საქართველოში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის [პტსა] მკურნალობაზე ძირითადად აგვისტოს ომის შემდეგ ამახვილებენ ყურადღებას, როცა სხვადასხვა ორგანიზაციამ ომის ვეტერანებისა და დევნილთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების გარდა, პტსა შესაძლოა ისეთი ტრავმული მოვლენების დროსაც განვითარდეს, როგორიცა სექსუალური ძალადობა ან მისი მცდელობა, წამება, ტყვეობა, სტიქიური უბედურებები თუ ავტოკატასტროფები. რა არის პტსა და როგორ უნდა დააღწიოთ თავი წარსულ ტრავმებზე მოგონებებს, …
Tag Archives: საზოგადოება
120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს. ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი …
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია
ამ დროისთვის პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ. ქართული მხარე ამბობს, რომ პრობლემა თურქეთის მხრიდანა. ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები გუშინ საღამოს საათებში დაიწყო, რაც გამშვებ პუნქტებზე ქსელების გათიშვამ გამოიწვია. „ქსელები არა მარტო სარფის საბაჟოზე გაითიშა, არამედ სხვა დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულია თურქეთის შესაბამისი …
Continue reading “სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია”
თავდაცვის სამინისტროს ახალი მედალი – „გიორგი ანწუხელიძე“
თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედლით – „გიორგი ანწუხელიძე“, დაჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროს, უფროს და მთავარ სერჟანტთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს: საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისათვის; სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისათვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შესაბამისი ბრძანება …
Continue reading “თავდაცვის სამინისტროს ახალი მედალი – „გიორგი ანწუხელიძე“”
„აი ჩემი საქართველო!“
„აი ჩემი საქართველო!“ – ასეა დასათაურებული პირველი კლასის მუსიკის რვეულში საქართველოს რუკა. რუკაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე დატანილია ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია, მაგალითად: შავშეთი, ლაზეთი და საინგილო. ყოფილი ლაზეთი და შავშეთი, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებით, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში შედის, საინგილო კი – აზერბაიჯანის. რამდენად სწორია, როცა პირველ კლასიდანვე …
ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია
ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ბულვარის დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებას ქალაქის მერია ნოემბრიდან გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თითქმის ერთი წელია საუბრობენ და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც არსებობს, ბათუმის მერიას ქონების მართვის დაბრუნების კუთხით დღემდე არაფერი გაუკეთებია. ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სამართავად გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით
ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. …
აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს
აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხი წევრიდან მხარი სამმა დაუჭირა, ერთი ხმა კი გაბათილდა. დირექტორობის კანდიდატებს კენჭი მეორედ უყარეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით დღეს ვერ აირჩიეს.
ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა
ქედის გამგეობის ინფორმაციით, ერთი საათის წინ, სოფელ ცხმორისში, მდინარე აჭარისწყალში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. ორი მგზავრი დაიღუპა, ერთი მათგანის მდინარიდან ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს და ახლა იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველოს და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მდინარიდან ამოტანილია ჯიპის მარკის ავტომობილიც. დაღუპულები გადაყვანილი არიან პროზექტურაში. შსს ინფორმაციით, …
Continue reading “ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა”
ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს. გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე …
Continue reading “ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე”
“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა
კომპანიის სახელწოდება, რომელსაც ბათუმის მერია ეძებს, არის „კონვენტ ჯორჯია“. ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ მან მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი. კომპანიამ არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათ ხუთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია. ბათუმის მერიას …
რატომ გადაყარეს მშობლებმა ჭიების წამალი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ანტიჰელმინთურ პრეპარატს „ვერმოქსს“ არიგებს. ცენტრის ინფორმაციით, მედიკამენტი მშობლებს უფასოდ ურიგდებათ. ანტიჰელმინთური მედიკამენტის დარიგების საჭიროება კვლევებმა განაპირობა, რითაც დადგინდა, რომ „საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტი ჰელმინთებით (პარაზიტული ჭიებით) არის დაავადებული“. მედიკამენტი ზოგიერთმა მშობელმა შვილებს არ დაალევინა, ზოგიერთმა კი გადაყარა. „მასწავლებელმა მომცა ერთი ტაბლეტი. მითხრა ანალიზი აუღე და თუ სჭირდება, …
მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა
მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან საქართველოში „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და სავალდებულოდ შესასრულებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, ბილიკები [მაგალითად პარკში, ნაკრძალში, ძეგლებთან და სხვ] ამ რეგლამენტის მიხედვით უნდა დაგეგმარდეს და გამოყენებული უნდა იქნას სწორედ ისეთი …
Continue reading “მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა”
თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ეთნომუსიკოსი იცნობს. ოჯახი ადგილობრივ მერისულ ფოლკლორს მღერის და სცენაზე სამი თაობით წარსდგება. თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება მოიპოვა. სოფელ მერისში მცხოვრებმა თურმანიძეების ოჯახმა სახელი ძველი მერისული სიმღერების შესრულებით გაითქვა. ოჯახის შვიდი წევრიდან სცენაზე მერისულ ფოლკლორს, ძირითადად, …
Continue reading “თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა”
ხულოში დაკარგულ ქალს ეძებენ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოში 75-წლამდე ქალს ეძებენ, რომელიც 19 ოქტომბერს დაიკარგა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. „გუშინ საღამოს მოგვმართა ოჯახმა და ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ჩვენი დანაყოფების მიერ“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ქალი რომელსაც ეძებენ, ცხოვრობს სოფელ ძირკვაძეებში: „ჩემი ინფორმაციით ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალბატონი ყოფილა, გუშინ დილით სახლიდან …
ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ …
Continue reading “ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში”
თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს
წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …
Continue reading “თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს”
„საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“
მერაბ მახათაძე 25 წლის იყო, როცა საწარმოო ტრავმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო – ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ნგრევის დროს რკინის კონტრუქციის ქვეშ მოყვა. „თაგვი რომ ხაფანგში მოყვება, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. 30-მა კაცმა ძვლივს გადაწია რკინის მასა, რომ ნანგრევებიდან გამოვეყვანე. ზემოთ როცა ამომათრიეს, გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, მივხვდი, ქვემო კიდურებში გრძნობა აღარ მქონდა“, – ასე აღწერს …
Continue reading “„საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“”
გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში
სტატისტიკის სამსახური სიკვდილის ძირითად მიზეზებს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორის (დსკ-10) მიხედვით აქვეყნებს. ამ კლასიფიკატორის მიხედვით, სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2010 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი იყო 47 864, გასულ წელს კი – 49 121. გასულ წელს გარდაცვლილთა შორის 20 ათასზე მეტ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო – სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები; …
Continue reading “გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში”
განქორწინებათა რიცხვი ბოლო 5 წელში გაორმაგდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 2010 წლიდან 2016 წლამდე 4386-ითაა გაზრდილი. 2010 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო სულ 4726 განქორწინება, 2015 წელს კი – 9112 განქორწინება. აჭარის რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განქორწინებათა რიცხვი ორჯერ უფრო მეტადაა გაზრდილი:
6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში
14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …
Continue reading “6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში”
ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა
დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია. „ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა”
შვიდი წელი საწოლში
21 სექტემბერს გიორგი 21 წლის გახდა. მეათე კლასში იყო, როცა ხელვაჩაურში, ცენტრალურ გზაზე მას ავტომანქანა დაეჯახა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, გიორგის კი სიარული და საუბარი აღარ შეუძლია. ავარიამ მისი ცხოვრება დრამატულად შეცვალა. ოჯახში გვეუბნებიან, რომ გიორგის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. უსახსრობის გამო ორი წელია არც ექიმთან ჰყოლიათ. გიორგის საწოლში …
არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან
კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა. არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა …
Continue reading “არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან”
ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი
ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა. ევროპის ქალაქებში ხშირად …
ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში
ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მოხდება სპეციალისტების გადამზადება მაღალმთიან რეგიონებში. 2010 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5 პროცენტს აღენიშნება. „საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 000 ბავშვია დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს. განვითარების შეფერხება არ გულისხმობს …
Continue reading “ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში”
ბათუმის მერია მიწას მინისტადიონისა და ატრაქციონების რეკონსტრუქციის პირობით ყიდის
ბათუმის მერია მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ ქალაქში 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებს ყიდის. მომავალი მესაკუთრის ვალდებულება იქნება ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ააშენოს. მერია მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის, ამდენად, მომავალი მყიდველისგან საცხოვრებელ ფართობებს არ ითხოვს. მიწის ნაკვეთები, ერთ მისამართზე, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში [რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს] მდებარეობს. ერთი ნაკვეთი 5411 კვ/მ-ა და მისი საწყისი საპრივატიზებო საფასურია 1 …
Continue reading “ბათუმის მერია მიწას მინისტადიონისა და ატრაქციონების რეკონსტრუქციის პირობით ყიდის”
ორგანიზაციები 1 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლეს
„ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ავერსი-ფარმა“, „საქართველოს საპატრიარქო“, „შავი ზღვის ტერმინალი“, „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ფორტე“ – ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც, სხვა 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად, მათზე დაკისრებულ ჯამში – 945 350 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდიან. საქართველოს მთავრობამ ისინი, როგორც სახელმწიფო ქონების მონათხოვრეები, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო მათ თხოვების …
Continue reading “ორგანიზაციები 1 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლეს”
„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს
დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში. აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს”
“პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები საქართველოში თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობაზე არასწორია
„პატრიოტთა ალიანსი“ წინაასაარჩევნოდ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თურქების რაოდენობის შესახებ, თუმცა ეს მონაცემები არასწორია და რამდენჯერმე აღემატება რეალურ ციფრს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის” მიერ გამოცემულ საარჩევნო გაზეთში, რომელიც 100 ათასი ტირაჟითაა დაბეჭდილი, წერია: “ახლა თვითონ [თურქები] აცხადებენ, რომ უკვე 40 ათასზე მეტ თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი ბათუმში და მთლიანად აჭარაში ცხოვრობენ. თურქეთის …
“ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო“ – დედა ხუთ შვილთან ერთად ერთ ოთახში
33 წლის მაია [სახელი შეცვლილია] წელიწადზე მეტია ხუთ შვილს მარტო ზრდის. 14 წლის გუგა, 12 წლის ლანა, 10 წლის მარი, 8 წლის დათა და 3 წლის ლიზა [სახელები შეცვლილია] მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა დედასთან ერთად და საზღვარგარეთ წავიდა. 25 კვ/მეტრი ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარეობს და ბავშვების ბიძას ეკუთვნის. …
ბათუმის მერიამ ბინა 51 700 ლარად გაყიდა
ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1-ში, უპირობო აუქციონზე 51 700 ლარად გაყიდა. ბინა კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ კორპუსში მდებარეობს. ბათუმის მერიამ ბინა აუქციონზე 49 ათას 700 ლარად გაიტანა, ბიჯით – 2000 ლარი. აუქციონი შედგა და ქონება ერთი ბიჯით, 51 700 ლარად გაიყიდა. ვინ შეიძინა მერიის ბინა, …
როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე
„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო …
Continue reading “როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე”
„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად
აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა – 10 და უთხოვარი – 3 ძირი. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც …
ახალგაზრდა ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა მოხალისეობის მხარდასაჭერად
დღეს 24 სექტემბერს, აჭარის რეგიონის მოხალისეები გამართავენ გამოფენას, სახელწოდებით „მე მოხალისე – აქტიური მოქალაქე“, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობის, როგორც საქმიანობის და სფეროს პოპულარიზებას. ღონისძიება ხორციელდება „საქართველოს მოხალისე“-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ხოლო რეგიონში პროექტის პარტნიორია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელი“. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ასლან ართმელაძის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ …
Continue reading “ახალგაზრდა ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა მოხალისეობის მხარდასაჭერად”
მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე
მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად საღამოს, 7 ან 8 საათზე მართავენ. საარჩევნო კამპანიაში ისევ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები და მოზარდები. კანდიდატები მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეხვედრების დიდი ნაწილი, მედიის გარეშე, პარტიული კამერების თანდასწრებით იმართება. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ აწვდიან. მათ შორის …
Continue reading “მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე”