პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი

29  ნოემბერს, გამთენიას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, …

ბაიდენმა კიევისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება – ამის შესახებ Washington Post-ი და „ბიბისი“ წერენ წყაროებზე დაყრდნობით. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ცნობით, ამ საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა აშშ-ის რამდენიმე გადაწყვეტილება კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. 17 ნოემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა გააუქმა უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღით …

ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება

ქართული ონლაინმედიები: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვგმობთ 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. კერძოდ, „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობაში ხელშეშლას. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც. პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა netgazeti.ge-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს Publika-ს ჟურნალისტს, …

მოვუწოდებთ შსს-ს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა – მედიაომბუდსმენი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ და სპეცდანიშნულების დაჯგუფებამ აქციის მონაწილეებზე იძალადეს. შს სამინისტროს წარმომადგენლები ასევე არ აძლევენ მედიას მუშაობის საშუალებას. ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მედიაომბუდსმენი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, 19 ნოემბერს, სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს. სამართალდამცველები …

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა. ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი …

როგორ უშლიდნენ ჟურნალისტებს ხელს არჩევნების გაშუქებაში – თავდასხმა, შეურაცხყოფა, ტიტუშკები

„2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი“ – წერს „მედიაომბუდსმენი“ არჩევნებზე ჟურნალისტების შეფასებაში, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. „მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 25 და 26 …

ფიზიკური, ფინანსური და ორგანიზაციული რისკები – როგორია წინასაარჩევნო პერიოდი მედიისთვის

მედიაომბუდსმენი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო. „მედიაომბუდსმენის“ გუნდი ორი თვის განმავლობაში უწყვეტად აკვირდებოდა, ახერხებდა თუ არა მედია ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებას და რა პირობები იყო საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობისთვის. „საქართველოში ჟურნალისტების დევნა, …

მაუწყებელი ვალდებულია არ განათავსოს ომის პროპაგანდის შემცველი პოლიტიკური რეკლამა – მედიაომბუდსმენი

შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე  – ამ საკითხზე „მედიაომბუდსმენის“ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ვკითხეთ. მისი განმარტებით, კანონმდებლობის და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევებში მაუწყებელი ვალდებულიც კი არის არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა. მმართველი პარტიის ვიდეორგოლებთან დაკავშირებული საკითხი „მედიაომბუდსმენმა“ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით დეტალურად გამოიკვლია „შეუძლია თუ არა მაუწყებელს …

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების სარჩელი სასამართლომ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. საქმეს სასამართლოში “მედიაომბუდსმენი” უძღვება. „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აუნაზღაუროს მიყენებული მორალური ზიანი. „აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, …

კრიტიკული ტელევიზიები 2-ჯერ დასაჯა სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხზე  – „მედიაომბუდსმენი“

„ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“. სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ ახალ ანგარიშში. „მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მთავარი მიგნებაა ასევე: მაშინ, როდესაც …

„ჩემი კომპენსაციის თანხა 41 ლარია“ – ევროსასამართლო ნათია კაპანაძის საჩივარს განიხილავს აჭარის ტელევიზიის საქმეზე

„საჩივარს სასამართლო განიხილავს შესაძლებლობისთანავე“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნათია კაპანაძისთვის გაგზავნილ წერილში. სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „კაპანაძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის კანონიერებას შეისწავლის. ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი 2019 წელს მოუწყვეს. საქართველოს საერთო სასამართლოებმა საქართველოში ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს. „შიდასამართლებრივი მექანიზმი“ ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია იმ ცინიზმზე, უფლებების დარღვევის …

უკრაინა კურსკში რუსულ ჯარებს ალყაში აქცევს და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება – WSJ

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინა კურსში ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება. გამოცემა მიუთითებს უკრაინელი სამხედროების განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მათ გამოიყენეს აშშ-ს მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემები პონტონურ გადასასვლელებსა და ხიდებზე დასარტყამად. გამოცემის ცნობით, უკრაინის 6 აგვისტოს ოპერაციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პრეზიდენტი პუტინი, რადგან უკრაინამ შეძლო კონტროლი მოეპოვებინა ათობით ქალაქსა და სოფელზე – …

„გურიის მოამბის“ რედაქტორი 26 მაისს გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს

გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორი და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ლადო მენაბდე ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო კონტრ-სნაიპერული შაშხანით, რომელიც მან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ოზურგეთის ცენტრში გადაიღო სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე და გამოაქვეყნა ხუმრობის ტექსტით. „მთლად საჩემო! ამერიკული – კონტრსნაიპერული შაშხანა ისვრის 18 სხვადასხვა დანიშნულების ტყვიის …

„კლანმა გადაწყვიტა ბოლომდე ჩაკეტოს სისტემა“ – ყოფილი მოსამართლე სასამართლოს გამჭვირვალობაზე

„ამ დარბევების დროსაც ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ სასამართლო არავითარი დამბალანსებლის როლს არ ასრულებს. ის თავიდან ბოლომდე „ოცნების“ პოლიტიკურ ნებას და სურვილს ატარებს. ფორმალური გახდა ხელისუფლების დანაწილება – სასამართლო კლანი და მთავრობა ერთნაირი ლექსიკითაც საუბრობენ, ერთნაირად მოქმედებენ, ერთი იდეის გამტარებლები არიან, ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურებიან… ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არავის აწყობს,“ – გვიყვება უზენაესი …

148 ორგანიზაციის განცხადება – „არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“

100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აჩერებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, ყველა მათგანი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში. 25 აპრილის 18 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს აწერს 140-ზე მეტი ორგანიზაცია და ეს სია შეიძლება, კვლავ გაიზარდოს. გთავაზობთ განცხადებას, რომელთა ხელმომწერებს შორის არის „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებიც“. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს …

4 წლის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ჟურნალისტმა სასამართლო დავა მოიგო

4 წლის შემდეგ მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება „თეონა ბაკურიძის საქმეზე“ – ეს ის ტელეწამყვანია, რომელიც „აჭარის ტელევიზიაში“ დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს უკვე ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. „არ ვიცი შერცხვება …

ამ კანონით ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი პაპუაშვილს

„თქვენ გინდათ მიმაწებოთ აგენტის იარლიყი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღეს, 25 აპრილს, ბათუმში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაზეთ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ. „ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიხდა, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ, რომ თქვენ, …

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მედიები პაპუაშვილთან შეხვედრას არ დაესწრებიან

დღეს, 25 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან – ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოში 31 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს. საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების …

TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო

„შენ გაგწევ ახლა მე“ – მიმართავს „ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირი TV25-ის გადამღებ ჯგუფს, რომელსაც გუშინ, 14 მარტს, თავს დაესხნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს, დაიწყო თუ არა გამოძიება. ჟურნალისტებს ადგილზე დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება. დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის …

რატომ ვერ იღებს ინტერნეტმედია სასამართლო სხდომას? – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა საერთო სასამართლოებში პროცესს ინტერნეტმედია იღებდეს? – ამ საკითხზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 თებერვალს განიხილა. „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარჩელში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ინტერნეტმედიას უზღუდავს საერთო სასამართლოებში სხდომის ვიდეო გადაღებას, ან სასამართლო პროცესის Live-ში ჩართვას. სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღების უფლება კანონით საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც ვალდებულია ჩანაწერი გადასცეს მასობრივი ინფორმაციის …

როგორ ყიდულობენ რუსები სოფლებში მიწებს  – „ბათუმელების“ 20 პოპულარული სტატია 2023 წელს

რას კითხულობდნენ 2023 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელებზე“? – წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის ყველაზე რეიტინგულ სტატიებს, რომლებიც batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა. ემიგრაცია, შოვის ტრაგედია, მუნიციპალური პრობლემები, სიღარიბე, დაუცველი ჯგუფები, რუსეთ-უკრაინის ომი და მოახლოებული 2024 წლის არჩევნები – სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი მკითხველი „ბათუმელებს“ ამ თემების გაშუქებისას ჰყავდა. [red_box]რუსული კანონი[/red_box] 2023 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაიწყო „უცხოელი …

მოსამართლემ ტელეწამყვან თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის სარჩელი. თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო და 2020 წელს გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 დეკემბერს გამოცხადდა. „თეონა ბაკურიძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. მოსამართლემ განმარტების გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი არ დასწრებია. თეონა …

აჭარაში საზმაუს ბორდის 2 კანდიდატი შეარჩიეს – მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისთვის მეურვეობის ორი კანდიდატი შეარჩია: გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე. სხდომა უმაღლეს საბჭოში დღეს, 30 ოქტომბერს შედგა. უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში „აჭარის ტელევიზიას“ სამი კვოტა აქვს. აქამდე აჭარიდან საზმაუს მრჩეველთა საბჭოში ერთი კვოტა იყო გათვალისწინებული და …

მედია და ურბანული პოლიტიკა – ბათუმში დისკუსია გაიმართება

27 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  გაიმართება დისკუსია თემაზე – „მედია და ურბანული პოლიტიკა“. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საჯარო მოხელეები, სამოქალაქო სექტორისა და ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლები. დისკუსიას მოხსენებით გახსნის „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე. დისკუსია შეეხება ურბანულ პოლიტიკას, მედიის თანამშრომლობას ამ დარგის სპეციალისტებთან, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. განხილული იქნება, რა გავლენას ახდენს კვალიფიციური მედიაგაშუქება მიმდინარე პროცესებზე …

„უნდა მოუსმინოთ პალესტინელებსაც“ – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა

გერმანული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს ფრანკფურტის ცნობილი წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, წელს წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა სლოვენიაა და სკანდალი სწორედ სლოვენიელი ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის გამოსვლას მოჰყვა. გამოცემის ცნობით, გამოსვლისას ჟიჟეკმა დაგმო „ჰამასის“ ტერაქტი ისრაელის მოსახლეობაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასევე უნდა მოუსმინოთ პალესტინელებს და გაითვალისწინოთ მათი წარსული, თუ გსურთ კონფლიქტის გაგება“. „დოიჩე …

სტრასბურგში ქართველი პაციენტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ფრანგული გამოცემა

სტრასბურგში ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურები და ექიმები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და მოძებნონ გზა პაციენტთა მიგრაციის დიდ ნაკადთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ადგილობრივი მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი  წერს 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში. გამოცემის ცნობით, მიგრანტების რიცხვი სტრასბურგში განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს …

„ცოცხლად ვიმარხავთ თავს მიწაში, რომ სიკვდილს შევეგუოთ“ – უკრაინელი სპეცრაზმელი

„ჩვენ ცოცხლად ვიმარხავთ თავს მიწაში, რომ სიკვდილს შევეგუოთ“ – როგორ ასრულებენ დაზვერვის მებრძოლები სპეცოპერაციებს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ის უკრაინული რედაქცია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ემზადება მისიისთვის დაზვერვის სპეცსამსახური. „ბათუმელები“ გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან. „ჩვენ ვართ როგორც სკალპელი ძალიან გამოცდილი ქირურგის ხელში, რომელიც დელიკატურად აშორებს სიმსივნეს“, – ასე აღწერს უკრაინის სპეცრაზმის მუშაობის სპეციფიკას უკრაინის თავდაცვის …

კონკურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ბათუმში

გაზეთი „ბათუმელები“ „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს აჭარაში მცხოვრები 14-26 წლის ახალგაზრდებისთვის მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად. მედიასკოლის  მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან ტრენინგების კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამერიკული კუთხის გუნდს და ერთად შექმნათ Youtube კონტენტი, შეისწავლოთ ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადება, ინტერვიუს ჩაწერა, ციფრული მედიის სპეციფიკა, მედიაწიგნიერების ისეთი საკითხები, როგორიცაა ყალბი …

რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო

„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა. …

რა გამოიძიეს მარტის აქციებზე, სადაც 21 ჟურნალისტი დაზარალდა – მედიაომბუდსმენის ანგარიში

სახელმწიფოს ამ დრომდე არავინ დაუსჯია 2023 წლის მარტის ცნობილი აქციების შემდეგ, როცა შსს-მ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სამართალდამცველებმა იძალადეს აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებს კი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. რა ეტაპზეა იმ საქმეების გამოძიება, სადაც 21 ჟურნალისტი დაზარალებულად მიიჩნიეს? – „მედიაომბუდსმენის“ ახალი ანგარიშის მიხედვით, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. „მედიაომბუდსმენმა“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მიიღო მიმდინარე …

„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

„აკრედიტაციის პროცესი, რომელიც უნდა ეხებოდეს ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემოს გამარტივებას, პარლამენტმა გამოიყენა ბერკეტად ჟურნალისტების წინააღმდეგ – გააჩუმოს ჟურნალისტი ნებისმიერ დროს,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ნათია კაპანაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტების ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ამ ეტაპზე სამი მიმდინარე სასამართლო დავა აქვს პარლამენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი სარჩელი, …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ, კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. შემთხვევა დღეს, 14 ივნისს, აჭარის რადიოსთან მოხდა. როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა „აჭარის ტელევიზიასთან“, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. „გავედი და …

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს – მედია

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს – ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, გემის ინჟინერი, 31 წლის მამაკაცი, რიო დე ჟანეიროს სასტუროში იპოვეს მოკლული სამშაბათს, 30 მაისს. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს კრიმინალური წარსული აქვს.

ვინ დააჯილდოვეს ვენაში ფესტივალზე, სადაც „ბათუმელებიც“ იყო წარდგენილი

25-26 მაისს ვენაში გაიმართა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესი და მედიაინოვაციის ფესტივალი. ღონისძიების ძირითადი თემა იყო – „ახალი საზღვრები: პრესის თავისუფლება და მედია ინოვაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. კონგრესსა და ფესტივალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ესწრებოდნენ რედაქტორები, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და მედიის სფეროში მომუშავე დონორი თუ საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში 30 სესია, …

პულიცერის პრემია გადაეცათ უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებიც მარიუპოლში დარჩნენ

უკრაინელ ჟურნალისტებს: დოკუმენტალისტ მსტისლავ ჩერნოვს, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკას და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო, 2023 წლის პულიცერის პრემია გადაეცათ. ჩერნოვი, მალოლეტკა და სტეპანენკო დასავლური მასმედიის ერთადერთი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ოკუპირებულ მარიუპოლში დარჩნენ საომარი მოქმედებების დროს. სწორედ მათ გამოაქვეყნეს მასალა მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროდან. სამივე მათგანი „ასოშიეიტედ პრესის“ წარმომადგენელია. ევგენი მალოლეტკამ პულიცერის პრემია ასევე …

Exit mobile version