დაახლოებით 20 საათზე ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 22 წლის მამაკაცი დაჭრეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანა. ამ წუთებში დაზარალებულს ოპერაცია უტარდება.
“ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციაში რამდენიმე ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასგულისხმობს.