Batumelebi | N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა – Batumelebi
RU | GE  

N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

 

აჭარის განათლების სამინისტრომ, ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან (2015-2016 წწ) სახელმწიფო შესყიდვაზე, ტენდერი გამოაცხადა.

 

 

პროექტის მიხედვით არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დამოუკიდებელი 4-სართულიანი შენობა. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება საკლასო ოთახები, ხოლო მეოთხე სართულზე სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობაში განთავსდება ასევე სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში ასევე დამონტაჟდება სამგზავრო ლიფტი. 

 

N1 სკოლის, ახალი კორპუსის მშენებლობა 2016 წლის 1 სექტემბრამდე  უნდა დასრულდეს.

 

ელექტრონული ტენდერი (SPA150011395) განათლების სამინისტრომ, 16 აპრილს,  ქვეპროგრამის – “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში  გამოაცხადა.
 
 
 
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 273 609 ლარით განისაზღვრება. წინადადებების მიღება 2015 წლის 7 მაისს 13 საათსა და 30 წუთზე დამტავრდება.
 
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"