10 ვაკანსია – 41 მსურველი – ქედის გამგეობაში გასაუბრება მიმდინარეობს

 

დღეს, 3 ოქტომბერს, ქედის გამგეობაში კონკურსის მესამე ეტაპი გასაუბრება მიმდინარეობს. 10 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად 41 კონკურსანტი იბრძოლებს. კონკურსანტების ცოდნას კომისის ოთხ წევრი აფასებს.

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქეები – 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1983 წელს დაბადებული თამერ ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში

 

დღეს, 2 ოქტომბერს ქედის კულტურის ცენტრში პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ანანიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოზე მწერლებმა და სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა კი თავიანთი ხელოვნება უჩვენეს მაყურებელს და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.

აჭარის ტელევიზიის ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ.  დააკავეს.

”თავისუფალი მედია პოლიციასაც სჭირდება” – აქცია ჟურნალისტის მხარდასაჭერად

 

ცოტა ხნის წინ, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჯურნალისტი ნინო ინაიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და კანონის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

”12 განრისხებული მამაკაცი” ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

დღეს, 15:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება სიდნეი ლუმეტის ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი.” ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც მოწვეული კინომცოდნე სოფიო თავაძე წარუძღვება. 

2015-10-02 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე უკვე 450 ადამიანია დაჯარიმებული, მათ შორის ყველაზე მეტი -390 მძღოლი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა.

 

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

საქართველოს მთავრობამ ბობოყვათში ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკში გადაუცვალა. ეს ტყე-პარკი კი ეკლესიას თავის დროზე მთავრობისგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული. ქობულეთში, ბობოყვათის ზღვისპირა ტერიტორია, გარდა იმისა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, იმავდროულად არქეოლოგიური ობიექტიცაა და სპეციალისტები მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

”აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისთვის”

 

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ტერიტორია, რომელიც ზღვის პირას, პეტრას ციხესთან ახლოს მდებარეობს, წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს. თუ რა ღირებულება გააჩნია აქ არსებულ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას და რა უნდა გაკეთდეს მის დასაცავად, „ბათუმელები“ პეტრა-ციხისძირის არქოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს (1983-1989, 2001 წლები) ნინო ინაიშვილს დაუკავშირდა.

ქობულეთში რაგბის სტადიონი გაიხსნა

 

30 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში რაგბის სტადიონი გაიხსნა. რაგბის სტადიონის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან  59 305 ლარი იყო გამოყოფილი. 

აქცია ჟურნალისტის მხარდასაჭერად

 

დღეს, 2 ოქტობერს, 3 საათზე, ევროპის მოედანზე, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ჟურნალისტ ნინო ინაიშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელმაც 30 სექტემბერს პოლიციას შეატყობინა ტელევიზიის კუთვნილი ავტომანქანის გატაცების შესახებ, ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი სავარაუდო ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლას სთხოვდა. 

იყიდება ერთოთახიანი ბინის შავი კარკასი იაფად

 

ქალაქ ბათუმში, იყიდება 42 კვ.მ ფართობი ბინის შავი კარკასი ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში. ფასი: 15 000.

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85

მითები და რეალობა ორსულობაზე

 

ორსულობის პერიოდთან დაკავშირებით უამრავი შეხედულება და ცრურწმენა არსებობს. ამ საკითხზე “ბათუმელების” შეკითხვებს მედიცინის დოქტორმა, მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა სოფო ხარძეიშვილმა უპასუხა. 

ქირავდება ბინა ქალაქის ცენტრში ერთი წლით

 

ქალაქის ცენტრში (ძველ მერიასთან) ქირავდება (ერთი ან ორი წლით) სამოთახიანი, არასტანდარტული (90 კვ/მ), იზოლირებული ბინა მე-3 სართული აივნებით, ბუნებრივი აირით, ავეჯით, ცივი და ცხელი წყლით, ბოჭკოვანი ინტერნეტითა და კაბელური ტელევიზიით.

ფასი: 300 აშშ დოლარი.

მობ.: 577 203 103, ტელ.: 27 95 98.


<!** Image 2 align="middle" width="400" height="960" ><!** Image 3 align="middle" width="400" height="960" ><!** Image 4 align="middle" width="400" height="1536" >

კერვის შემსწავლელი ოთახი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში

 

1 ოქტომბერს მახინჯაურში არსებულ შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანაში“ კერვის შემსწავლელი ოთახი გაიხსნა. 

ქობულეთის პოლიციის უფროსზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ქობულეთის პოლიციის უფროსზე, ზაქარია გურჩიანის საქმეზე  გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. 

