დღეს, დილით, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა გადაადგილებისას ორმოში რამდენჯერმე ჩავარდა. მძღოლს მაღაზიების გამყიდველები დაეხმარნენ. პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ და თვითმხილველების თქმით, მსგავსი შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდება. მძღოლები ქუჩაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ. ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა …
Tag Archives: საზოგადოება
სიბერე საქართველოში
ისინი, ვინც დაბერდნენ საქართველოში და შეუძლიათ, მუშაობენ. ეს მათი არჩევანი არ არის, მცირე პენსია და სოციალური პირობები ხანდაზმულ მოქალაქეს დასვენების შესაძლებლობას არ აძლევს. მძიმე სამუშაოს შესრულება მათ თითქმის ყოველდღიურად უწევთ. არამხოლოდ იმიტომ, რომ 160-ლარიანი პენსია მათ საჭიროებებს არ ჰყოფნის. ისინი ოჯახებსაც ეხმარებიან. 69 წლის ასლან ჯაფარიძე სოფელ ახალშენიდან ბათუმში თბილისის მოედანზე სამუშაოდ ყოველდღე მიდის. ის …
საიას ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და დისკუსია ბათუმში
დღეს 28 მარტს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო. ფილმი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ქალთა სამართლებრივ მდგომარეობას ასახავს. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 34 ქალი მოკლეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დისკუსიის მიზანია დავინახოთ, თუ …
Continue reading “საიას ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და დისკუსია ბათუმში”
სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „წამმზომი ჩართულია“
საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „წამმზომი ჩართულია“. „კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საზოგადოებას აქვს …
Continue reading “სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „წამმზომი ჩართულია“”
კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე
სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა. …
Continue reading “კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე”
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია გამგეობებისთვის აჭარის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ გაცნობა. პირველი შეხვედრა …
Continue reading “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა”
დაუნის სინდრომის მქონე პატარები გასართობ ცენტრში
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ გასართობ ცენტრ „დისნეი ლენდში“ დაუნის სინდრომის მქონე 12 ბავშვს უმასპინძლა. შემდეგ კი, ბავშვები ფონდ „დიაკონიას“ მიერ გამართულ კონცერტზე წაიყვანეს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში. „ჩვენი ორგანიზაცია აპირებს შაბათ-კვირას ჩვენს აღსაზრდელებთან ჩართოს ეს პატარებიც სასწავლო პროცესში, სადაც მათ შეასწავლიან ხატვას და სიმღერას. ჩვენ უნდა დავარღვიოთ დაუნის …
Continue reading “დაუნის სინდრომის მქონე პატარები გასართობ ცენტრში”
სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ
დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კერძო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებმა „ამერიკულ კუთხეში“ კონფერენცია გამართეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული მასალები დაუნის სინდრომის შესახებ და ასევე ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზეც რომელიც საზოგადოებაშია ამ სინდრომთან დაკავშირებით. მოსწავლეები ადრე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსაც შეხვდნენ, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს კი ისაუბრეს იმ განმავითარებელ პროგრამებზეც, რომლითაც დაუნის სინდრომის მქონე …
Continue reading “სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ”
ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში
21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს „მზის შვილებს“ უწოდებენ, თუმცა დღემდე არის შემთხვევები, როცა ადამიანები დაუნის სინდრომს დისკრიმინაციულ კონტექსტში, ადამიანების შეურაცხყოფის მიზნით გამოიყენებენ. იგივე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი თოფაძემაც, რომელმაც სიტყვა „დაუნი“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა. მას ამის გამო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა აიძულა. „ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს გადატანილი, …
Continue reading “ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში”
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით
ცხრა არასამათავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებელობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ მუსლიმი თემის მშვიდობიან თვითორგანიზებულ კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზებისკენ. ბოლო რამდენიმე წელია, მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან აქტიურად ითხოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმში მოქმედი …
სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას
ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით …
Continue reading “სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას”
ბათუმში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს [ვიდეო]
დღეს 12 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს თუ ვის მიერ მოხდა ფარული ჩანაწერის youtube-ზე ატვირთვა და კანონის შესაბამისად დაისაჯოს. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი, 11 მარტს გავრცელდა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით ვიდეომასალის …
Continue reading “ბათუმში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს [ვიდეო]”
არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში ბუნებრივი გაზის თითქმის შვიდმაგი გადასახადი მიუვიდათ. მოქალაქეების თქმით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, მოხმარებული გაზის გადასახადს „სოკარის“ წარმომადგენლების ზეპირი მითითების საფუძველზე, ქვითრის გარეშე იხდიდნენ. „თებერვლის ქვითარზე კი 500 ლარი და მეტი თანხა იყო დაწერილი“, – აცხადებენ ისინი. მათი აზრით, კომპანია მომხმარებლის უფლებებს არღვევს. მოქალაქეები თანხის …
Continue reading “არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?”
