ნეტგაზეთი • RU

’’ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი’’ სტუდენტებისთვის

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი „ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკში“ მოხვედრის მსურველი სტუდენტების რეგისტრაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში კონკურსის სახით შეირჩევა 50 სტუდენტი, რომლებიც 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ახალციხის მუნიციპალიტეტში-აწყურში გაემგზავრებიან.

 

 

 

ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ხასიათის აქტივობები. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება შემდეგი სახის ტრენინგ-სემინარები:

პროექტის წერა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; პრეზენტაბელურობა; კომუნიკაბელურობა; მოხალისეობა; ლიდერობა; ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა (რომლებიც სწავლობენ აჭარაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში), სამოტივაციო წერილი და განაცხადი საცხოვრებელი მისამართის, უმაღლესი სასწავლებელისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: banaki2015@dsy.gov.ge.

 

რეგისტრაცია გრძელდება 2 აგვისტოს ჩათვლით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები”