ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოების ხელმძღვანელებს, ასევე აცრებზე პასუხისმგებელ პირებს წარუდგენს ანგარიშს – „აჭარაში მართვადი ინფექციების მიმართ აცრებით მოცვის მაჩვენებლების შესახებ“.
იმუნიზაციას დაქვემდებარებული სამიზნე მოსახლეობის შესახებ ამცრელი უბნებიდან წარმოდგენილი სტანდარტული ანგარიშის საფუძველზე, 2014 წელს ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა 1 წლამდე ასაკის 5992 ბავშვი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ შეხვედრის მიზანია, იმუნიზაციის აქტუალობის შესახებ კიდევ ერთხელ ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის, მედიისთვის, მოსახლეობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის.
საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება – იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდითა და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით.