Batumelebi | სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს დარღვევებით სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს დარღვევებით – Batumelebi
RU | GE  

სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს დარღვევებით


დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“ ბათუმის უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების თემას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექტს. 

 

„ამა წლის მიმდინარე სემესტრში, კონკრეტულად 5 მაისს დანიშნულია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.


სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივა” მონაწილეობას იღებს ამ არჩევნებში, ვინაიდან ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას წარმოედგენს საუნივერსიტეტო სივრცეში ჯანსაღი პროცესების წარმოება.


სტუდენტური თვითმმართველობის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, თუ როგორ იყენებდნენ წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვითმმართველობას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად და სამართავად, რისი დამსახურებაცაა სტუდენტებში კომფორმიზმისა და ინდეფერენტული დამოკიდებულების გაღვივება, რამაც ხელი შეუწყო არასოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას და სტუდენტთა მასების გათიშვას მიმდინარე პროცესებისგან.


რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს, პროცესები მიმდინარეობს გაუმჭირვალედ და რიგი დარღვევებით, რომელის გამოიხატება შემდეგში:


1). ქვოტების არათანაბარი გადანაწილება ფაკულტეტებს შორის, მაგ: მენეჯმენტის სპეციალობა სადაც სწავლობს დაახლოებით 300 სტუდენტი გამოყოფილია 3 მანდატი, ხოლო სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობაზე სადაც სწავლობს დაახლოებით 20 სტუდენტი ასევე გამოყოფილია 3 მანდატი. ყოველივე ეს კი ლოგიკას მოკლებილია და ბუნდოვანია მანდატების განსაზღვრის პრინციპი.


2). გაურკვეველია ახალი დებულების მიღების სამართლებრივი საფუძველი, (ვინ შექმნა, ვინ დაამტკიცა). 


3). ცესკოს დებულების მიხედვით კანდიდატს ხმას აძლევს ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო ცესკოს დადგენილების მიხედვით ხმის მიცემის უფლება აქვს კონკრეტული სპეციალობის სტუდენტს.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პრობლემაა წინა საარჩევნო, სააგიტაციო და შუალედური გამოცდების პერიოდის დამთხვევა, რაც ქმნის არახელსაყრელ გარემოს იმისათვის, რომ კანდიდატებმა აწარმოონ ჯანსაღი სააგიტაციო პროცესები.


ყოველივე ზემოთ მოხსენებულიდან გამომდინარე სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივა” მიიჩნევს, რომ დროულად უნდა აღმოიფხვრას ყველა პროცედურული დარღვევა და მოექცეს სამართლებრივ ნორმებში და მეორეს მხრივ საარჩევნო სუბიექტებისათვის უნდა შეიქმნას დემოკრატიული სარჩევნო გარემო, რაც გულისხმობს, რომ მათ მიეცეთ საშუალება არასაგამოცდო პერიოდში, სალექციო კვირის დღეებში, შეხვდნენ სტუდენტებს სააგიტაციო პროცესების წარმოების მიზნით. აქედან გამომდინარე კი არჩევნების დღე უნდა განისაზღვროს 10-დან 15 მაისამდე შუალედში.“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"