ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ. „მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და …
Tag Archives: მედია
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება
21 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ესაა მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება ონლაინმედიების საერთო კამპანიას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. „მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე! მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და …
Continue reading “„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება”
რატომ გაითიშა დღეს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“
დღეს, 13 აგვისტოს, შუადღისას, 2 საათ-ნახევრის განმავლობაში, საქართველოში 22 ონლაინმედია დროებით გაითიშა. დროებითი გათიშვის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ გაქრობის საფრთხე, რითაც „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა ონლაინმედიას ემუქრება, რეალურია. ვებგვერდების სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 ქართული ონლაინმედიის …
Continue reading “რატომ გაითიშა დღეს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“”
სინათლე არ უნდა ჩაქრეს – ვიდეო
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. https://sinatle.media/ # GE76TB7548536080100013 #GE06BG0000000609779465
ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა
შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“. განცხადების გავრცელების ამ ეტაპზე, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა …
Continue reading “ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა”
მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა
დღეს, 22 ივლისს, „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. „ბათუმელებმა“ ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამ …
Continue reading “მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა”
შემოსავლებმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო – მორიგი ზეწოლა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს. უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს. რა ხდება? პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი …
ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ „ოცნება“ მათ დახურვას აპირებს – კომპანიას ინკასო დაადეს
რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიას ინკასო დაადო და მედიას დახურვა ემუქრება. განცხადებას ტელეკომპანია ფეისბუქზე ავრცელებს. „ქართული ოცნება“ თრიალეთის დახურვას აპირებს! დღეს, 30 ივნისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს, შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო. ინკასოს დადება ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, …
„ხვალ ეთერში იქნება ბოლო საინფორმაციო გამოშვებები“ – „ჰერეთი“ გადაცემებს აჩერებს ინკასოს გამო
მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი, რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე წერს, რომ „ჰერეთის“ ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების შემდეგ იძულებულია სამსახურიდან დაითხოვოს თანამშრომლების დიდი ნაწილი და შეაჩეროს გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებები. „ჰერეთი“ აერთიანებს სამ დამოუკიდებელ რადიოსადგურს — რადიო თბილისს (FM93.5), რადიო ჰერეთს (FM102.8 – კახეთი) და რადიო ციტრუსს (FM97.3 – აჭარა). „მეგობრებო, მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, თუმცა, დღეს 27 წლის …
ირანში 5 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და ასობით დააკავეს ისრაელთან ჯაშუშობის ბრალდებით – მედია
ირანის ხელისუფლებამ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ასობით ადამიანი დააკავა, ხუთი დაკავებული უკვე სიკვდილით დასაჯეს – წერს „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი ჩამოახრჩვეს, მათგან სამი – დღეს, 25 ივნისს. ირანის ხელისუფლება მათ „მოსადის აგენტებს“ უწოდებს. „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა მათგანი „სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ თანამშრომლობაში“ გაასამართლეს, კერძოდ, აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის, რომელიც …
მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია
„ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ბოლოდროინდელ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებები სასამართლო დარბაზებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს. „თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო …
Continue reading “მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია”
ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან
„ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ“- ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. ნინო ზაუტაშვილს „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობაზე და იმ სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვაზე, რომლის მოსმენაც დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას. ნინო, როგორ შეაფასებთ „ქართულის ოცნების“ მცდელობას, უკარნახოს მედიას, ჟურნალისტებს, რა უნდა თქვან ეთერში და …
Continue reading “ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან”
„ფინანსური ზეწოლის და შანტაჟის ახალი იარაღი“- მედიაკოლიცია მაუწყებლების კონტროლზე
დღეს, 6 ივნისს, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გაავრცელა და კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული მორიგი ცვლილებები, რომელიც მათი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს. „წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის. …
Continue reading “„ფინანსური ზეწოლის და შანტაჟის ახალი იარაღი“- მედიაკოლიცია მაუწყებლების კონტროლზე”
მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი – საიას შეფასება
„მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრებზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილმა პირმა. საიას განცხადებით, საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები, ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის …
Continue reading “მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი – საიას შეფასება”
„ოცნებას“ მედიაში სიტყვების კონტროლიც უნდა – „მედიამ და საზოგადოებამ ერთმანეთს ხელი არ უნდა გაუშვას“
„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს. 3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ. „ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით …
„ივანიშვილი კოორდინირებულად ებრძვის დამოუკიდებელ მედიას“ – კოალიციის განცხადება
დღეს, 3 ივნისს, მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას აქვეყნებს და გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას. მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „სინდისის პატიმარი, დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია …
Continue reading “„ივანიშვილი კოორდინირებულად ებრძვის დამოუკიდებელ მედიას“ – კოალიციის განცხადება”
ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი „ბათუმელების“ დაარსების თარიღს, 26 მაისს ეხმიანება და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „24 წლის განმავლობაში, „ბათუმელები“ აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციას და მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ და მაღალხარისხიან ჟურნალისტიკას. გაზეთმა გაუძლო ოთხ პოლიტიკურ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჟურნალისტები და რედაქტორები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის, მუქარის, შანტაჟისა და დაკავების …
“უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ სასამართლოში, ჟურნალისტებს კამერებით მუშაობის საშუალება არ მიეცათ” – ქარტია
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას, 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს,“ – წერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გმობს …
საია: ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. „ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში სახელმწიფოს ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, მამა სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანიის ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს, გაიტაცა „TV პირველის“ კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. …
