ბათუმის ”დინამო” ევროპის ლიგისთვის ემზადება

 

 

ბათუმის „დინამო“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. გუნდმა  ბათუმში დაწყებული ვარჯიშები თურქეთში, ქალაქ კერტეპეში 10-დღიანი საწვრთნო შეკრებით გააგრძელა, სადაც სამი შეხვედრა ჩაატარა. 5:4 სძლია სომხურ კლუბს „ულისეს“, ფრე 2:2 დაამთავრა რუმინეთის „იასთან“, ხოლო რუსეთის „ამკართან“ 1:0 დამარცხდა. ბათუმსა და ტურნირში მისი პირველი მოწინააღმდეგის, კვიპროსის „ომონიას“ შეხვედრა 2 ივლისს, 20 საათზე, ზესტაფონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი კვიპროსში 9 ივლისს შედგება.


 

როგორ ემზადება გუნდი ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის? „ბათუმელები“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს ასლან ბალაძეს ესაუბრა.


როცა ქალაქში ისტორიის კვალი იშლება – დისკუსია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე

 

25 ივნისს ბათუმის რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მიეწოდება თუ არა ქობულეთს წყალი შეუფერხებლად

 

სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭაბურღილები მოეწყო. ორი ჭაბურღილის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 000 ლარი დაიხარჯა. შპს „ქობულეთის წყალკანალის“ დირექტორის განცხადებით, წელს ქობულეთში წყლის მიწოდებაში მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება.

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სარფის საბაჟოზე

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. 

მუხრან ვახტანგაძე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

 

დღეს, პირველ ივლისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მუხრან ვახტანგაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 23 ივნისის #51 ბრძანებით დაინიშნა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 

ასოცირების ხელშეკრულების გამოწვევები

 

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო დისკუსია თემაზე -“ევროკავშირი”. რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება და როგორ ასრულებს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანო ამ დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს – სტუდენტებს ამ თემაზე ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ესაუბრა.

ბათუმის პლაჟზე მამაკაცი დაჭრეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პლაჟზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა საღამოს მოხდა.  შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  საგამოძიებო მოქმედებები 118-ე მუხლით მიმდინარეობს – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

რატომ გვეშინია ევროპელობის

 

რატომ გვეშინია ევროპელობის, რა არის ევროპელობა, ევროპული ღირებულებები – ამ თემაზე დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”ორგანიხებით ბათუმში. მომხსენებელი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

აქციები და დაბალი ფასები კომპანია “სალვუს დეველოპმენტისგან”

დეველოპერულ კომპანია „სალვუს დეველოპმენტს“, რომელიც მომხმარებლებს საცხოვრებელ სახლს ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა გარემოში სთავაზობს, ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე აქცია აქვს. აქციაში ჩართვის შემთხვევაში, მყიდველი ბინას განსაკუთრებით დაბალ ფასში შეიძენს.        

    

შს სამინისტრომ გარყვნილი ქმედებისთვის ძებნილი დააკავა

 

შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის აეროპორტში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას 1971 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს“.

ბინა 7-შვილიან ოჯახს

 

დღეს ბათუმში მცხოვრებ ერთ-ერთ 7-შვილიან ოჯახს 125 კვ.მეტრი საცხოვრებელ ფართობს გადასცემენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიალში მონაწილეობს ქალაქის მერი – გიორგი ერმაკოვიც. ბათუმის მერიაში მოქმედი პროგრამა ყველა იმ ოჯახისთვის ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინის გადაცემას, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული 2013 წლის 1 იანვრამდე და მე-7 შვილი შეეძინება.

„დინამო“ – „ომონია“ – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

 

 

  ხუთშაბათს, 2 ივლისს, 20.00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმის “დინამოსა” და ნიქოზიის “ომონიას” შორის. 

ქართველი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებში



  ბაქოში სპორტის ისტორიაში პირველად ევროპის ოლიმპიური თამაშები „ბაქო 2015“ მიმდინარეობს. მასში საქართველოდან 105 სპორტსმენი – 73 კაცი და 32 ქალი მონაწილეობს. პირველი მედალი ამ ისტორიული თამაშებიდან საქართველოს მშვილდოსნებმა – ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვეს. ყველაზე მოულოდნელი კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ასპარეზობა აღმოჩნდა – მათ ვერც ერთი საპრიზო ადგილი ვერ დაიკავეს. ინციდენტი მოხდა თავისუფალი სტილით ასპარეზობის დროს, რის გამოც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თამაშებიდან მოხსნეს და „ბაქო 2015“-ის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.

50-დან 500-ლარამდე ჯარიმა ბულვარის დანაგვიანებისთვის

 

ბულვარის დანაგვიანების წინააღმდეგ წელს ადმინისტრაცია კამპანიას უკვე ააქტიურებს. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ზირაქაშვილს აქვს მოლოდინი, რომ საინფორმაციო კამპანია და შემოღებული საჯარიმო სანქციები საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს. ბულვარის დაბინძურებისთვის მინიმალური ჯარიმა წელს 50 ლარი იქნება, მაქსიმალური – 5000.  ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს გიორგი ზიაქაშვილი პასუხობს.

ბათუმში სპორტულ ცეკვებში ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

 

 

  2015 წლის 4-5 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ დიდ სამეჯლისო დარბაზში საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში „Batumi Open 2015“ ჩატარდება.

30 ივლისს ბათუმში Adjara Fashion Week 2015 გაიხსნება

 

2015 წლის 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით საცხოვრებელი კომპლექსის „Palm Apartments“-ისა და ღია საცურაო აუზის ტერიტორიაზე პირველად აჭარასა  მოდის კვირეული “Adjara Fashion Week”, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაცია “FASHION GROUP”-თან ერთად.

მესაზღვრეებისთვის აჭარაში 350 კუბ/მ შეშა მოიჭრება

 

 შეშით მომარაგდება ხიხაძირის, ჩირუხის, ტბეთის, ქედის, გორგაძეთის, კირნათისა და სარფის სასაზღვრო დაცვის 21 ობიექტი. ხე–ტყის დამზადებაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1-მა სამმართველომ [ბათუმი] ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

ხელისუფლების მიერ ლობირებული სამშენებლო ბიზნესი – “ბათუმელების“ მთავარი თემა [ანონსი]

 

2013 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოსა და მერიას კონკრეტული პროექტის K2-კოეფიციენტის გაზრდაზე, რაც უმეტესწილად დაგეგმილი ან მიმდინარე მშენებლობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, შუამდგომლობით 95-ჯერ მიმართა. 

სასწრაფოდ იყიდება ბინა გორგილაძის ქუჩაზე

 

ბათუმში, გორგილაძის (გორკის) ქუჩაზე სასწრაფოდ იყიდება ოროთახნახევრიანი ბინა პირველ სართულზე. ბინა მდებარეობს სკოლა „ევრო2000“-ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსში, ქალაქის ცენტრში. 


ფასი: 35 000 $ 


ტელეფონი: 599 44 96 54 

იყიდება სახლი სოფელში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთით

 

ლანჩხუთის რაიონის სოფელ არჩეულში იყიდება კაპიტალური სახლი, 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთით, ხე-ტყით, ბუნებრივი წყაროებით. მდინარის პირას, 6 000 კვმ მიწა ვაკეზე.

კონსულტაცია ცნობილ ექიმებთან კლინიკა ინ ვიტროში

 


 შაბათ, 20 ივნისს, კლინიკა ინ ვიტროს ბათუმის ფილიალში თბილისიდან  ჩამოსული ექიმთა  ჯგუფი  შემდეგი სახის კონსულტაციებს გამართავს: 

 

ბულვარის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საზაფხულო სეზონის ძალაში შესვლის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს იმ ჯარიმების შესახებ, რომელიც ბულვარის დანაგვიანების შემთხვევაში მათ მიმართ იქნება გამოყენებული.

ვის შეუძლია გახდეს კვერცხუჯრედის დონორი

 

ფორუმებსა თუ ფეისბუქგვერდებზე ბოლო დროს სულ უფრო ხშრად შეხვდებით  განცხადებებს „კვერცხუჯრედის დონაციის“ შესახებ, რომლის სანაცვლოდაც მაღალ კომპენსაციას – 2000-3000 ლარს სთავაზობენ ქალს. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა პროცედურაა კვერცხუჯრედის დონაცია, რისთვის და ვისთვის კეთდება ის და ვის შეუძლია გახდეს დონორი.

ინტერვიუ ბსუ-ს ახალ კანცლერთან

 

გასულ კვირას ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის კანცლერად ჯემალ ანანიძე აირჩიეს. ახალი კანცლერი ინტერვიუში თავის გეგმებზე ჰყვება.

გამოფენა კულტურის ცენტრში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, პოეტის და რეწვის ოსტატის ვარდო დევაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  

ოპერის მომღერალი: ჰიტლერია საჭირო ამათთვის

 

დღეს, 29 ივნისს სოციალურ ქსელში ბათუმის საოპერო სტუდიის მომღერალის, ინგა ჯახუტაშვილის ჰომოფობიური სტატუსი გავრცელდა, სადაც ის ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას აკრიტიკებს. „ჰიტლერია საჭირო ამათთვის [ჰომოსექსულებისთვის], ეს ავადმყოფები და გაურკვეველი სქესის ხალხი“, – წერდა მომღერალი, გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტის, მანანა ძიძიშვილის ფეისბუკ გვერდზე. კომენტარი სტამბულში პოლიციის მიერ გეი პრაიდის გამართვის ხელის შეშლის ფაქტს უკავშირდებოდა. მოგვიანებით ინგა ჯახუტაშვილის სტატუსი ფეისბუკ გვერდიდან წაიშალა. „ბათუმელები“ სტატუსთან დაკავშირებით მომღერალს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

ქედის სასპორტო სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა

 

 

  დღეს, 29 ივნისს, ქედის სასპორტო სკოლაში, გურამ ჯიჯავაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის ფინალური თამაში გაიმართა.

3 ივლისს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს

 

3 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტი  – „მე ვარ თბილისი“, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა მხარდამჭერი საქველმოქმედო ტელემარათონის ფარგლებში ტარდება. 

 

სინერჯი ჯგუფი ზაფხულში, აჭარაში მოქმედ ორგანიზაციებს სტრუქტურის განვითარებაში დახმარებას სთავაზობს

 

<!** Image 2 align="" width="350" height="2208" >აჭარის რეგიონის იმ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს, რომელთაც სტრუქტურის გაძლიერების საჭიროება აქვთ, სინერჯი ჯგუფი სთავაზობს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებაში დახმარებას. შეთავაზება გულისხმობს ორგანიზაციაში თანამშრომლებს შორის  პასუხისმგებლობების, ძალაუფლებისა და როლების იმგვარად გადანაწილებას და კომუნიკაცია-კოორდინაციის ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც მათ ბევრად უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მერიამ „შინმოვლის“ პროგრამა სამჯერ დისკვალიფიცირებულ სამშენებლო კომპანიას მისცა

 

დღეს 29 ივნისს, კოალიცია – „შინმოვლა საქართველოში“ ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეხვედრას მართავს. შეხვედრის მიზანი შინმოვლის მუნიციპალური პროგრამისთვის სამოქალაქო მონიტორინგის შექმნას ითვალისწინებს.   კოალიციის ხელმძღვანელის განცხადებით, „შინმოვლის“ პროგრამაში ბათუმის მერიამ სამშენებელო კომპანიას გაამარჯვებინა, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სამჯერ დისკვალიფიკაცია მისცა. 

„ბათუმის ბულვარი “ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

 

„ბათუმის ბულვარ“-მა  საკურორტო სეზონთან დაკავშირებით დანაგვიანების წინააღმდეგ  საინფორმაციო კამპანია „შეინარჩუნე სუფთა ბულვარი“- დაიწყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირში იასპარეზებს



  29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ლონდონის ერთ-ერთ რაიონში – უიმბლდონში ჩოგბურთის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელიც უიმბლდონის ტურნირითაა ცნობილი და რომელიც წარმოადგენს დიდი სლემის ოთხი ტურნირიდან ერთ-ერთს.

„აი სი ჯგუფის“ შეთავაზება აჭარის სასტუმროებს

 

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე პირველად, კომპანია „აი სი ჯგუფმა“ სპეციალურად აჭარაში მოქმედი სასტუმროებისთვის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტები შემოიტანა. პროექტი ითვალისწინებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაზღვევას აჭარის ტერიტორიაზე მომხდარი ნებისმიერი ამბულატორიული  შემთხვევის დროს. 

მემორანდუმი სოფლის სკოლებში სანიტარული ნორმების გასაუმჯობესებლად

 

დღეს 29 ივნისს, საქართველოს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს უჩივლებს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე  წერს, რომ ის აპირებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.  დავის საგანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „PS“ გასული  სიუჟეტია, სადაც ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს სარფის საბაჟოზე, ავტომანქანით ნარკოტიკების შემატანაში ადანაშაულებს. 

Exit mobile version