ნეტგაზეთი • RU

დისკუსია წამების კადრების გავრცელების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

 

პატიმართა წამების ამსახველი კადრების საჯაროდ (ტელევიზია, სოციალური ქსელი/მედია, საჯარო ჩვენება) გავრცელება – ამ თემაზე დღეს, 10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი (PRI) და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დისკუსიას მასპინძლობენ.

 

დღევანდელ დისკუსიაზე მომხსენებლები არიან ნატა იმედაიშვილი (ჟურნალისტი რადიო თავისუფლება, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი); ირაკლი ჭეიშვილი (ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე); გიორგი ხიმშიაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე) და ჯემალ დუაძე (თავისუფალი თაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი).

 

მომხსენებლები დღეს ისაუბრებენ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელების ეთიკურობაზე და იმაზეც, რამდენად კანონიერია ამ კადრების ტირაჟირება; არის თუ არა ეს იმ ადამიანებისთვის ტანჯვისა და ტკივილის კიდევ უფრო გაღრმავება, ვინც წამების მსხვერპლია.

 

წამების თემაზე დღეს დაგეგმილი დისკუსიის ორი მომხსენებლის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი ჭეიშვილისა და თავისუფალი თაობის წარმომადგენლის – ჯემალ დუაძის შეხედულება ამ საკითხზე ცნობილია: ირაკლი ჭეიშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააზიარა წამების კადრები და ასევე საზოგადოებას გააცნო თავისი შეხედულება თუ რატომ გააკეთა ეს. ჯემალ დუაძემ კი არამხოლოდ გაავრცელა იგივე კადრები, არამედ ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

 

დღევანდელი დისკუსიის მოდერატორი იქნება იურისტი გენო გელაძე.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.