ნეტგაზეთი • RU

ქართველ მუსლიმთა კავშირის ფორუმი – ”რელიგია და მშვიდობა”

 

18–19 აპრილს ბათუმში საერთაშორისო ფორუმი – „რელიგია და მშვიდობა გაიმართება“. კონფერენცია წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მისი მიზანია  რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავება. ასევე ფორუმის მონაწილეები შეეცდბიან წარმოადგინონ რელიგიების დამოკიდებულება და როლი მშვიდობის საკითხში. 

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: „მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში “.

ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები. კონფერენციას ასევე დაესწრება ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის ფორუმის“ ხელმძღვანელი იოჰან კანდელინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი და აშშ–სა და თურქეთის ელჩები საქართველოში.


წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით. 

ფორუმი 18 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „შერატონში“, პრესკონფერენციით გაიხსნება და დასრულდება 19 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საზეიმო ღონისძიებით.

კონფერენციის ორგანიზატორია „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, პარტნიორი ორგანიზაციების – „პირველი ნაბიჯის ფორუმი – ევროპას“, „ევროპის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ამერიკული საბჭოები – ღია სამყაროს“ მხარდაჭერით.

კონფერენციაზე პირველ დღეს დასწრება შეზღუდულია, ხოლო მეორე დღეს – თავისუფალი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.