ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი – შენი წარმატებული მომავლისთვის


 

კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო, კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები, საერთაშორისო დონის სასწავლო საწვრთნელი ცენტრი, საწარმოო პრაქტიკისთვის საკუთარი გემი – „ელიტა“, უკაბელო ინტერნეტითა და საცხოვრებლად საჭირო ყველა კომფორტით უზრუნველყოფილი საერთო საცხოვრებელი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პირობებისა, რომელიც იმ სტუდენტებს დახვდებათ, რომლებიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გადაწყვეტენ სწავლას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.


 “სწორად არჩეული პროფესია არის საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი პირობა. განათლება, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, მაღალი ხარისხისაა და ამას ჩვენ კი არა, ის სერტიფიკატები და რეკომენდაციები მოწმობს, რასაც საზღვაო განათლების შემფასებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები გასცემენ. რაც მთავარია, უნივერსიტეტში ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, დაეუფლონ იმ პროფესიებს, რომლებიც მაღალანაზღაურებად და პერსპექტიულ სპეციალობებად არის მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში“ – ასე პასუხობს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია მიქელთაძე კითხვას, თუ რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა მათი უნივერსიტეტი.


ნათია მიქელთაძე
ნათია მიქელთაძე

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტის მენეჯმენტმა, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა, სწავლის გადასახადი შეამცირა. ნათია მიქელთაძის თქმით, ხშირად არჩევანის გაკეთებისას როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური საკითხი და სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საბაკალავრო პროგრამებზე საზღვაო მიმართულებით სწავლის გადასახადი შეემცირებინა სასწავლებლის არსებობის მანძილზე პირველად: „თუ ჩვენთან აქამდე სწავლის გადასახადი იყო 2800 ლარი, 2015-2016 წელს ჩარიცხული სტუდენტები გადაიხდიან 2500 ლარს წელიწადში.“


უნივერსიტეტს აქვს სიახლეები საერთაშორისო ურთიერთობის კუთხითაც: ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი ახალი პროგრამის შესახებ შეიტანა განაცხადი. პროგრამა ქართულ-უკრაინულია და მომზადებულია ნავიგაციის უნივერსიტეტისა და უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად. პროგრამის სახელწოდებაა „გემის ენერგეტიკული დანადგარები“. ახალი პროგრამა ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი _ სტუდენტთა გაცვლის ნაწილია, ანუ საქართველოში ჩარიცხული სტუდენტები რამდენიმე სემესტრს ისწავლიან უკრაინაში, ხოლო იქაური სტუდენტები _ ბათუმში. ამ პროგრამის საბოლოოდ გავლის შედეგად კურსდამთავრებული მიიღებს ორ დიპლომს, რაც კიდევ ერთი დამატებითი ინდიკატორი იქნება კურსდამთავრებულთა დასასაქმებლად.


განსაკუთრებული სიახლე აქვს უნივერსიტეტის ლოგისტიკის ფაკულტეტს, რომელიც ასევე ახალი საერთაშორისო მიღწევაა. ფაკულტეტის წარმომადგენლები მიმდინარე წლის მარტში მიიღებენ მონაწილებას სლოვაკეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზედაც ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი ხელს მოაწერს ბნსუ-ს (საქართველო), ჩერნიგოვოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (უკრაინა) და ბალუდიანსკის აკადემიურ საზოგადოებას (სლოვაკეთი) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს; ხოლო მიმდინარე წლის მაისში ნავიგაციის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბათუმში მასშტაბურ და წარმომადგენლობით კონფერენციას დარგის სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე დასწრებისა და წარმოჩენის საშუალება ექნებათ სტუდენტებსაც, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ კომპეტენციას ამ სფეროში.


„ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი – ახალგაზრდა აუცილებლად სახელმწიფო სასწავლებელში უნდა ჩაირიცხოს, რომ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს. სხვადასხვა სასწავლებელში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუკი არსებობს განსხვავება სახელმწიფო და კერძო სასწავლებელს შორის, ეს განსხვავება მხოლოდ კერძო უნივერსიტეტის სასარგებლოდაა. დაწესებულება, რომლისთვისაც სტუდენტი შემოსავლის ძირითადი წყარო და საშუალებაა, ყოველთვის იქნება მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას სტუდენტს, უკეთესი სპეციალისტი გაზარდოს, მის პროფესიონალიზმში ჩადოს მთელი თავისი რესურსი, რათა სამომავლოდ კიდევ მეტი და მეტი სტუდენტი მოიზიდოს. ამიტომ, ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას მოვუწოდებ ისწავლონ ჩვენთან, ჩვენ კი ვპირდებით, რომ სტუდენტი, რომელიც ჩვენთან ისწავლის, გახდება პროფესიონალი, დასაქმებული და წარმატებული მოქალაქე“ – ამბობს ნათია მიქელთაძე.



ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი – უზრუნველყავი შენი მომავალი – ისწავლე ჩვენთან!

მის.: თამარ მეფის გამზირი #38 დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +995 790 292525

ან ეწვიეთ ვებგვერდს: www.bntu.edu.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
[რეკლამა]