ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულების – ჯონი ცინცაძისა და გიორგი გაბისონიას სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედებათ. საქმეში დაზარალებულის სტატუსი პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს აქვს მინიჭებული.
ბათუმელები
ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულების – ჯონი ცინცაძისა და გიორგი გაბისონიას სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედებათ. საქმეში დაზარალებულის სტატუსი პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს აქვს მინიჭებული.
რა გამოწვევისა და პრობლემების წინაშე დგას მედია დღეს? – “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და NED-ის მხარდაჭერით ამ თემაზე დისკუსია ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციას 70-ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი ესწრება. მოწვეული უცხოელი და ქართველი სპიკერები სუბრობენ კორპორაციულ სადაზღვევო სქემებზე, ამ სქემების გავლენაზე თანამშრომელთა ლოიალობასა და მოტივაციაზე ასევე HR სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და სიახლეებზე.
ბათუმი 10.10.2015 [თედო ჯორბენაძის ფოტოები]
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა, განსაკუთრებით გერმანიიდან და აშშ-დან. გერმანული და ამერიკული ავტომობილები იაპონიიდან შემოტანილმა ჩაანაცვლა. როგორც ავტომოვაჭრეები ამბობენ, ლარის კურსის ცვლილება ამ ბიზნესზე ნაკლებად აისახა, თუმცა, გაყიდვების მაჩვენებელმა იკლო. ბაზარსა და ფასებზე ნეგატიურად უფრო მარჯვენასაჭიან და 2002 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოტანაზე მოსალოდნელი შეზღუდვები აისახება. მითუმეტეს, რომ 2017 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერებაც სავალდებულო ხდება.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძო სახლიდან ნოუთბუქი მოიპარეს. ბრალდებული დაზარალებულის მიერ ამოცნობის შემდეგ დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებამდე დაზარალებულისა და ბრალდებულის დაკითხვა მოწმის სტატუსით ერთ ოთახში მიმდინარეობდა. ნოუთბუქის ღირებულება დაახლოებით 1500 ლარია, ბრალდებული თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს.
პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები, გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის მერიის პროგრამასთან – „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” – დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროგრამა ხარვეზებით მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი უკვე სამი კვირაა დაიწყო, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში ფიზიკის გაკვეთილები ჯერ არ ჩატარებულა – სკოლას ამ საგნის მასწავლებელი არ ჰყავს. გარდა ამისა, სკოლაში ზოგიერთ კლასში არც ინგლისურის გაკვეთილი ტარდება და არც მათემატიკის. სკოლის დირექტორი დავით მიქელაძე განმარტავს, რომ ინგლისურისა და მათემატიკის საგნის პედაგოგები ჰყავთ, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით.
ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სკოლა ბათუმის #6 საჯარო სკოლაში მესამე წელია ფუნქციონირებს. ამავე სკოლაში გახსნილია ფიზიკა-მათემატიკის დამოუკიდებელი ცენტრიც, სადაც 300-მდე ბავშვი სწავლობს. რა პერსპექტივა აქვს ამ სკოლას ბათუმში და რატომ ისწავლება ფიზიკური სიდიდეების აღმნიშვნელი ნიშნები განსხვავებულად სხვადასხვა სკოლაში.
12-14 ოქტომბერს, 11-დან 16 საათამდე, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში ისრაელიდან მოწვეული ექსპერტები მესათბურეობით დაინტერესებულ ფერმერებსა და სპეციალისტებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე 514 64 40 40.
ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მაგალითად, ბათუმში? – პოლიციის მაღალ თანამდებობაზე მყოფი მოხელეების შესახებ მწირი ინფორმაცია იძებნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სახელები და გვარები ცნობილია. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი ბათუმში თავისი გუნდით 6 თვის წინ ჩამოვიდა. ჩაკეტილი სივრცის მიუხედავად, ამ გუნდის მუშაობაზე უკვე გაჩნდა რამდენიმე ინფორმაცია, რაც ძალადობასთან ასოცირდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამ დროისთვის ქობულეთში დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და არსებულ მდგომარეობას პირადად ეცნობა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მანამდე კი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიასთან ბრძოლის შტაბის წევრებს რეგიონის პირველი პირი ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ თხილაიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე აჭარის საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
ძველ ბათუმში, გორგასლის ქუჩის #1-ში ბათუმური არქიტექტურით ნაგებ, ლამაზ შენობას შენიშნავთ. ეს სასტუმრო „ძველი ქალაქია“ – Old Town, მაღალი კლასის მომსახურებით, მყუდრო ნომრებითა და ღია და დახურული ტერასებით, რომლებიც ძველ ბათუმს გადაჰყურებს. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, მიირთვათ უგემრიელესი კერძები, დააგემოვნოთ კოქტეილები და ბათუმის ხედებით დატკბეთ.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მეწყრული პროცესების გამო ხუთი ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მაშველებმა გაიყვანეს. სტიქია მოსახლეობას პრობლემებს ქობულეთშიც უქმნის.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მეწყრული პროცესების გამო ხუთი ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მაშველებმა გაიყვანეს. სტიქია მოსახლეობას პრობლემებს ქობულეთშიც უქმნის.
გუშინ, 7 ოქტომბერს, სოფელ მუხაესტატეში ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. გია გოგიტიძეს ქრთამის აღება და ქრთამის მოთხოვნა ედება ბრალად. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან თურქეთის მოქალაქეს 4 ათასი ლარი გამოსძალა, ხოლო 16 ათას ლარს დამატებით სთხოვდა.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან სტადიონამდე მოძრაობა წყალდიდობის გამო აკრძალულია: „მოძრაობენ მხოლოდ მაშველები”.
