დღეს 18:00 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ლუკ ბესონისა და ველური ბუნების ცნობილი ფოტოგრაფის იან არტრუს-ბერტრანის ერთობლივი დოკუმენტური ფილმი – „სახლი“.
ფილმი ჩვენს პლანეტას და მის ეკოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება. გადაღებები 18 თვის განმავლობაში მსოფლიოს 53 ქვეყანაში მიმდინარეობდა.
კინოჩვენების მასპინძელია ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი.
ჩვენება რუსულ ენაზეა დასწრება თავისუფალია.