Continue reading “საია: ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა”
„რუსთავი 2“-ს სთხოვენ კობახიძის ცილისწამების პასუხად ეთერი დაუთმოს მზია ამაღლობელის ადვოკატს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სთხოვენ, გადაცემა „ღამის კურიერში“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძის ცრუ ბრალდებებს პასუხი გასცეს. სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა …
„ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა“ – მზია ამაღლობელის მიმართვა
3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოში მედიასაშუალებები ერთობლივი პირდაპირი ეთერით აღნიშნავენ. საერთო ეთერი დღეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა: „მოგმართავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, თქვენს გვერდით რომ არ ვარ ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და …
ჟურნალისტების დევნა, დაპატიმრება, ჯარიმები – ქარტიის განცხადება პრესის თავისუფლების დღეს
დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად …
„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს
„მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – ამ სიტყვებით იწყება განცხადება, რომელიც „მთავარმა არხმა“ დღეს, 1-ელ მაისს გამოაქვეყნა ვებგვერდზე. „5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად …
Continue reading “„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს”
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს სააპელაციო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2025 წლის 20 მაისს განიხილავს. სააპელაციო სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხარეების პოზიციებს სასამართლოს სხდომაზე არ მოუსმენს. სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეებთან უშუალო შეხვედრების გარეშე შეისწავლოს საჩივარი და საქმის მასალები. საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე: სანამ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით …
სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი
„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას. სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება. „აღსანიშნავია, რომ …
თუ პოლიციელს ქალისგან სილა ტკივილს აყენებს, კრიმინალისგან როგორ დაგვიცავს? – ინტერვიუ
„ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება,“ – მიიჩნევს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს. ადვოკატი, რომელიც წლებია სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მზია …
მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია – ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესებით. 17 აპრილს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ქარტია აჯამებს ყველა იმ ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ქარტია მიუთითებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები და დამოუკიდებელი …
Continue reading “მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია – ქარტია”
„ტვ 25“ იყიდება – ტელეარხი განცხადებას ავრცელებს
ადგილობრივი მედია „ტვ 25“ იყიდება. ამის შესახებ განცხადება ტელეარხის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ფეისბუქზე. „ტვ25 -ის სპეციალური განცხადება! პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით “ტვ25”-ის 100%-იანი წილი იყიდება!“ – წერია განცხადებაში. საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ტვ 25“ -ის წილებს ფლობენ გიორგი სურმანიძე [49%] და ჯემალ ვერძაძე [51%]. 2025 წლის 20 იანვარს არხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2025 წლის …
Continue reading “„ტვ 25“ იყიდება – ტელეარხი განცხადებას ავრცელებს”
“ბათუმელები” ევროპის ფონდის საგამოძიებო კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულებს შორისაა
ევროპის ფონდმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და შვიდი მედია საშუალება დააჯილდოვა. საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ გამოცემები: აი, ფაქტი ბათუმელები პუბლიკა სამხრეთის კარიბჭე საქართველოს ამბები (მთის ამბები) სტუდია მონიტორი ტელეკომპანია პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი „ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ …
ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ ცვლილებას კანონში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. „ოცნების“ მთავრობა ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს. „პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება. მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე …
Continue reading “ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი”
„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს გაგრძელდება
მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო …
ბათუმში 28 მარტს აქციაზე „ბათუმელების“ სპეცგამოცემის მეორე ნომერი დარიგდება
28 მარტს, 20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალური გამოცემის, „სინდისის პატიმრების“ მეორე ნომრის პრეზენტაცია. აქციაზე უფასოდ დარიგდება გაზეთის მეორე ნომერი. „სინდისის პატიმრების“ მეორე ნომერში გაეცნობით იმ ადამიანებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით არიან ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. 2024 წლის ბოლოდან დღემდე საქართველოში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია …
Continue reading “ბათუმში 28 მარტს აქციაზე „ბათუმელების“ სპეცგამოცემის მეორე ნომერი დარიგდება”
„ეს მიუთითებს კრიტიკული მედიის დევნაზე“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მათი პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევას. საქმე შეეხება 20 თებერვალს მომხდარ შემთხვევას, როცა ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ გამოცემა “აჭარა თაიმსის“ დირექტორს, ჟურნალისტ სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტ, ლია ტოკლიკიშვილს, „ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. „ეს არ არის …
Continue reading “„ეს მიუთითებს კრიტიკული მედიის დევნაზე“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია”
„აჭარა თაიმსის“ და საზმაუს ჟურნალისტებს „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ
„აჭარა თაიმსისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტებს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ პარტიული აქტივი დაუპირისპირდა. როგორც „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თავდასხმაში დასახლებაში მცხოვრები რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებულები. ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან 15 თებერვალს დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის ოჯახის წევრმა იხსნა. „ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო …
Continue reading “„აჭარა თაიმსის“ და საზმაუს ჟურნალისტებს „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ”
ჟურნალისტმა მასზე თავდასხმების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებოს მიმართა
ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით. ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის ერთი შემთხვევა მოხდა „ოცნების ქალაქში“, 15 თებერვალს, როცა ის დასახლებაში ორი ბავშვის ტრაგიკულ დაღუპვას აშუქებდა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით. „გაშუქების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩეოდა აგრესიულობით, რასაც ადასტურებს ჩემ მიერ გადაღებული არაერთი კადრი. …
Continue reading “ჟურნალისტმა მასზე თავდასხმების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებოს მიმართა”
დაკითხავენ თუ არა ირაკლი დგებუაძეს და გრიგოლ ბესელიას? – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის პროცესიდან
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანზე ციხეში მყოფი მზია ამაღლობელის გამოსახულება გამოჩნდა – სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწემ დისტანციური ჩართვა დატესტა. „მე მზად ვარ“- გაისმა მზია ამაღლობელის ხმა სასამართლოს დარბაზში. „არ მიუახლოვდეთ ეკრანს“- მანდატურმა ჟურნალისტების უკან დახევა სცადა, …