სასტუმრო “შერატონ ბათუმში” ქირავდება 107 კვ.მ კომერციული ფართობი. გამოდგება ოფისისთვის და მაღაზიისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობ.: 577 490 009
<!** Image 1 align="left" width="400" height="1024" >
ამ დროის [11:32 საათი] მონაცემებით ქობულეთში დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, გელაურის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სააავადმყოფოს უბნის ნაწილი, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების დასაწყისი. დამეწყრილია სოფელ ლეღვას, გვარას, კონდითის, გოგმაჩაურის, ზენითის, აჭყვისთავისა და ცეცხლაურის სასოფლო გზები. მოსალხეობას ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის [11.32 საათი] ელექტროენერგია 14 ათას აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს.
კოკისპირულმა წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის №1, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში სწავლა შეყვეტილია სკოლების მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის გამო.
უხვმა ნალექმა ქობულეთში რამდენიმე უბანი დატბორა, ასევე რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი. შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ღამით მოვარდნილმა წყალმა ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველი სათული დატბორა. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს.
უხვმა ნალექმა ქობულეთში უბნები დატბორა, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, შეზღუდულია მოძრაობა და სასწავლო პროცესი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხვალ, 8 ოქტომბერს, ბათუმში, სამების სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 08:30 საათიდან 16:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება.
ავტომანქანებით გადაადგილება სოფელ სამების მოსახლეობისთვის ნებადართული იქნება 19:30-დან 22:00 საათამდე. ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველები ავტომანქანებს ბარცხანის დასახლებაში მდებარე ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩერებენ.
დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში სამების ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, ტაძართან ასასვლელი საავტომობილო გზა ბარცხანის დასახლებიდან (კონკრეტულად, ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) გადაკეტილი იყო. შეჩერებული იყო სამების ტაძრამდე მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც და იქ მცხოვრებლებს ფეხით უწევდათ სახლამდე მისვლა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას ხვალ გაავრცელებენ.
7 ოქტომბერს ბათუმში, ფიროსმანისა და კაჩინსკების ქუჩების კვეთაში, შუქნიშანთან, სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას არ მუშაობდა შუქნიშანი.
7 ოქტომბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, კამპანია არ ემსახურება ნარკოდამოკიდებულების არც დეკრიმინალიზაციას და არც ლეგალიზაციას, მისი მთავარი მიზანია პრობლემის გარშემო სადისკუსიო სივრცის შექმნა.
კვარიათი-სარფის მონაკვეთზე გზისა და ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების ვადა დაზუსტებული არ არის. სამუშაოები კი, რომელიც ზაფხულში, დაუფინანსებლობის გამო შეჩერებული იყო, მალე განახლდება. აქ სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ასრულებს, რომელმაც უკვე გახარჯა 30 მილიონამდე ლარი, ხოლო დამატებით 10 მილიონი ლარი მთავრობამ სამუშაოების გასაგრძელებლად ერთი თვის წინ გამოყო. მთლიანი პროექტის ღირებულება 58 მილიონზე მეტი ლარია.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი თარგამაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებზე კანონიერი ქურდი – მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ ზეწოლას ახდენს. გივი თარგამაძის თქმით, გამომძიებელ ირაკლი ანანიძეს “ლავასოღლიმ” სკაიპით დაურეკა. “ანანიძესთან სატელეფონო ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც „ბავშვებისთვის“ ახალი მანქანა მოითხოვა“ – თქვა გივი თარგამაძემ. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო ზარი ავტოავარიას მოყვა, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელს გასულ კვირას შეემთხვა ბათუმში. დეპუტატის საპასუხოდ შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ავტომანქანა ბათუმში დღეს, 7 ოქტომბერს, აბაშიძის ქუჩაზე, ველობილიკსა და ტროტუარზე იყო გაჩერებული.
ბათუმში ტროტუარებზე, ველობილიკებსა და ავტობუსის გაჩერებებზე პარკირებულ მანქანებს ხშირად შეხვდებით, მათ შორის სახელმწიფო სამსახურების კუთვნილ ავტომანქანებსაც. მანქანის არასათანადო ადგილზე გაჩერების შემთხვევაში რეაგირების უზრუნველყოფა შპს „ბათუმის ავტოპარკინგის“ მოვალეობაა. ჯარიმის რაოდენობა, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში, 10 ლარია.
საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები მათ ინტერესებს გამოხატავენ. მათ მწირი ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთია იმ სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის აპრილში ჩაატარა, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით. CRRC-მა საქართველოს 1867 მოქალაქე გამოკითხა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგები დღეს ორგანიზაციის ბათუმის ოფისში რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ გააცნო ჟურნალისტებს.
დღეს, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „კამპანია არ ემსახურება ნარკოდამოკიდებულების არც დეკრიმინალიზაციას და არც ლეგალიზაციას, მისი მთავარი მიზანია პრობლემის გარშემო სადისკუსიო სივრცის შექმნა, საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული დეფიციტის შევსება, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის შესწავლა, ექსპერტებისა და საქმეში ჩახედული სხვა პირების ჩართვა“.
დღეს, ოთხ საათზე, მიტროპოლიტი დიმიტრი ბათუმის სამების მონასტერს აკურთხებს. ხვალ, 8 ოქტომბერს, სამებას პატრიარქი ილია მეორე ეწვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხვალ, 7 ოქტომბერს, ბათუმში, სამების სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება.