ნეტგაზეთი • RU

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ჰესის მშენებლობაზე ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

გუშინ ხულოში, ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრები 25 წლის პაატა იაკობაძეა. მეორე გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. დღეს გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მშენებარე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

პაატა იაკობაძე
პაატა იაკობაძე

„კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 17 აპრილს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების გარდაცვალების და დაშავების გამო. ვუსამძიმრებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა და დაზარებულთა ოჯახებს.

 

ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროექტის მშენებლობის პროცესში თითოეული დასაქმებული ადამიანის შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვა. ჩვენ შეგვძრა ამ უბედურმა შემთხვევამ და პროექტის გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო შიდა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით.

 

ამ მომენტისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და პროექტის გუნდი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. დამატებითი განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაკეთდება ზემოთაღნიშნული მოკვლევის დასრულების შემდგომ“.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.