სიახლეები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხვალ ბათუმში ჩამოვა

13.07.2015
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხვალ ბათუმში ჩამოვა

 

 

დონალდ ტუსკი

 

ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ეს არის დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში.

„ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც ორი დღის წინ საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევას უკავშირდება. საქართველოს პრზიდენტის ყველა საერთაშორისო შეხვედრა იწყება ამ საკითხების განხილვით და, ბუნებრივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და ორი დღის წინ შექმნილი ვითარება, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების დღისწესრიგის შესრულებას, და ზოგადად, რიგის სამიტის შედეგების იმპლემენტაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე.

 

15-16 ივლისს კი დონალდ ტუსკი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში გამართავს.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი შეხვედრებს თბილისშიც გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური  პარტიების ლიდერებს შეხვდება.

 

დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს  გვირგვინით შეამკობს.

 

საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრები, 15 ივლისს, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: