ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში, საპიკნიკეები, ცხენების თავლა და სხვა ტურისტული ობიექტები მოეწყობა 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ქობულეთში, კინტრიშის ხეობის სოფლებში: ცხემვანში, ზერაბოსელსა და ხინოწმინდაში სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს. ობიექტები კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდება, რისთვისაც ტენდერი 139 500 ლარით არის გამოცხადებული. განმარტებითი ბარათის მიხედვით: [highlight color=”red”]სოფელ ცხემვანში[/highlight] გათვალისწინებულია: ორი საპიკნიკისა და ცხენების თავლის მშენებლობა. ასევე არსებული სველი წერტილის რეაბილიტაცია. თავლის პროექტი ითვალისწინებს …

კლინიკიდან გაწერეს ქობულეთში სამაშველოს უფროსის ძმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან. „…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი …

„ფულიანმა იყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ“ – მოქალაქეები დახმარებას რიჟვაძეს სთხოვენ

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს …

ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს

ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. „ჩვენ მე-8 წელია სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში ვცხოვრობთ, უსახლკარო ვიყავით. ახლა შენობა აუქციონზე გაყიდეს და საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ იყიდა. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორია. მალხაზ რომანაძეს უთქვამს, არჩევნებამდე ვადროვებ და მერე გამოვყრი ყველასო…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა …

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …

გომისმთაზე მიწის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება – ახალი ბრძანება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური …

ქობულეთი ქუჩებისა და პარკების კეთილმოწყობის პროექტებში 150 ათას ლარს გადაიხდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქუჩების, ეზოების, სკვერების, პარკების, მოედნებისა და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 000 ლარია. შედგენილი პროექტების მიხედვით შემდგომში სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 12 მილიონ ლარს. პირობის მიხედვით, „კონკრეტულ საპროექტო ობიექტის დასახელებას, მისამართს, დეტალურ საპროექტო დავალებას და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვადას [კონკრეტული ვადა განისაზღვრება საპროექტო …

ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ სახელოსნოსთვის 773 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ ტერიტორიაზე სახელოსნოებს ააშენებენ. მშენებლობაზე საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 773 808 ლარია. პირობის მიხედვით, სახელოსნოების მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს შეწყდება. სააგენტომ პროფსასწავლებლების ტერიტორიაზე ასაშენებელი დამოუკიდებელი შენობების რამდენიმე პროექტი შეიძინა. …

„ჭაბურღილები მოაწყვეს, 500-კომლიანი სოფელი მაინც უწყლოდ ვართ“ – ქობულეთის მერიის განმარტება

„სოფელი უკვე უდაბნოს დაემსგავსა, მთელი სოფელი უწყლოდ ვართ უკვე ორი კვირა, ადრე ხანდახან მაინც მოდიოდა წყალი, ახლა საერთოდ აღარ მოდის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები გულნაზ ვერულიძე. მისი თქმით, მოსახლეობა წყალს ჭებიდან ეზიდება. სოფელში დაახლოებით 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეების თქმით, ისინი წყალს წყაროდან ან ჭებიდან ეზიდებიან. პრობლემა ვერ მოგვარდა იმის მიუხედავად, რომ ამ …

1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის

ქობულეთის სოფლების: ზედა კონდიდი, კოხი, ოხტომი და ასევე ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სატენდერო თანხა 1 644 262 ლარია. წინადადებების მიღება ტენდერში 2020 წლის 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 169 დღეს. „აღნიშნულ ვადაში, ასევე, …

ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში 

ქობულეთში, პეტრას ციხის დაცვის ზონაში, 1 ჰექტარ ფართობზე, რომელიც სახელმწიფომ 3,8 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიას 2019 წლის აგვისტოში მიჰყიდა, სასტუმრო აშენდება. სასტუმროს კი „რედკო“ ააშენებს, რომელიც ბათუმი თაუერს [ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას] ფლობს. ამ თემაზე: მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიჰყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ოფშორული კომპანია „კ ენდ ლ ინვესტმენტი“ …

როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას

ქობულეთი-ბათუმის ხაზზე მოძრავი კერძო მიკროავტობუსები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ, რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ეს ავტობუსები როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით, 29 მაისიდან იმოძრავებს. „29 მაისიდან ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებშიც [შემდეგ უკვე კერძო კომპანიების მიკროავტობუსებშიც] აკრძალული იქნება პირბადის გარეშე ასვლა, ტრანსპორტში გამორთული უნდა იყოს კონდიციონერი, არავინ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით და დაცული უნდა იყოს …

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …

დღეს ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა – აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა

დღეს, 8 მაისს, ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლებშიც ექვსი სოფელი შედის, შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძე „ბათუმელებთან“ თქვა, შეზღუდვების მოხსნა ნაკარნახევი იყო იმით, რომ ადმინისტრაციული ერთეულების ჩაკეტვის დღიდან, რომელიც 12 აპრილს დაიწყო, კორონავირუსით ინფიცირებული პირების დაახლოებით 570-ზე მეტი კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტი ოპერატიულად იყო გამოკვლეული. „ეს იყო საჭირო …

ხვალიდან ქობულეთის ჩაკეტილი სოფლები გაიხსნება – რიჟვაძე

დღეს, 7 მაისს, თბილისში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ქობულეთის მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნება. „უკვე ერთი კვირაა აჭარაში აღარ გვიფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, ამიტომ, ჩვენ პრაქტიკულად ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ქობულეთის ოთხი სოფელი 12 აპრილის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია. 4 ადმინისტრაციულ ერთეულში …

„ვერ ვმუშაობთ, საკვები გვითავდება“ – ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში დახმარებას ითხოვენ

„პურის ფქვილის ტომარა დღეს სულ ბოლომდე დავცალე, რა ვაჭამო შვილებს? ერთი 10 წლისაა, მეორე – 12 წლის, ინტერნეტის ლიმიტიც ამოიწურა, გაკვეთილებს ვეღარ დაესწრებიან,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები შორენა აბაშიძე. ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც 12 აპრილიდან საკარანტინო ზონაა, ადამიანები საკვებს ითხოვენ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არ არიან, მაგრამ უმუშევრად დარჩენამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა. …

ბათუმის 3 ქუჩაზე და ქობულეთის 5-ზე მეტ სოფელში შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 29 აპრილს, ბათუმში 12:20 საათიდან 18:00 საათამდე ტბელ აბუსერიძის, ფიროსმანის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანიის ინფორმაციით, შუქის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც. 16:00-იდან 19:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს:  ბუკნარი, ოჩხამური, წყავროკა, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა მიმდინარე …

როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა

„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო …

რა დარღვევები დაინახა სახალხო დამცველმა „ქობულეთის ნაგავსაყრელის საქმეზე“

„ვინაიდან საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს…“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა „ქობულეთის ნაგვასაყრელის საქმეზე“. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები 4 მოქალაქე სახელმწიფოს სასამართლოში ედავება – ეს ოჯახები თვლიან, რომ ახალი ნაგავსაყრელის კანონით განსაზღვრულ 500 მეტრიან რადიუსში ცხოვრობენ და იზღუდება მათი საკუთრების, …

„სასუქი გვჭირდება, არ გვიშვებენ“ – ქობულეთის ჩაკეტილი სოფლის პრობლემა

„…გაზაფხულია. ახლა უნდა მანდარინს და თხილსაც სასუქი, რომ მოსავალი გქონდეს. სასუქის ყიდვა ადგილზე შეუძლებელია, სხვაგან არ გვიშვებენ,“ – ამბობს ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები რეზო ტაკიძე. მუხაესტატე ერთ-ერთი სოფელია ქობულეთში, სადაც 12 აპრილს მთავრობამ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. რეზო ტაკიძის თქმით, ამ დრომდე საკვები პროდუქტების პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ბოლო დღეებში სოფელში შეტანილი საკვები გაცილებით ძვირია, …

კიდევ ერთი ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდან – სულ 34

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერიდან კიდევ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა. მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადებული პირი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აღნიშნული პირი გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში“, ოჯახის წევრები კი – საკარანტინე სივრცეში. „დაავადებული პირი არის ქალი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მსუბუქია. დღის განმავლობაში მოხდება ყველა კონტაქტის მოკვლევა. ჩივილები დაეწყო გუშინ ღამით, როცა იყო თვითიზოლაციის …

ქობულეთში ქარსაფარ ზოლს ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარი ჯერ ჩამქრალი არ არის

ქობულეთში, ავტობანთან ახლოს, ქარსაფარ ზოლს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობას 40-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხეები აღარ იწვის და ხანძარი ლოკალიზებულია. ამ სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მეხანძრეები ეკალ-ბარდზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაზე ახლაც მუშაობენ, ხოლო ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დადგინდება.

აჭარაში 66 პირის კვლევის შედეგს ელიან COVID19-ზე

აჭარაში COVID 19-ზე 66 პირს იკვლევენ. ანალიზის შედეგები დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქობულეთშია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, რის გამოც ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში [სულ შვიდ სოფელში] კარანტინი გამოცხადდა. მთლიანობაში, დღეს, 13 აპრილის დილის მონაცემებით [11 სთ], კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა, …

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს სოფლის მაღაზიაში?“ „ვინც ამ სოფლის მცხოვრებია, როგორ დაბრუნდება, როცა სხვა ბლოკ-პოსტებიც უნდა გამოიაროს?“ „ფული რომ განაღდებული არ გვაქვს და მაღაზიაში ბარათით ვერაფერს ვიყიდით, რა უნდა ვქნათ?“ –  კითხულობენ სოფელ ლეღვას მცხოვრებლები. ლეღვა ქობულეთში ერთ-ერთი სოფელია, სადაც დღეს, 12 აპრილს, საკარანტინე ზონა გამოცხადდა. ლეღვაში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს. „…ბლოკ-პოსტი უკვე მოაწყეს, იქ 20-30 …

ქობულეთის კლინიკის სანიტარს COVID 19 დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ ორ პირს შორის, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია. გუშინ დადასტურდა, რომ სწორედ ამ საავადმყოფოში დაინფიცირდა ხანდაზმული ქალი კორონავირუსით, რომელიც კლინიკაში სხვა ჩივილებით იყო მოთავსებული. ამის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ქობულეთის სამედიცინო კლინიკაში შიდა გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო …

covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა 

ქობულეთში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა covid 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში სულ 20 პირს აქვს დადასტურებული covid 19, რამდენიმე პირის ანალიზის პასუხს კი, დღის ბოლოსთვის ელოდებიან. ეს ადამიანები, რომლებსაც ანალიზი აუღეს, თვითიზოლაციაში რჩებიან. ბათუმში covid 19 დღეს, 12 აპრილს, კიდევ ერთ პირს დაუდასტურეს – ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში იყო. …

ქობულეთის შვიდ სოფელთან მისასვლელი გზები პოლიციამ უკვე ჩაკეტა

„ქობულეთის იმ სოფლებიდან, სადაც საკარანტინე ზონა გამოცხადდა, ადამიანები ვეღარ გამოვლენ, მათ შორის, ისინი, რომლებიც სტუმრად არიან… ამ სოფლებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სოფლების რეგისტრირებული მცხოვრებლები არიან,“ – გვითხრეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე. მთავრობის დადგენილება, რომლითაც სპეციალური რეჟიმის პირობები განისაზღვრება, ამ დროისთვის არ დევს საკანონმდებლო მაცნეზე. 144-ზე გვიპასუხეს, რომ დადგენილება დღის განმავლობაში …

ქობულეთის 7 სოფელში 8 ათასამდე პირს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ – კოვიდ19

საქართველოს მთავრობის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დაიკეტა: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. ამ სოფლებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. შვიდივე სოფელში დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი და ყველა მოსახლე შემოწმდება. ამ თემაზე: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – …

ქობულეთის კლასტერიდან კიდევ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა 

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთი 10 წლამდე ბავშვია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ახლახან [20:30] განაცხადა. „დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ექვსივე გახლავთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევა, ესენი არიან ის კონტაქტირებული პირები, რომლებიც აქამდე იმყოფებოდნენ ჩვენი ზედამხედველობის და მეთვალყურეობის ქვეშ. 6 შემთხვევიდან ერთი გახლავთ არასრულწლოვანი. ექვსივეს …

ტიკარაძე ქობულეთში კარანტინზე – შესაძლოა ყოველწამს შეიცვალოს მონაცემები

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ განიხილება ქობულეთში კარანტინის გამოცხადება, რადგან იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გადაცემულია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში და კარანტინთან დაკავშირებით მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ კი, დღეს, 10 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქობულეთში ჯერ კიდევ მუშაობენ ეპიდემიოლოგები. „კონტროლის მხრივ, მდგომარეობა ქობულეთში გამკაცრებულია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. …

გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“. ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის განცხადებით, როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება, შემდეგ დადგინდება წესი, თუ როგორ მოხდება გომისმთაში მიწის …

COVID 19 აღმოაჩნდა კაცს, რომელმაც ქობულეთში კლინიკას მიმართა – ცენტრმა მუშაობა შეაჩერა

ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ადასტურებს. სამედიცინო ცენტრის მუშაობის შეჩერების მიზეზი გახდა პაციენტი, რომელსაც კლინიკამ მომსახურება გაუწია და მას დღეს, 8 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაცი, რომელმაც ქობულეთის სამედიცინო ცენტრს მიმართა, 54 წლის ქალის ოჯახის წევრია, რომელსაც გუშინ, 7 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. „პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 …

ბაღის პედაგოგს, რომელმაც 10 ბავშვი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა მემორიალს გაუხსნიან

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში უკვე დაასრულეს მემორიალზე მუშაობა. მემორიალი საბავშვო ბაღის პედაგოგს ეძღვნება, რომელმაც ათი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა. მარიამ კონცელიძე 33 წლის პედაგოგი იყო და ორი შვილი ჰაყვდა. მან ბავშვები სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა – ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები გადაარჩინა. თავად სწორედ ამ დროს მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში დაიღუპა კიდეც. …

„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „გრინ რეზორტს“, ქობულეთში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება დაავალა. შპს „გრინ რეზორტი“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი …

ქალაქ ქობულეთსა და სოფლებში მგზავრებს სპეციალური გრაფიკით ავტობუსები მოემსახურება

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქალაქ ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრებს მიკროავტობუსების ნაცვლად მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. „უახლოეს ხანში დაზუსტდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა მიმართულებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებენ ავტობუსები. ეს გრაფიკი იმოქმედებს მთელი ამ შეზღუდვის პერიოდში. თუ საჭიროება და საშუალება იქნება, შემდეგ შესაძლოა ზოგიერთ ხაზზე დაემატოს ავტობუსების რაოდენობა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 12 ავტობუსია. რაც …

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, 3 ადგილას ხანძარია

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, აგურქარხნის დასახლებასთან სამ ადგილას ხანძარია. იწვის ბალახი. ხანძრის ჩასაქრობად ახლაც [17:30] მუშაობენ მეხანძრეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, ჯამში, 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ცეცხლაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 მ.კვ ფართობზე უკვე დაიწვა ხმელი ეკალბარდი. ამ დროისთვის ცეცხლაურში ხანძარი   ლიკვიდირებულია. 2020 წლის 1-ელი …

Exit mobile version