დაშენის ფაქტზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში კვერცხების დაშენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

ირაკლი ჭეიშვილი რექტორის არჩევნებში ჩარევაზე

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ბსუ-ს რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს ლობირებს, უნივერსიტეტში განხილვის საგანია. ამაზე საუბრობენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თვით აკადემიური საბჭოს წევრებიც კი. ირაკლი ჭეიშვილი ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ განმარტებას აკეთებს:

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს კვერცხები ესროლეს

 

რამდენიმე წუთის  წინ, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობსი ცენტრში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს. 

სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის წინააღმდეგ

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა თავართქილაძემ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბრძანება უკანონოდ მიიჩნია.

ბათუმში გორგილაძის ქუჩა გადაიკეტა

 

ბათუმში, გორგილაძის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხელახლა გადაიკეტა. გადაკეტილია გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებული გზის მონაკვეთი. 

შს სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის  განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

კალათბურთელების ოჯახი

 

 

გიორგი ოჩხიკიძე 10 წლისაა. ის კალათბურთს თამაშობს. ის გასულ წელს ორი წლით უფროსებს შორის 2002-წლიანთა საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. ნიკა (ნიკოლოზ) ოჩხიკიძე 9 წლისაა. ისიც კალათბურთს თამაშობს. ნიკა და გიორგი ძმები არიან და ბათუმის სასპორტო სკოლაში ვარჯიშობენ. გიორგი 2002-წლიანების ნაკრებშია, ნიკა კი – 2004-იანებში. მათი ერთერთი მწვრთნელი ყოფილი კალათბურთელი ლაშა ოჩხიკიძეა. ლაშა ნიკასა და გიორგის მამაა.

პეტრე ზამბახიძის კომენტარი უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ

 

„აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ  სცადა უხეშად დაერღვია რეგლამენტი,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ზამბახიძე. 

„გადადექი“, „გადადექი!“ – ავთანდილ ბერიძემ სხდომა დატოვა

 

უმაღლესი საბჭოსა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების წევრის სულხან ღლონტის განცხადებით, სხდომიდან წასული ავთანდილ ბერიძის ადგილი ახლად არჩეულმა ვიცე-სპიკერმა, ჯემალ ფუტკარაძემ დაიკავა, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა.   

აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დასრულდა [ფოტო]

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ სხდომათა დარბაზი სხდომის დასრულებამდე შეძახილებით “გადადექი” დატოვა. მისი მოვალეობა როგორც საბჭოს უხუცესმა წევრმა ჯერ მედეა ვასაძემ  შეასრულა, მას შემდეგ რაც დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძე აირჩიეს, სხდომას ფუტკარაძე წარუძღვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში ცხრა პროექტის განხორციელებას გეგმავს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ წარმომადგენლებმა, პროგრამის „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გულო სურმანიძემ, საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ქედაში წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

ვიცე-სპიკერად არჩეული ჯემალ ფუტკარაძე ავთანდილ ბერიძემ არ აღიარა

 

აჭარის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის ვიცე-სპიკერად ჯემალ  ფუტკარაძე აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე სულ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ვიცე-სპიკერის პოსტზე მედეა ვასაძე  წარადგინა, მედეა ვასაძემ კი „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა დაასახელა. კენჭისყრის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათილად გამოაცხადა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.      

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ქედაში

 

 

დღეს, 13 მარტს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქედის მუნიციპალიტეტში 2015 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას, რომელსაც ქედის საკრებულოსა და გამგეობის წევრებთან ერთად, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და თემის რწმუნებულები ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, სამინისტროს წარმატებასა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. 

ბათუმში ხუთი ბაღი სამი თვით წყვეტს მუშაობას

 

ბათუმში 5 ბაღი მუშაობას აჩერებს. მშობლების თქმით, რომელთათვისაც ეს სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით დასაქმებულებისთვის, ბაღების გაერთიანებამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ვერ ახერხებს ბაღების საკვებით უზრუნველჰყოფას. ბაღების გაერთიანებაში კი ამბობენ, რომ  ეს სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

შუახევის საკრებულოს წევრი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

 

შუახევის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან სოსლან ზოიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ის რომ პრემიერის განცხადებით შუახევის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვს, სინამდვილეს არ შეესაბამება. 

როსტომ ბერიძემ კანდიდატურა მოხსნა

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა როსტომ ბერიძემ  კანდიდატურა მოხსნა.  როგორც როსტომ ბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ის ახალ პროექტში იღებს მონაწილეობას. 

ბათუმის მერია ავტომობილებს 10 ათას ლარად დააზღვევს

 

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაზღვევაზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულებაა 10 830 ლარი. მერია 25 ცალ ავტომობილს დააზღვევს. ავტომობილების საბალანსო ღირებულება ჯამში 292 200 ლარია.

სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლა აცხადებს საჯარო აუქციონს

 

 

სსიპ ქალაქ ბათუმის #14    საჯარო სკოლა აცხადებს საჯარო აუქციონს, პირობებით . ბათუმში ინასარიძის .#11 მდებარე სკოლის შენობის 59.24 კვ.ბუფეტისათვის და 50 კვმ ხატვის წრის ფუნქციონირებისათვის საათობრივ რეჟიმში  იჯარის ფორმით სარგებლობისათვის.

      აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე, შაბათკვირის გარდა, 2015 წლის 12 მარტიდან 2015 წლის  7 აპრილის  ჩათვლით, 10 სთდან 17 სთმდე  სსიპ ქალაქ ბათუმის #14    საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის  კაბინეტში.

 

 

    აუქციონში მონაწილეობა, თანხის გადახდის  ვალდებულებები:

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად:

    ) 59.24 კვ. ბუფეტისათვისგადასახდელი ბე-853.20 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,ლიბერთი ბანკი  ანგარიშის # GE86LB0121137795843001  საწყისი წლიური საიჯარო ფასი  შეადგენს 2844  ლარს, ხოლო ბიჯის სიდიდე 10 ლარს

       ) 50 კვ. ხატვის წრის ფუნქციონირებისათვისგადასახდელი ბე-270 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,ლიბერთი ბანკი  ანგარიშის # GE86LB0121137795843001  საწყისი წლიური საიჯარო ფასი  შეადგენს 900   ლარს, ხოლო ბიჯის სიდიდე 10 ლარს                                              

       ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ

 

        აუქციონი გაიმართება 2015 წლის 9 აპრილს, 15 საათზე, .ბათუმი ინასარიძის .#11 მდებარე, სსიპ ქალაქ ბათუმის #14  საჯარო სკოლის შენობის I სართულზე, დირექტორის კაბინეტში.

 

 

     სააუქციონო პირობები:

 

1. ფართით სარგებლობისას მოხმარებული  ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა;

2. ფართების ყოველდღიური დასუფთავება და სხვა არსებული სანიტარული ნორმების დაცვა;

3. საიჯარო ქირის გადახდა  ყოველთვიურად, თანაბარწილადყოველი  თვის 28 რიცხვამდე.

4. ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლის საქმიანობას;

 

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმები:

 

1.  ვალდებულების აღება სააუქციონო პირობის დაკმაყოფილებაზე;

2. მაქსიმალური საიჯარო საფასურის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საიჯარო ქირას (ქონება ითვლება იჯარით გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა).

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

) განაცხადი; (მიიღებთ რეგისტრატორთან)

) ბე შეტანის და აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები;

) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი(ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ¬მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ¬რიდან;

) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს, ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ¬რიდან ბოლო მონაცემებით და ქონების იჯარით აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, გამცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

 

  დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე ქალაქი ბათუმი, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის I სართული. მობ.: 557 579247

სკოლა მოსწავლის პირად ცხოვრებაში

 

 

თემო 12 წლის იყო, როცა მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით „აღმზრდელობითი გაკვეთილი“ ჩაუტარა იმაზე, თუ რატომ არ უნდა გაებუტოს მამას, რომელიც მასთან ერთად აღარ ცხოვრობს. შემთხვევებს, როცა პედაგოგები უხეშად იჭრებიან მოსწავლის პირად სივრცეში, ხშირად აქვს ადგილი. როდის ეკრძალება მასწავლებელს მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა და რა შემთხვევებშია სკოლა ვალდებული რეაგირება მოახდინოს ფაქტებზე? 

 

Exit mobile version