ზელენსკის სურს იაპონიის პარლამენტს მიმართოს – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას მიმართა პარლამენტში პირდაპირი ჩართვის თხოვნით – ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, იაპონიის მთავრობა და მმართველი კოალიცია დაინტერესებულია ამ საკითხით და ამჟამად განიხილება ტექნიკური დეტალები. „ზელენსკის გამოსვლა საშუალებას მისცემს იაპონიის პარლამენტს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მთელს ქვეყანაში და მსოფლიოში,“ – უთხრა ჟურნალისტებს მმართველი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პარლამენტში, …

„რაშა თუდეის“ ლიცენზია დიდმა ბრიტანეთმაც გააუქმა

რუსულ ტელეარხ Russia Today-ს [RT], რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მედიამაუწყებელია, გაერთიანებულ სამეფოში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მარეგულირებელმა – კომუნიკაციების ოფისმა დღეს განაცხადა. როგორც მარეგულირებლის განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილება „ძალაშია დაუყოვნებლივ“. „მივიჩნევთ, რომ RT-ს ლიცენზიანტი ANO TV Novosti არ ერგება და შეუსაბამოა გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. კომუნიკაციების …

უკრაინა მომხრეა თურქეთი იყოს უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინა უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმების გარანტორთა შორის თურქეთის შეყვანის მომხრეა. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ჩავუშოღლუს თქმით, მოსკოვი არ არის წინააღმდეგი, თურქეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმებაში ერთ-ერთი გარანტორი. მან განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადება …

„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციამ უარი თქვა რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობას და უკრაინისთვის სოლიდარობის ოფიციალურად გამოხატვას ითვალისწინებს. ენმ-ს წევრ გია აბულაძის თქმით, რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება უმაღლეს საბჭოს ოპოზიციამ შესთავაზა. რეზოლუციის პროექტი – „უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“  – უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ 2 კვირის წინ დაარეგისტრირა. გია აბულაძის …

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა – ჩალაგაშვილი

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ გურამ ჩალაგაშვილმა დაუდასტურა, რომელიც უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძვის რუსული არმიის წინააღმდეგ. ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მებრძოლები დაბომბვის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ოჯახებისთვის მებრძოლების დაღუპვის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. „ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია …

რუსეთ-უკრაინის ომში მხარეთა სამხედრო დანაკარგები – 18 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 18 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 14 200 ადამიანი ტანკი – 450 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 448 ერთეული საარტილერიო სისტემა – 205 ერთეული MLRS – 72 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43 ერთეული თვითმფრინავი – 93 ერთეული ვერტმფრენი …

ყვითელი და ცისფერი – მოდა, როგორც იარაღი, პოლიტიკა და პოზიცია

„მოდა, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურია,“ – აღნიშნა 14 მარტს ბერლინში, Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნაზე ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ.  მოდის კვირეული ბერლინში სწორედ პოლიტიკაზე აქცენტით გაიხსნა – წუთიერი დუმილით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის ნიშნად. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება იმართება უკრაინელებისთვის თანხისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად. კვირეულზე საქველმოქმედო აუქციონიც იგეგმება: შემოსული თანხა …

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად? ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ – სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს

ნატალია ოლეინიკი ლტოლვილია უკრაინიდან. ის ბათუმში მეექვსეკლასელ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ოც დღეზე მეტია უკრაინაში ომია. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ 1 თვე უკრაინაში სასწავლო პროცესი სკოლებში ვერ აღდგება სრულფასოვნად. ნატალიამ გადაწყვიტა მეექვსეკლასელი შვილისთვის ბათუმში სკოლა მოეძებნა. რუსული სექტორი ბათუმის ორ სკოლაშია – მესამე და …

ცნობილი ბრენდების დაკეტილი მაღაზიები მოსკოვში | ფოტო

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა: McDonald’s-ი, Ikea, Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Prada, Gucci, Dior-ი, Apple-ი, Master Card Visa და სხვებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა რუსეთის ბაზარზე. რუსული ჯარები უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს, უკრაინაში დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა. მთავარი ფოტო: …

4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ. 34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, …

ყველა მეთოდით ვანგრევთ რკინიგზას მტრის გზაზე – არესტოვიჩის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს. არესტოვიჩის თქმით, ამის მიზანია რუსეთის ჯარებმა რკინიგზის გამოყენებით ვერ შეძლონ სამხედროების გადაყვანა და იარაღის გადატანა. „მეგობრებო, ტოტალური სალიანდაგო ომი, ყველა მეთოდით ვანგრევთ მტრის გზაზე რკინიგზას, რომლითაც სამხედროები გადაჰყავთ. შემდეგ მივხედავთ, შევაკეთებთ, ძალიან ბევრ ქვეყანას სურს ჩვენი დახმარება. მტრის სარკინიგზო მომარაგების (და …

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ჩავუშოღლუს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უმასპინძლა. „ჩემს უკრაინელ კოლეგას ანტალიის შემდეგ ამჯერად ლვოვში შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გრძელდება ჩვენი მუშაობა ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად,“ – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერზე. დმიტრო კულებასთან …

ზელენსკი მოუწოდებს გერმანიას, დაანგრიოს ახალი რუსული „კედელი“ ევროპაში

დღეს, 17 მარტს, გერმანიის ბუნდესტაგში ოცწუთიანი გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას სთხოვა დახმარება იმ „კედლის“ დანგრევაში, რომელსაც რუსეთი აშენებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. „მოგმართავთ და შეგახსენებთ იმას, რაც საჭიროა, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს. ყოფილმა მსახიობმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, ერთხელ ბერლინში თქვა: „დაანგრიეთ ეს კედელი!“ …

ეკლესია უნდა იყენებდეს იესოს ენას და არა პოლიტიკის – რომის პაპი რუსეთის პატრიარქს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ეკლესიის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ იესოს ენა და არა – პოლიტიკის. ვატიკანის ცნობით, საუბარი შეეხო „უკრაინის ომს და ქრისტიანებისა და მათი წინამძღვრების როლს მშვიდობის დამყარებაში“. „ჩვენ ვართ იმავე წმინდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ …

მედვედევი აშშ-ს: გვაქვს ძალა, თქვენი ადგილი მიგიჩინოთ

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მოსკოვს აქვს ძალა, მსოფლიოს აღიარებულ სუპერსახელმწიფოს „ადგილი მიუჩინოს“ და დასავლეთს რუსეთის გასანადგურებლად ველური რუსოფობიის შეთქმულების გაჩაღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, განცხადებები 17 მარტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. მედვედევის განცხადებით, აშშ-მ რუსეთის დასაჩოქებლად „საზიზღარი“ რუსოფობია გააჩაღა. „ეს არ იმუშავებს – რუსეთს აქვს ძალა …

რუსეთისა და უკრაინის ჯარების დანაკარგები ომში – 17 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 17 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 14 000 ადამიანი ტანკი – 444 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 435 ერთეული საარტილერიო სისტემა – 201 ერთეული MLRS / MLRS – 72 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43 ერთეული თვითმფრინავი – 86 …

უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 …

ევროპარლამენტარი: საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისის აეროპორტში გადაღებული სტალინის ბიუსტი ჩანს და წერს: „საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“. #Georgia – are you sure you want to join the EU with those Stalin …

ჩინეთი უკრაინის მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ დაგეხმარებით – ჩინეთის ელჩი უკრაინაში

„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად… მდგომარეობაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით. ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება სასიკეთო ძალა უკრაინისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,“- უთხრა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიენჟუნმა, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ CNN-ი …

ესპანეთში დააკავეს „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, 600 მლნ აშშ დოლარია. წყარომ ესპანეთის პოლიციდან „როიტერს “განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც …

პოლონეთის პრემიერი ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება

დღეს, 17 მარტს, ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ჩამოდის. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის …

„თქვენ უყურებთ ახალი უკრაინის დაბადებას, ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ“

„თქვენ ხართ ახალი უკრაინის დაბადების მომსწრე. ვერ წარმომიდგენია სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობას აჩვენებდა. ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ,“ – უთხრა უკრაინის ქალაქ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ, Financial times-ს. გამოცემა სტატიაში წერს უკრიანელთა ერთიანობაზე რუსეთზე თავდასხმის შემდეგ. უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სოციოლოგიური კვლევის ავტორი უკრაინული Ratinggroup-ია. 2020 წელს …

სად დგას ჩინეთი უკრაინის საკითხზე – ელჩის წერილი და პეკინის პოზიცია

„მტკიცება, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა, დაეთანხმა ან ჩუმად დაუჭირა მხარი ამ ომს, არის წმინდა დეზინფორმაცია”, – წერს ჩინეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინ განგი. მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრის იან ჯიეჩის რომში შეხვედრიდან ორ დღეში The Washington Post-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, სახელწოდებით – „რა პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხთან …

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის …

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ …

უკრაინის კულტურის სამინისტრო: რუსეთი ანადგურებს ეკლესიებს, მეჩეთებსა და სინაგოგებს

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები, რუსეთის პატრიარქის ჩათვლით, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „მართლმადიდებლობის დაცვას“ ასახელებენ, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში ანადგურებენ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სხვა სალოცავებს: სინაგოგებს, მეჩეთებსა თუ რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს –  უკრაინის კულტურის სამინისტრო რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული რელიგიური ნაგებობების ონლაინ ბაზას აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, მასალები გროვდება, როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების …

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, რუსი ოლიგარქის ვილა „დააპატიმრეს“

იტალიური მედიის ცნობით, კუნძულ სარდინიაზე, სასარის პროვინციაში, ფინანსურმა პოლიციამ „გაყინა“ რუსი ოლიგარქის, პიოტრ ავენის ქონება, მდიდრული ვილა. იტალიური გამოცემა la Repubblica-ს ცნობით, ვილას ფასი დაახლოებით 4 მლნ ევროა. პიოტრ ავენი რუსული „ალფა ბანკის“ მფლობელია. მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ამავე თემაზე:  ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

37 იაპონური კომპანია რუსეთში მუშაობას წყვეტს – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული 168 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 37-მა (22%) უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ამ დროისთვის გადაწყვიტა, შეაჩეროს საქმიანობა რუსეთის ბაზარზე ან შეწყვიტოს ექსპორტი.  ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, 22-მა კომპანიამ გამოაცხადა ექსპორტის შეჩერების შესახებ,  7-მა შეაჩერა წარმოება, 4-მა კი მაღაზიები დახურა.  ავტომწარმოებლებმა: Toyota Motor-მა, Nissan Motor-მა და მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა …

“ფორბსი”: რუსეთიდან წასული კომპანიები 200 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველჰყოფენ სამსახურით

საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ტოვებენ რუსეთს, 200 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმეული, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მაკდონალდსი არის უმსხვილესი დამსაქმებელი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც გამოაცხადეს ქვეყნიდან გასვლა. რუსეთში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული. ამ სიაში “პეპსიკო” თანამშრომლების რაოდენობით სიდიდით მეორე კომპანიაა. იქ საერთო ჯამში 19 ათასი …

ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტი დაუწესა რუსეთს უკრაინაში ომის გამო. ევროკავშირი ახალ პერსონალურ სანქციებს აწესებს  რუსი ოლიგარქების, კრემლის ლობისტებისა და პროპაგანდისტების, ასევე, საავიაციო, მანქანათმშენებელი და შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების მეოთხე პაკეტი შეეხება შემდეგ კომპანიებსა და პირებს: ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს რუსეთის პირველი არხის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ერნსტს Альфа-Групп-ის მსხვილ აქციონერებს, ჰერმან ჰანსა და ალექსეი კუზმიჩევს Роснефти-ის …

უკრაინაში ომმა 691 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია

გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა  – 1143. 2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე, 2022 წლის 14 მარტის შუაღამის 24:00 საათამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დააფიქსირა 691 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება და 1143 დაშავებული. გაეროს მონაცემებით, 691 დაღუპულ მოქალაქეთაგან 135 კაცია, …

პუტინი სამხედრო დამნაშავეა – აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია

16 მარტს აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პუტინი სამხედრო დამნაშავედაა შეფასებული. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ. დოკუმენტში სენატი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. რეზოლუციის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემია. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ორივე პარტიის კანონმდებლებმა. დოკუმენტი ასახავს კონგრესის ზედა პალატის შეხედულებებს რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილ აგრესიაზე. „ვგმობთ …

3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი უკრაინიდან – ომის შედეგები

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო უკრაინიდან 2 969 600 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ლტოლვილის სტატუსით, ხოლო სულ მცირე 2 მილიონი – იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით …

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …

უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და …

Exit mobile version