სიახლეები

დღეს ბათუმში:მონოპიესა – წყლის პირას, მურყნის ჭალაში

13.07.2015
დღეს ბათუმში:მონოპიესა – წყლის პირას, მურყნის ჭალაში

 

პაატა ციკოლიამ ლია ლიქოკელის პიესაში ასახული ძალზედ ემოციური და მძაფად ტრაგიკული ამბავი სიყვარულის ახსნის წარმოუდგენელ ხერხად აღიქვა და ამ ტექსტზე საუბრისას აღნიშნა: 

„ვიდრე გაიგებთ, ვინ არის პერსონაჟი და რაზეა ამბავი, წარმოიდგენთ ყველა ტიპიურ მელოდრამატულ პრობლემას, რომლებიც ასე მოდაშია ახლა – მატერიალური სიდუხჭირე, სოციალური უთანასწორობა, გასაჭირი და უბედურება, ფსიქიური აშლილობა, გარიყულობა, სოფლის სისასტიკე, და კიდევ რამდენი სხვა… მაგრამ  ეს ტექსტი არცერთზე არ არის! 

ეს არის უიმედობაზე და ტრაგიკულ სინამდვილეზე, რომლის ტყვეებიც ვართ ყველა, ყველა ვართ საკუთარი ილუზიების ტყვეობაში.
ვინც ბოროტი გვგონია, არ არის ცუდი და ბოროტი. ვინც კეთილი – არც ის არის კეთილი.  ვინც ცოცხალი გვგონია, სინამდვილეში სულაც არ არის ცოცხალი.

აქტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით ბოროტებად გეჩვენება, სულ სხვა შინაარსის მატარებელი აღმოჩნდება… ” 
პაატა ციკოლიას დადგმა ბათუმში მხოლოდ ერთხელ გათამაშდება. მხოლოდ ერთხელ აეხდება ფარდა ლია ლიქოკელის მონოპიესის ფორმით დაწერილ ერთი ადამიანის ცხოვრებისულ დრამას. ერთი ქალის ამბავს, რომელიც სინამდვილეში ზოგადად ჩვენი საზოგადოების და ამ საზოგადოებაში მყოფი ზოგადად ქალის ასევე ზოგად ბედს გავს. 
 

პაატა ციკოლია – ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი. სხვადასხვა დადგმების ავტორი თბილისის და საქართველოს რეგიონულ თეატრებში. მიმდინარე პრემია/კონკურსის “დურუჯის” ნომინანტი საუკეთესო პიესების ნომინაციაში. 

 

ლია ლიქოკელი – პოეტი. პრემია 2014 წლის “საბას” ლაურეატი. 2013 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: