32 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებთან ერთად 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ ითამაშა. ამ შეხვედრაში საქართველომ ნამიბია 17:16 დაამარცხა.
ბათუმელები
32 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებთან ერთად 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ ითამაშა. ამ შეხვედრაში საქართველომ ნამიბია 17:16 დაამარცხა.
როცა მოსამართლე საქართველოს სახელით განაჩენს აცხადებს, პატიმარს ეუბნება, რომ მას უფლება აქვს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას ხელი მოაწერა შეწყალების აქტს – პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მათგან 103-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა (7 ქალი და 2 არასრულწლოვანი), 49 მსჯავრდებულს კი შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიის ბოლო სხდომაზე სულ 910 ადამიანის საქმე განიხილეს. ვის წყალობს პრეზიდენტი და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ვისაც შეწყალება სურს? „ბათუმელების“ კითხვებს ზვიად ქორიძემ უპასუხა.
სახლის აშენება უკვე გადაწყვიტეს და ტენდერიც გამოაცხადეს. თუმცა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომელსაც ბათუმის მერიის მიერ აშენებულ „იაფ სახლში“ ბინის შეძენა შეეძლება? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არც მერიაში აქვთ და არც იმ კომისიაში, რომელსაც ამ კრიტერიუმების განსაზღვრაზე უნდა ემუშავა. კომისია ერთხელაც არ შეკრებილა. შესაბამისად არ არსებობს კითხვაზე პასუხი, როგორი იქნება ბინის საფასურის გადახდის პირობები.
„ტურნირი მინი-ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის“ ბათუმის მერიის გამარჯვებით დასრულდა.
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იმყოფება.
არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში ანგარიშის ჩასაბარებლად მივა – ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ დაადასტურა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ხაბაძემ კომენტარში ის პოლიტიკური ძალებიც დაასახელა, ვისაც ანგარიშს ჩააბარებს.
13 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: მარიონ ქნეში – განყოფილების უფროსი, კრისტიან შაუბი – პროექტის მენეჯერი, ტომას ვოლფი – უფროსი ინჟინერი, ანირბან კუნდუ – პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, ლევან ციცქიშვილი – პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში არაერთი საინტერესო მუზეუმია, მათ შორისაა საქველმოქმედო ფონდების ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი.
13 წლის მოზარდი ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან ერთი თვის წინ გამოუშვეს. მიზეზი პანსიონის მმართველთან შელაპარაკება გახდა. მოზარდი ამბობს, რომ “დედა სიდონიას ბოდიში მოუხადა”, თუმცა როგორც მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, პანსიონის მმართველი მისი უკან დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია. გიორგი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ვეღარც სკოლაში დადის. ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქროს დაქვემდებარებაშია.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 100 ჰექტარ მიწაზე თხილის ბაღების გაშენებას დააფინანსებს. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ანაკლიური ჯიშის თხილის ნერგსა და ბიოორგანულ სასუქს გაზაფხულზე გადასცემენ. ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით – ამ საკითხზე სამინისტროში იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კომისია მიიღებს.
პედაგოგების სერტიფიცირებისა და სასკოლო რეფორმების მიუხედავად, საჯარო სკოლა დღემდე ვერ ახერხებს მოსწავლეს სრულფასოვანი ცოდნა მისცეს. სწორედ ამიტომ არჩევს ზოგიერთი მშობელი შვილი კერძო სკოლაში შეიყვანოს, თუმცა, ტენდენცია აჩვენებს, რომ რეპეტიტორებს არა მარტო საჯარო, კერძო სკოლის მოსწავლეებიც მიმართავენ. მიზეზებზე ბათუმის კერძო სკოლების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
ტურნირი მინი ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის დღეს დამთავრდება. ფინალურ შეხვდრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმის მერიის გუნდი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი.
გოდერძის უღელტეხილზე შპს „Goderdzi resorts“-ის კუთვნილი სასტუმრო ტიპის კოტეჯებისა და პერსონალის საცხოვრებელი სახლისთვის აუცილებელი თეთრეულის, ფარდებისა და ჟალუზების სახელმწიფო შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერის ღირებულება 52 ათასი ლარია.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი საციგურაო და ყინულის ჰოკეის აღჭურვილობას შეისყიდის.
დღეს, 13 ოქტომბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატ გიორგი მასალკინს დეპუტატებისთვის უნდა გაეცნო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს. კანონში ცვლილების ინიციატივით უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ წარსდგება, თუ უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერას მოიპოვებს.
ძველ ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, სასტუმრო Old Town სახურავზე მდებარე Roof Terrace-ზე სასტუმროს ლიფტით ახვალთ. ღია სივრცე, გამწვანებული ტერასა, ზღვისა და ძველი ბათუმის ხედი და მოხერხებული სავარძლები – ეს ტერასაა. აქ ყველაფერია, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მზიან თუ წვიმიან ამინდში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს. უცხო ენის მასწავლებლები, რომლებსაც კონკურსის ფარგლებში შეარჩევენ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან ავსტრიაში, ქალაქ ვენაში მდებარე სასწავლო ცენტრში.
ყველაფერი რვა წლის წინ დაიწყო, როცა ბექამ ხელში გიტარა აიღო და წარმატების საძიებლად სხვა ქვეყანაში წავიდა. „მახსოვს, როგორ მივაცილე თვითმფრინავის ტრაპამდე, მარტო იყო და არც კი იცოდა სად მიდიოდა,“ – ამბობს ბექას და, ჯგუფ Asea Sool-ის სოლისტი ათინა ჯანუაშვილი. ის „ბათუმელებს“ წარმატებული ჯგუფის Asea Sool-ის შექმნამდე განვლილი გზისა და უცხოური გამოცდილების შესახებ ესაუბრა.
ბათუმი შეუდარებელი ქალაქია. შეუდარებელი კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს შეადარებ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ზღვისპირა ქალაქებიც მინახავს, ბათუმს მაინც ვერაფერს შევადარებ, თუნდაც სიყვარულის გამო. მართლა არსად მიგრძნია ასეთი სიყვარული რომელიმე ქალაქისგან და ჩემი მშობლიური თბილისის სლოგანიც კი – „ქალაქი, რომელსაც უყვარხარ’’ , არასოდეს შემხებია, მიუხედავად იმისა, რომ, არათუ მშობლიური, სხვა ქალაქებიც კი მიყვარს. თუმცა თბილისისა და ყველა იმ სხვა ქალაქის მიმართ მხოლოდ ცალმხრივი სიყვარული მაქვს და ბათუმი, ამ თვალსაზრისითაც, გამონაკლისია და საპასუხო სიყვარულს ბათუმში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.
ანიმაციური ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი 2015 დასრულდა. ნომინაციაში – საუკეთესო ქართული ფილმი გამარჯვებული გახდა პეტრე თომაძის ფილმი – „ტაქსი“
ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ათი უსახლკარო ოჯახი აქციას მართავს. ისინი ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.
დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში ქალაქის აქტივების ელექტრონული რუკის პრეზენტაცია გაიმართა. რუკაზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის შექმნაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯა.
აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად სოფიკო გუჯაბიძე დაინიშნა. სოფიკო გუჯაბიძეს აქვს საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.
როგორ შეაფასებდით ბათუმის მერის საქმიანობას? კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 17 პროცენტი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მერის მუშაობას გამოკითხულთა 39 პროცენტი – საშუალოდ აფასებს, 15 პროცენტი – დადებითად, 24 პროცენტს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა.
დღეს 12 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნაზი ფუტკარაძემ საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ანაზღაურების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები დაბალია და მერიამ, მომავალი წლიდან ხელფასების გაზრდაზე უნდა იფიქროს.
2014 წლის ივნისის შემდეგ, თქვენს ქალაქში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, გაუარესდა თუ იგივე დარჩა? – ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა. 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა.
1000 ლარამდე თანხის მიღება მარტივია, ამისთვის მხოლოდ 15 წუთი და ინტერნეტში ჩართული მოწყობილობა დაგჭირდებათ! უბრალოდ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.MoneyMan.ge და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ სასურველი თანხა.
სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია, მანიმენი უკვე ათასობით ადამიანს დაეხმარა ფინანსური პრობლემების დროულად მოგვარებაში და სურვილების ასრულებაში!
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ბათუმის 15 საბავშვო ბაღისთვის ყვავილოვანი მცენარეების შესყიდვას აპირებს.
დღეს 12 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი და რუსი შემსრულებლები ენდრიუ უებერის ცნობილ როკ-ოპერას Jesus Christ Superstar-ს წარმოადგენენ.
დღეს 12 ოქტომბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გერმანიის, ქალაქ კარლსრუეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერი ოტმარ ბიომერი სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით სემინარებს ჩაატარებს. სემინარები 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სემინარებში მონაწილეობას მიიღებს რეგიონში არსებული სამუზეუმო სფეროს 25-მდე წარმომადგენელი.
31 წლის დავით ქაჯაია სანამ პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდებოდა, მანამ სამოყვარულო რბოლაში მონაწილეობდა. უფრო ადრე კი რუსთავში გამართული ავტორბოლის მაყურებელი იყო. წლების შემდეგ თავად გახდა არაერთგზის გამარჯვებული რუსთავში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრის, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატების. დავითი დღეს სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2013, 2014) „ლეგენდის“ კლასში. წელს კი ახალ საფეხურზე გადაინაცვლა და პირველად მონაწილეობს ძარიანი ავტომობილების შეჯიბრში (European Touring Car Championship), რომელიც ექვს ეტაპად გაიმართა უნგრეთში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ბელგიასა და იტალიაში. დავით ქაჯაიამ ხუთი ტური წარმატებით გაიარა და ქულათა ჯამით პირველი ადგილი მოიპოვა.
გოგონათა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა ქედის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, გამგებლის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში თეა შარაშიძემ, საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებს გენდერულ თანასწორობაზე, ძალადობასა და განათლებაზე ესაუბრა.
მე ბათუმელი ვარ. გავიზარდე გორკის #1-ში, ბათუმისთვის დამახასიათებელ ეზოში. ამ ქუჩას ბევრჯერ შეეცვალა სახელი, მაგრამ ბათუმელების ცნობიერებაში მაინც გორკის ქუჩად დარჩა, ისევე როგორც თბილისელების მეტყველებიდან ვერ განიდევნა „პლეხანოვი“.
ეს სახლი, სადაც მე ვიზრდებოდი, ორ ქუჩაზე დგას. ფაქტობრივად, ორი სახლია ერთმანეთზე მიდგმული და შიდა ეზოს ქმნის. აი, ამ ეზოში ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, სომხები, რუსები და უკრაინელები. ამ ეზოში შეხვდა მათი კულტურები ერთმანეთს. და ჩემმა ბავშვობამაც სხვადასხვა კულტურაში ვარჯიშში გაიარა.
ქობულეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესით დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრისას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად. მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში დღეს, დილით ჩამოწვა, იმ ადგილას, სადაც კარიერის მოპოვება მიმდინარეობს.
მამაკაცი, რომელიც მეწყრის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, იქ დარაჯად მუშაობდა.
როგორც „ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, მესამე დღეა ხულოსა და შუახევის მიმართულებით ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა ჭირს. ეს ფოტოები დღეს არის გადაღებული შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ნენიას გადასახვევიდან დაახლოებით 300 – 400 მეტრში. ადამიანები, რომლებიც დღეს გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილდებიან, ამბობენ, რომ ქვაღორღი ცენტრალური მაგისტრალის თითქმის ყველა მონაკვეთზე ყრია და მოძრაობა ჭირს.