„უთქმელი ისტორიები“ – დისკუსია ქალი მოღვაწეების შესახებ
დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება საჯარო დისკუსია ისტორიული ქალი მოღვაწების შესახებ. დისკუსიის თემაა – „უთქმელი ისტორიები“. შეხვედრის მიზანია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ქალების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით წვლილი შეიტანეს თავიანთი თემის, რაიონისა თუ მთლიანად ქვეყნის ან ქალთა მოძრაობის განვითარებაში. შეხვედრას უძღვება ქალთა კლუბის წევრი, ნინო ტავლალაშვილი.
წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია – საპროტესტო აქცია ხულოში
დღეს, 12 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია. სოფლის მოსახლეობა, მათივე თქმით, ჰესების მშენებლობის შედეგად მათი კერძო საკუთრების დაზიანებას აპროტესტებს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, გვირაბის მშენებლობის შედეგად დაზიანდა მათი კერძო სავარგულები და საყანე ადგილები. მოსახლეობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ნორვეგიულ კომპანიას სთხოვს, რომ დაიცვან მათი უფლება და ზიანი არ მიაყენონ მათ საკუთრებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ …
Continue reading “წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია – საპროტესტო აქცია ხულოში”
ინტერნეტრეაქცია 6 თვის ბარბარეს შიმშილობაზე
6 თვის ბარბარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა წინსვლაში რვაწევრიან ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახს სოციალური შემწეობა იმის გამო მოუხსნეს, რომ ბავშვის მამა დასაქმდა, მაგრამ ის მალევე ისევ უმუშევარი, ხოლო ოჯახი შემწეობის გარეშე დარჩა. ოჯახი ბარბარეს ფქვილსა და წყალზე დამზადებული ფაფით კვებას. გოგონამ წონაში დაიწყო კლება. ბარბარესა და მის ოჯახზე სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „გაზეთ ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში, …
Continue reading “ინტერნეტრეაქცია 6 თვის ბარბარეს შიმშილობაზე”
უფლებები ყვავილების ნაცვლად
„ჩვენ არ გვინდა ყვავილები, ჩვენ გვინდა უფლებები“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „კაცები ქალების უფლებებისთვის“ – ამ და სხვა შინაარსის პლაკატები გამოფინეს დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა. აქცია-კონცერტი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა თქმით, რვა მარტი არის არა ქალებზე ყვავილების ჩუქების, არამედ ქალთა უფლებების …
აქცია-კონცერტი ქალთა უფლებების დასაცავად
ხვალ 8 მარტს, ბათუმში ევროპის მოედანზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით 16:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-კონცეტი გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, ქალთა საერთაშორისო დღის რეალური იდეა – ქალთა დღე არ შექმნილა ყვავლების ჩუქებისთვს, 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბძოლის დღეა. „საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა …
6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზე
ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს. ექვსი თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში. 25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი …
გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან
დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს. „ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც …
Continue reading “გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან”
ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება
„სოკარის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათისთვის სრულად აღდგება. ბათუმში 16 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მარტს შეუწყდა. მიზეზი ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარია იყო. მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. „ამ ეტაპისთვის დაზიანება აღდგენილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა. დღის სამი საათისთვის კი სრულად აღდგება …
Continue reading “ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება”
ორგანიზაცია „იალქანის“ საჩუქარი სოციალურად დაუცველ დედებს
დღეს, სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ თავისი სასწავლო ცენტრის „მომავლის ბავშვების“ დედები სილამაზის სალონში დაპატიჟა. „ჩვენს ცენტრში 83 ბავშვი სწავლობს, მაგრამ დღეს მხოლოდ 30 ბავშვის დედა მოვიდა. მათთვის მცირე საჩუქარი გავაკეთეთ, ახალი ვარცხნილობები და მაკიაჟი გავუკეთეთ. სალონის შემდეგ ფსიქოლოგმა მაკო ხუნდაძემ დედებს ერთი საათი დაუთმო,“-გვეუბნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე. სალონის შემდეგ სოციალურად …
Continue reading “ორგანიზაცია „იალქანის“ საჩუქარი სოციალურად დაუცველ დედებს”
„მადლიანი მაგიდა“ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დღეს, პირველ მარტს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის „მადლიანი მაგიდა“ დაიდგა, რომელზეც სხვადასხვა საკვები პროდუქტია განთავსებული. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მალე საკვები პროდუქტებისთვის მაცივარსაც დადგამენ, მალფუჭებადი პროდუქტები დაცული რომ იყოს. „მადლიანი მაგიდის“ ინიციატორი კერძო სტუდია-ბაღი „მონპარნასია“ . სტუდიის მენეჯერის ნინო ბიაძის თქმით, სოციალური აქციის მიზანია, ადამიანებმა აღარ იშიმშილონ. „ჩვენ ვუერთდებით დათო გაჩეჩილაძის წამოწყებას – …
22 წელი დევნილობაში, საცხოვრებლის გარეშე
41 წლის ერასტი ჯანაშია დევნილია აფხაზეთიდან. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და დამოუკიდებლად ცხოვრება, მისი ახლობლების თქმით, არ შეუძლია. ერასტი ჯანაშია 22 წელია ბათუმში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს, როგორც დევნილისთვის, მისი საცხოვრებელი პირობებისთვის დღემდე არ უზრუნია. ერასტი ჯანაშია დედის გარდაცვალების შემდეგ, მეცხრე წელია დისა და სიძის სახლში ცხოვრობს. „მამა აფხაზეთის ომში დაგვეღუპა. ომის შემდეგ დედა და …
კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე
დღეს 25 თებერვალს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გაიმართება საჯარო შეხვედრა პროექტის ირეგვლივ, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეების აქტიურად ჩართვა. პროექტი 2014 წლიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ხუთ მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი.
ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე
ოჯახი, რომლის სახელზეც არანაირი კერძო საკუთრება არ რეგისტრირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩა – ფარტენაძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა ცხრა თვის წინ შეუწყვიტეს. ჯემალ ფარტენაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აქვს გულის პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მუშაობა არც ჯემალის მეუღლეს შეუძლია, რადგან რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. ჯემალ …
Continue reading “ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე”
პოლიტიკური მანიპულაციები სექსუალური უმცირესობების თემით
მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, რომ ოჯახის განმარტება უნდა მოხდეს როგორც ქალისა და კაცის, კაცისა და კაცის, ან ქალისა და ქალის ერთობა. ამის საფუძველზე ის სექსუალური უმცირესობების სახელით მოითხოვს ერთნაირსქესიან ადამიანთა შორის ქორწინების აღიარებას. გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალურ განცხადებაში ტატიშვილის ქმედებას პრორუსული, პოლიტიკური თუ …
Continue reading “პოლიტიკური მანიპულაციები სექსუალური უმცირესობების თემით”
როგორ მოწმდება წამლის ხარისხი
წამლის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – განაცხადა 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. როგორ იცვლება კონტროლის მექანიზმი მაშინ, როცა სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი უცვლელია და პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შესასყიდად 10 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ლაბორატორიულად შესამოწმებლად – 80 ათასი ლარი? საკმარისია თუ არა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არსებული სახელმწიფო მექანიზმები? …
ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ
„თითქმის ყოველდღე ვხვდებით ჩვენი თაობის ადამიანს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს. ახალგაზრდებს უჭირთ იმის აღქმა და გათავისება, რომ სიბერეს თან ახლავს სევდა და წარსულში დარჩენილი ცხოვრების ნოსტალგია. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენს თანაგრძნობას.“ ნათელა ჩელებაძე, 81 წლის, ქობულეთი „არის შემთხვევა, როცა მოხუცს სურს გულით რაიმე პროდუქტის შეძენა, მაგრამ ვერ იმეტებს თავისთვის, რადგან ოჯახს …
მოქალაქე: ელექტროსადენები საფრთხეს მიქმნის
მოქალაქე მურმან კილაძე ბათუმში, სახოკიას ქუჩაზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მის საკუთრებაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო რამდენჯერმე ჩამოვარდა და პრობლემები შექმნა. გარდა ამისა, ამირან კილაძე ამბობს, რომ ელექტროხაზები მის საცხოვრებელთან ძალიან ახლოსაა, რის გამოც მშენებლობას ვერ იწყებს. „საცხოვრებელი რვა წლის წინ შევიძინე, სახლი ძველია და მინდა ახალი ავაშენო, მაგრამ იმ ადგილთან, …
Continue reading “მოქალაქე: ელექტროსადენები საფრთხეს მიქმნის”
მუშის დაღუპვის გამო „პორტა ბათუმზე“ სამუშაოები დროებით შეჩერდა
„პორტა ბათუმის“ მშენებარე ნაგებობიდან მამაკაცის ჩამოვარდნის გამო, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. 40 წლის მუშა, რომელიც მშენებარე ობიექტის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა, ადგილზევე დაიღუპა. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, ანბანის კოშკის გვერდით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ობიექტი უცხოელ ინვესტორს ეკუთვნის. როგორც „პორტა ბათუმის“ კადრების განყოფილებაში გვეუბნებიან, ამ …
Continue reading “მუშის დაღუპვის გამო „პორტა ბათუმზე“ სამუშაოები დროებით შეჩერდა”
მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ
„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ დღეს რვა თებერვალს, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა. ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა. როგორც „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პეტიციას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სხვა მუსლიმმა …
Continue reading “მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ”
რას მოუტანს ახალი სტატუსი ქუჩაში მყოფ ბავშვებს
„საქართველოს კანონში შევა ახალი ცნება – „მიუსაფარი ბავშვი“. ამ სტატუსზე იქნება მიბმული მთელი რიგი საჯარო სერვისები. რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც ქუჩაში მყოფ ბავშვებს შეეხება. კანონპროექტი 15 იანვარს მთავრობის სხდომაზე …
Continue reading “რას მოუტანს ახალი სტატუსი ქუჩაში მყოფ ბავშვებს”
საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს
დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღეს არის მეორე განმწესრიგებელი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ზიანის ანაზღაურებას. „ჩვენ, როგორც მოსარჩელეებმა, წარვადგინეთ არაერთი საარქივო დოკუმენტი, ძველი განაჩენები, მედიამასალები, რელიგიათა საბჭოს დოკუმენტები, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს”
რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე
29 იანვარს აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ აჭარის ტელევიზიასთან პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. ანთიძეს ტელევიზიაში ბორდის საბჭოს სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა იგი ტელევიზიის დაცვამ შენობაში არ შეუშვა. „უკვე მეხუთე შეხვედრაა, როდესაც ვცდილობ დავესწრო. ჩემ წინააღმდეგ არის დისკრიმინაციული ქმედებები განხორციელებული. არ მიშვებენ, რადგან თურმე იქ ვიქცევი არაადეკვატურად, მათი განმარტებით. სოსო სტურუას [აჭარის …
Continue reading “რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე”
ძველ ბათუმში სახლის აივნის სახურავი ჩამოინგრა
რამდენიმე წუთის წინ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და ახმედ მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აივნის სახურავი ჩამოინგრა. სახურავის ჩამონგრევა თოვლის სიმძიმემ გამოიწვია. სახლი მოქალაქე გულნარა დავითაძეს ეკუთვნის. მან უკვე მიმართა მერიის ადმინისტრაციულ ორგანოს დასახმარებლად. მისი თქმით, რადგან სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, ის აივნის სახურავის აღდგენას დამოუკიდებლად ვერ …
Continue reading “ძველ ბათუმში სახლის აივნის სახურავი ჩამოინგრა”