Batumelebi | სტიქია ქედაში სტიქია ქედაში – Batumelebi
RU | GE  

სტიქია ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ღამით მოვარდნილმა წყალმა ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველი სათული დატბორა. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს. 

 

ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და შემთხვევის განმეორებისას მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.

„ვითარება დასტაბილურდა, როგორც ჩანს, მდინარე ბზანა დაგუბდა, შემდეგ გასკდა და ხიდთან შეგუბებულმა წყალმა დატბორვა გამოიწვია. ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა წყალი,  დაზიანდა ხიდიც. 
მართალია, ამ წუთებში საფრთხე მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, შესაბამისად შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ და სტიქიის გამეორების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება,“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

იქ, სადაც მდინარე ბზანა გუბდება, მეწყერი 3 ოქტომბერს განვითარდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შპს „რასე“  ინერტიულ მასალას მოიპოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე