ნეტგაზეთი • RU

ჰესის მშენებელი კომპანია თანამშრომლების გარდაცვალებაზე: დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

 

გუშინ, 17 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია ,,აგე ბათუმის“ განცხადება ავრცელებს. გუშინ, ხულოში, ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრები 25 წლის პაატა იაკობაძეა. მეორე გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. ,,აგე ბათუმი“ ჰესების მშენებარე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანიაა. „აგე ბათუმის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

შუახევჰესი
შუახევჰესი

„17 აპრილს საღამოს დაახლოებით 7 საათზე დიდაჭარის სამშენებლო მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი კომპანიის ,,აგე ბათუმის“ ორი თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე პაატა იაკობაძე და თურქეთის მოქლაქე აჰმედ ჩაქმაქი, ხოლო დაშავებული თენგიზ პაქსაძე მკურნალობას განაგრძობს ბათუმის სამედიცინო ცენტრ ,,მედინაში“.

 

ენ ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს. კომპანიის უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს და შესაბამისად, მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან.

 

ამასთან, კომპანია სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების წინაშე. კომპანია მოახდენს დაზარალებული ოჯახების სათანადო კომპენსირებას და ყველა ღონეს იხმარს, რომ დაშავებული თენგიზ პაქსაძე ძალიან მალე დაუბრუნდეს ჩვენს გუნდს“. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge