სიახლეები

დონალდ ტუსკის ვიზიტი გადაიდო

13.07.2015
დონალდ ტუსკის ვიზიტი გადაიდო

 

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დუნდუამ განაცხადა.

 

“ვიზიტი არ გაუქმებულა, გადაიდო იმ მოვლენების გამო, რაც ახლა ევროპაში მიმდინარეობს, საბერძნეთთან დაკავშირებით, ევროზონასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები ბრიუსელში და მისი ყოფნა აუცილებელი იქნა იქ და ამიტომ ეს ვიზიტი გადაიდო. როგორც მისი სამდივნოდან გვაცნობეს, უახლოეს დღეებში შეთანხმდება ახალი თარიღი, რომელიც იქნება ძალიან ახლო მომავალში.”

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო.  დაგეგმილი იყო მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ტუსკი ასევე უნდა ჩასულიყო სოფელ ხურვალეთში, სადაც 10 ივლისს საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი აღმართეს რუსმა სამხედროებმა, რომლის შემდეგაც ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: