ნეტგაზეთი • RU

აჭარის მთავრობა: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ

 

მედიის ცნობით, ტუნისში მდებარე ბარდოს მუზეუმში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ტუნისში იმყოფებოდა აჭარის სახელწიფო ანსამბლი და აჭარის მთავრობამ ანსამბლის წევრების უსაფრთხოების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექტს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ.  აჭარის მთავრობა მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი ფარსენაძესთან და პერმანენტულად იღებს ინფორმაციას ანსამბლის წევრების ადგილსამყოფელისა და პირობების შესახებ“.

 

უახლესი ინფორმაციით, ანსამბლის 104-ვე წევრი ამჟამად იმყოფება ლაინერ GMS-ზე, რომელიც დღეს დილით ბარსელონაში გაემგზავრა. ტუნისის პორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აჭარის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე”.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.