რთველი აჭარის აგროსერვისცენტრში [ფოტო]

 

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის აგროსერვისცენტრში ცოლიკოური, კლარჯულა, ციცქა და კრახუნა დაიკრიფა. რთველში მონაწილეობა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქობულეთის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა აჭარაში, ასევე მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ასევე აგროსერვისცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. 

ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 30 სექტემბრის ბრძანებით „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მშენებლობა ვაჟა-ფშაველას 13-ში ბელეტაჟს აზიანებს

 

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მიმდინარე მშენებლობა მეზობლად მდებარე ბელეტაჟს აზიანებს. სახლის მეპატრონე ავთო ქვარაია ამბობს, რომ მშენებლობამ ჯერ მისი სახლის სახურავი დააზიანა, რომელიც მოგვიანებით მშენებელმა კომპანიამ მისი ფინანსური თანამონაწილეობით შეაკეთა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის გათხრა დაიწყო,  სახლში, კედელსა და ჭერზე ბზარები ყოველდღიურად მატულობს. ოჯახმა დასკვნის მისაღებად სამხარაულის ბიუროს მიმართა.  

”ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს პრობლემაა”

 

გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს ბრალდებულის მოთხოვნით. ამ მიზეზით სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო. დაკავებული ბრალდებულია ცოლზე ძალადობაში. მოწმეების სიაშია 15 წლის მოზარდი -ბ დაზარალებულისა და ძალადობაში ბრალდებულის შვილი. პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისი ვარაუდით, ბრალდებული ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყო, რომ შვილი მის წინააღმდეგ აპირებდა ჩვენების მიცემას. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ 1 828 შემთხვევაში დაამტკიცა.

მერიას არჩევნების თარიღი შეახსენეს – აქცია ბათუმში

 

დღეს ბათუმში, 6 მაისის პარკში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.  პარკში მდებარე მზის საათთან აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად განასახიერეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე და საარჩევნო უბნების შშმ პირების ადაპტირებისათვის დარჩენილი პერიოდი.   

59 წლის მამაკაცი: “ცოდვა ვარ პატიმრობისთვის”


ბათუმში, სასტუმრო “მერკურის” მიმდებარე ტერიტორიაზე, უცენზურო სიტყვებისა და ხმაურის გამო დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 59 წლის მამაკაცი. პატრულის თანამშრომელმა თქვა, რომ დაკავების დროს მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. ბრალდებული ქობულეთში ცხოვრობს. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ძალიან რცხვენია მომხდარის გამო. “უხერხულად ვგრძნობ თავს ბატონო მოსამართლევ, პატიებას ვითხოვ”. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალდება ითვალისწინებდა ჯარიმას ან პატიმრობას. “პატიმრობისთვის ცოდვა ვარ”,
– ასე უპასუხა მოსამართლის განმარტებას ბრალდებულმა.


 

ნაციონალური მოძრაობის წევრს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა

 

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაზის საქმე განიხილეს. ხარაზი გუშინ, 5 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ დააკავეს პოლიციასთან შელაპარაკების გამო. გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით – წვრილმანი ხულიგნობა – მიმდინარეობდა. 

იაპონელი ჟურნალისტები ხანდაზმულ ადამიანებზე საქართველოში დოკუმენტურ ფილმს იღებენ

 

 აჭარაში ტოკიოს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფება. ისინი საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს იღებენ.   „ტოკიო TV“- ის ჟურნალისტებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  111 წლის ემინე ანთაძესთან (სოფ. კოხი) და  105 წლის თინა ხახუტაიშვილთან (სოფ. აჭყვისთავი) ინტერვიუები ჩაწერეს. ისინი ასოციაცია „ღირსეული სიბერის“  ბენეფიციარები არიან.  

სახელმწიფოსა და პაციენტებისგან ზედმეტად მოთხოვნილი თანხა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგი

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მონაცემებით, 2015 წელს აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სამ სამედიცინო დაწესებულებას არაკორექტულად ჰქონდა თანხა მოთხოვნილი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსგან, ისე უშუალოდ პაციენტებისგან. მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, სამინისტროსგან ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ ჯამში 2 656,59 ლარი შეადგინა, რომელთაგან ბიუჯეტში უკვე დაბრუნებულია 2 477,79 ლარი. პაციენტებისთვის ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ კი ჯამში 584,50 ლარი შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 59,40 ლარია დაბრუნებული. 

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს

 

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზი დააკავეს. იგი ამჟამად სუს [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის] შენობაშია გადაყვანილი გრიბოედოვის ქუჩაზე. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით – წვრილმანი ხულიგნობა – მიმდინარეობს [გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით]. 

 

 

შვიდმა კარატისტმა ბათუმიდან საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა

 

   კარატისტებმა: ირმა ცენტერაძემ, არჩილ ლორთქიფანიძემ, მურად ბინალიევმა, ლევან თედორაძემ, გიორგი მიქაძემ, გიორგი შავაძემ და თენგო გათენაძემ პროფესიული დონის ამაღლების სემინარები გაიარეს და საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიები მოიპოვეს. 

ეკოტურიზმი სამცხე-ჯავახეთში

 


  სამცხე-ჯავახეთი ცნობილია ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა: ვარძია, ხერთვისი, ზარზმა, საფარა, რაბათი და სხვა, თუმცა ეს რეგიონი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლებისა და ცნობილი კურორტებისა, სულ უფრო და უფრო მეტ ეკოტურიზმის მოყვარულს იზიდავს. მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ტურისტებს ჯავახეთის ულამაზესი პეიზაჟი მოსწონთ.

რამდენით გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი

 

საქართველოში საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის მინიმალური ხელფასი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 337 ლარითა და 25 თეთრით განისაზღვრა. მინიმალურ ხელფასს დაემატება ახალი სქემის ფარგლებში გადანაწილებულ პედაგოგთა სახელფასო დანამატები, რომელიც ასე განსაზღვრეს: უფროსი მასწავლებლისათვის – 160 ლარი; წამყვანი მასწავლებლისათვის – 250 ლარი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის – 300 ლარი. ბრძანებას, რომელიც პედაგოგთა საბაზო ხელფასის 34%-ით გაზრდას ითვალისწინებს, განათლების მინისტრმა ხელი 28 სექტემბერს მოაწერა. მასწავლებლის ხელფასის ზრდაზე „ბათუმელების“ შეკითხვებს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ უპასუხა.
 

სახელმწიფო ანსამბლს შენობას გაურემონტებენ

 

აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლშის შენობას განათლების და კულტურის სამინისტრო გაარემონტებს.   

ბათუმში სამუფთოს ახალი რეზიდენცია გაიხსნა

 

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, ანგისის დასახლებაში, სამუფთოს ახალი რეზიდენცია ოფიციალურად გაიხსნა. შენობა, სადაც ადრე სასტუმრო „კრისტალი“ იყო განთავსებული,  აჭარის მთავრობამ სამუფთოსთვის რამდენიმე თვის წინ  შეიძინა. რეზიდენციის გახსნას  დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, სამუფთოს წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი  ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.  მუსლიმთა სამუფთოსთვის ქონების შესაძენად საქართველოს მთავრობამ 4 მილიონ 486 400 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოყო.

 

შპს „სტადიონი“ საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სტადიონი“ რომლის 100 %-იანი  წილსი მფლოველი სახელმწიფოა, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლობო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდება.

ბულვარის ახალ კონცეფციაზე სასტუმრო „ოაზისი“ იმუშავებს

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარის კონცეფციის შემუშავებისა და დაგეგმარების სპეციალურმა კომისიამ  გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.  წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შემდგომ, შესაბამისმა კომისიამ არჩევანი შპს „სასტუმრო ოაზისზე“ შეაჩერა.

აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ბათუმში

 

აშშ-ს მშვიდობის კორპუსი სამშაბათს, 6 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  საინფორმაციო შეხვედრას გამართავს იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიღებითა და თანამშრომლობით.

 

 

უმაღლეს საბჭოს წევრი: არჩილ ხაბაძემ აჭარის კონსტიტუცია ორჯერ დაარღვია

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის კონსტიტუცია ორჯერ დაარღვია: „რადგან, ჩვენი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად,  ის უკვე მესამედ არ გამოცხადდა უმაღლეს საბჭოში“- აცხადებს ზამბახიძე. მისი თქმით, თუკი არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში არც 15 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდება, მაშინ ის კონსტიტუციას მესამედ დაარღვევს, რის შემდეგაც უმაღლესი საბჭოს წევრები არჩილ ხაბაძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. 

პაციენტის თავმდგომი სკამზე

 

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მაია დ. ერთი კვირის მანძილზე ნაოპერაციევი დედის პალატაში ცხოვრობდა – „თუკი პალატაში ადგილი თავისუფლდებოდა და წამოწოლის საშუალება იყო, ხომ კარგი, მაგრამ ასეთი სულ ორი ღამე იყო. დანარჩენი ღამეები სკამზე ვიჯექი, ისევე როგორც სხვა პაციენტის ახლობლები. პალატის ექთანი ყურადღებიანი იყო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი ყველაზე კარგად თავს მაინც ახლობელთან გრძნობს, ამიტომაც ვრჩებოდი. კარგი იქნება თავმდგომისთვის ცოტა პირობები იყოს შექმნილი – ძნელია საავადმყოფოში სკამზე ღამისთევა, მაგრამ, როცა შენი ახლობელი მძიმედაა, ამაზე ნაკლებად ფიქრობ, არც პრეტენზია ჰქონია არავის, ვერც იტყვი ამაზე ვერაფერს, გეტყვიან, თუ არ გინდა, წადი სახლშიო~” 

21 ათასი ორ თვეში – გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პრემიები

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ და გამგებელმა სულხან ევგენიძემ   ორი თვის განმავლობაში, პრემიის სახით,  21  200 ლარი აიღეს. 