გუშინ, 30 სექტემბერს, ქობულეთში, აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა. დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.

იყიდება ბათუმში სახლი, მიწის ნაკვეთით

 

გენერალ ა. აბაშიძის ქუჩის ბოლოში იყიდება ორსართულიანი, 180 კვ/მ ფართობის, კერძო კაპიტალური სახლი მიწის ნაკვეთით (670 კვ/მ), ძველი გარემონტებული. ფასი: 56 ათასი აშშ დოლარი.

მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12

იყიდება ბინა ინასარიძის ქუჩაზე

 

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის მე-9 სართულზე სასწრაფოდ იყიდება სამოთახიანი, 80 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 57 ათასი აშშ დოლარი.

 

მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12

ფარული ჩანაწერი – ქობულეთის პოლიციის უფროსი ჟურნალისტს ჩვენების შეცვლას აიძულებს

 

გუშინ, 30 სექტემბერს, ქობულეთში, აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა. დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.

საზღვაო აკადემია კვლავ საწვრთნელი გემის გარეშე და რეიტინგული სპეციალობები

 

მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის საზღვაო აკადემიამ გამოცხადებულ 550 ადგილზე 540 სტუდენტი მიიღო. აკადემიამ საზღვაო სპეციალობები ასი პროცენტით დააკომპლექტა. რის შეცვლას გეგმავს აკადემია სამომავლოდ და რა ღირს ტრენინგგემი, რომლის შეძენასაც აკადემია რამდენიმე წელია ცდილობს?

შიშველი ელექტროსადენები სკოლასთან [ფოტო]

 

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ელექტროკარადა ღიაა და შიშველი სადენები ჩანს. ამ ტერიტორიაზე ორი სკოლაა: #1 საჯარო სკოლა და სასულიერო გიმნაზია, აქ ყოველდღიურად გადაადგილდებიან მოსწავლეები. ფოტო გადაღებულია დღეს, 1 ოქტომბერს. 

აჭარაში ას წელს გადაცილებული 45 მოქალაქე ცხოვრობს

 

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

თაღლითობაში ბრალდებული პოლიციის ინსპექტორი

 

სახელმწიფო უბნის ინსპექტორს ქრთამის სახით 300 ლარის აღებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, ამ თანხით პოლიციელი მოსამართლესა და პროკურორთან საქმის მოგვარებას შეჰპირდა ნაცნობს. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში ბრალდებული ინსპექტორის წინასასამართლო სხდომა გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებული პოლიციელი სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ის პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

აჭარის სოფლებში წყალი ფასიანი ხდება

 

აჭარაში მუნიციპალიტეტები [ქალაქ ქობულეთისა და ბათუმის გარდა] წყალმომარაგების ლიცენზიანტი კომპანიების გარეშე რჩებიან. სემეკი მუნიციპალურ კომპანიებზე გაცემულ ლიცენზიებს აუქმებს. ვინ მიაწვდის აჭარის დაბებსა და სოფლებში მოსახლეობას სასმელ წყალს? რა ეღირება წყალი, რომელიც მოსახლეობას დღემდე უფასოდ მიეწოდება, ვინ დაადგენს ტარიფებს და ვის ხელში აღმოჩნდება მუნიციპალიტეტების ქონება – წყალი და წყალმომარაგების სისტემები? 

მახინჯაურში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი შეეჯახა

 

30 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, მახინჯაურში ავტოავარია მოხდა. მახინჯაური-ბუკნარის ხაზზე მოძრავი #13 მუნიციპალური ავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. არიან დაშავებულები.  


ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 

ბათუმის მერია საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორი ლაშა ბერძენიშვილი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნია. 

ბათუმის სასაფლაოს ყოფილი დირექტორი სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებულად ცნო

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორი ლაშა ბერძენიშვილი თანამდებობაზე უნდა აღდგეს და აუნაზღაურდეს ნაცდური თვეების ხელფასი – ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ განაცხადა.  

როგორ დახარჯავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დაზოგილ თანხას

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 142 812 ლარით გაიზარდა ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე. 

”სანდასუფთავებამ” ბათუმში პონები დაიჭირა

 

30 სექტემბერს შპს „სანდასუფთავებამ“ ბათუმში, გმირთა ხეივანისა და ბაგრატიონის კვეთაში პონები დაიჭირა. ქალაქის ტერიტორიაზე დაჭერილი პირუტყვი ადლიაში, სპეციალურ ფარეხში გადაჰყავთ, პირუტყვის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარამდე ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ საქონლის დაკავება ხშირად უწევთ. 29 სექტემბერს სამსახურის თანამშრომლებმა ძროხები დაიჭირეს ორბელიანის ქუჩაზე, ასევე ტაბიძისა და აღმაშენებლის კვეთაში. 

ფოტო შპს „სანდასუფთავების“ ფეისბუქგვერდიდან. 

როგორ მუშაობს შიდა აუდიტი აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში

 

სამთავრობო უწყების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იმავე უწყების ხელმძღვანელი, რომლის კონტროლიც ამ აუდიტორის კომპეტენციაა. შიდა აუდიტორის მიერ უწყებაში ან მასზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში გამოვლენილი გადაცდომა კი შესაძლოა უწყების თანამდებობის პირის გათავისუფლების ან მის მიმართ საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

 

30 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა. სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია უმაღლესი საბჭოს 9 წევრმა გაიარა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განმეორებითი რეგისტრაცია გამოაცხადა. 15 წუთის შემდეგ რეგისტრაციის შედეგები უცვლელი დარჩა.

ლიფტები და სახურავები ბათუმის მერიის თანადაფინანსებით


ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტებს გამოცვლიან. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამორტიზებული ლიფტები შეიცვალა მემედ აბაშიძის ქ. #60-ში, სადაც ორ სადარბაზოში ახალი ლიფტები დამონტაჟდა. 

ბულგარული წიწაკის პერსპექტივა აჭარაში

 

აჭარის აგროსერვისცენტრის საზოგადოებასთან სამსახურის ინფორმაციით, ცენტრში ბულგარულის სადემონსტრაციო სათბური ამოქმედდა, სადაც ექვსი სხვადახვა ჯიშის ტკბილი წიწაკაა გაშენებული. ჰოლანდიური ჯიშის წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა ფერმერებისთვის ბულგარულის ახალი ჯიშების შესათავაზებლად და საჩვენებლადაა განთავსებული. აგროსერვისცენტრის ინფორმაციით, ბულგარულის სადემონსტრაციო სათბურში განთავსებული ჯიშების სამანდერი, კლაუდიო, კაპი, ცენტური, სნოუვაითი, კურსა და სუნდერი ერთი ნერგი საშუალოდ 3-4 კგ-მდე ნაყოფს იძლევა. ეს ჯიშები უხვმსხმოიარობით გამოირჩევა და თითოეული მათგანი ნაყოფს წლის განმავლობაში უწყვეტად იძლევა. 

ცხოვრება ბავშვთა სახლის შემდეგ

 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბავშვთა სახლების რეფორმა დაიწყო, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების ერთი ჯგუფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს, ზოგიერთი კი – მინდობით აღზრდაში. ბათუმში მხოლოდ ერთი საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად ექვსი მოზარდი – სამი გოგონა და სამი ბიჭი ცხოვრობს. რა შეიცვალა მათთვის ბავშვთა სახლიდან მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადასვლის შემდეგ, რაზე ოცნებობენ და როგორ იზრდებიან მოზარდები ახალ გარემოში? 

როგორ დაეხმარებიან პოლონელი ექსპერტები ტურიზმის სპეციალისტებსა და მუზეუმების თანამშრომლებს აჭარაში

 

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე აჭარაში პოლონეთის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი გრეგორ ვოლნიკი, სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალი და მმართველთა საბჭოს წევრი კაზიმირ კაროლჩაკი, რეგიონული პარლამენტის მრჩეველი მარტინა სტარკი-იაჟდჟიკი, მარშალის კაბინეტის დირექტორის მოადგილე დარია კოსმალა, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგნელი კარინა ივანი და ქ. პეკარის მერი სლავა უმინსკა-დურაი.

რატომ უნდა სულხან ღლონტს ვიცე-სპიკერობა?

 

29 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „დემოკრატიულმა აჭარამ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დეპუტატ სულხან ღლონტის კანდიდატურა წარადგინა. ეს თანამდებობა ვაკანტურია ცნობილი სკანდალის შემდეგ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი გუნდის წევრი დავით ბაციკაძე გადააყენა. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აცხადებს, რომ სულხან ღლონტის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამ ორი ფრაქციის დეპუტატების ხმები კი საკმარისია იმისთვის (11 ხმა), რომ სულხან ღლონტი მოადგილედ აირჩიონ. რისი დასაწყისის მანიშნებელია ეს პროცესი – „ბათუმელების“ კითხვებს სულხან ღლონტმა უპასუხა. 

Exit mobile version