ანიმაციური საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ იწყება

 

დღეს, ხუთ ოქტომბერს  ანიმაციური ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ იწყება. ფესტივალი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

 

საპატრიარქო ბობოყვათის რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა

 

საქართველოს მთავრობამ ბობოყვათის რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია უსასყიდლო საკუთრებაში და სარგებლობაში საპატრიარქოს შპს „კრწანისის პარკის“ 100%-იანი წილის მიღების სანაცვლოდ გადასცა. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ საპატრიარქო რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ მხოლოდ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა.

პოპულარული სპორტის სახეობები სასპორტო სკოლებში

 

 

  აჭარაში ყველაზე მეტი ბავშვი ფეხბურთს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, თავისუფალ ჭიდაობას, კალათბურთსა და ჭადრაკს მისდევს. მათგან ფეხბურთში, თავისუფალ ჭიდაობასა და ჭადრაკში ჯგუფები ექვსივე მუნიციპალიტეტში არსებობს. საერთო ჯამში, აჭარის მუნიციპალიტეტებში სპორტის სხვადასხვა სახეობას 3 200-ზე მეტი ბავშვი ეუფლება.

ბათუმში შენობა ჩამოინგრა

 

 

  ბათუმში, ზურაბ გორგილაძის #10-ში მდებარე შენობის აივანი და კოლონა ჩამოინგრა. ჩამონგრეული ბოძი იქვე მდებარე ერთ სართულიან სახლს დაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა ქალი ხელის არეში.  

ჭადრაკში, U18 კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი გახდა

 

 

  18 წლმდელთა გოგოებს შორის ევროპის ჩემპიონობა 17 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ხომერიკმა (2296) მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში, მე-9 რაუნდში, პოლონელი მოჭადრაკე ევა ჰარაზინკა (2055) დაამარცხა.

 

ქედის გამგებელი: დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს

 

ქედის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლების დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს.

დაუბეგრავი მინიმუმის სახით სახელმწიფომ 125 მილიონზე მეტი ლარი დააბრუნა

 

2015 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით მოქალაქეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან 125 761 992 ლარი დაუბრუნდათ. დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და უკან დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენა შესაბამის პირებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა.

კინოთეატრ აპოლოში ნახავთ

 

 

  4 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით კინოთეატრ აპოლოში მაყურებელი სამ ფილმს “ნოეს კიდობანმა გაგვასწრო”, “ლეგენდა” და “ჰიტმენი: აგენტი 47” ნახავს.

სოფელ დოლოგანში მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა

 

 3 ოქტომბერს   ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში  საღამოს ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა.

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია

 

 

 ძლიერმა ქარმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ხე წააქცია, შემთხვევა 3 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ”არჩევანი ჩემი უფლებაა”

 

 

 „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) ახალგაზრდებისათვის აცხადებს ესსეს, სლოგანისა და ფოტო კონკურსს „არჩევანი ჩემი უფლებაა.“ 

პროფკავშირებმა ბათუმში ”ღირსეული შრომის დღე” აღნიშნეს [ფოტო | ვიდეო]

 

 

  აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრებმა „ღირსეული შრომის დღესთან“ დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის 400-მდე მონაწილემ, 6 მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე მემედ აბაშიძის ქუჩა ჩაიარა. მათ ხელში ტრანსპარანტები ეკავათ წარწერით: „უსაფრთხო შრომა“, „შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა“, „შრომის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა“  და სხვა.

1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ

 

 

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, 1 ნოემბრიდან სამოქალაქო იარაღის შეძენა თეორიული გამოცდის ჩაბარებით იქნება შესაძლებელი.

ზედა მახოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

 

 

 ხელვაჩაურის სოფელ ზედა მახოში, 3 ოქტომბერს, 11 საათიდან მოსახლეობის უფასო სამედიცონო შემოწმება მიმდინარეობს. 

დღეს ბათუმის ”დინამო” თბილისის ”დინამოს” შეხვდება

 

 

 დღეს, საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება. სადაც ერთ-ერთი საინტერესო მატჩი გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორის ბათუმის „დინამოსა“ და ოქროს მედალოსნის თბილისის „დინამო“ შეხვედრა იქნება.

Exit mobile version