აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

ქედის სოფლების: ქედის, ქვედა ზენდიდის, ზენდიდის, გულების, ხუნკუდას და ასევე დაბა ქედის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 786 056 ლარია. ამ სოფლების გაზით მომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. ქობულეთის სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები 2020 წლის თებერვალში …

ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში, ცეცხლაურის მშენებარე სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად გაზრდილია და 2 042 887 ლარია. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1 855 739 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში გზის მოსაწყობად ყველაზე დაბალი შეთავაზება 1 587 …

ქობულეთის ორ სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება

„სოკარის“ ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 08:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდება გვარასა და კონდიდის აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად მიეწოდებათ.  „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რატომ არის არეული ქობულეთის სანაპირო?

ქობულეთის სანაპიროს ცენტრალურ ტერიტორიაზე ქვაფენილი მთლიანად აყრილია. ქობულეთის მერიის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყეს. თავდაპირველად მხოლოდ 850-მეტრიან მონაკვეთზე აპირებს ზღვისპირა პარკის მოწყობას ქობულეთის მერია, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან მიიღო. „ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობა [I ეტაპი]: …

აღსრულების ბიურომ ქობულეთში 5 კაფეს დემონტაჟი დაიწყო – მერის განმარტება

დღეს, 25 სექტემბერს, ქობულეთის სანაპირო ზოლში აღსრულების ბიურომ იმ ხუთი კაფეს დემონტაჟი დაიწყო, რომელთა მეპატრონეებსაც მერიასთან  გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების ვადა გაუვიდათ, ვადის გაგრძელებაზე კი, მერიამ მათ უარი უთხრა. ერთ-ერთ კაფესთან, „მონოპოლთან“ კი, მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი – აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მესაკუთრე დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. ამ ფაქტზე შეტყობინება …

მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან

საქართველოს მთავრობამ ქობულეთში, ზღვისპირას, ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან, 10 495 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 3 835 000 ლარად, უპირობოდ გაყიდა. მიწა ოფშორულმა კომპანიამ შეისყიდა და მას [საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა] ერთადერთი ვალდებულება აქვს – საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის [საპტრიარქოს] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს [ყოფილ რეზიდენციას] შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და …

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ …

რა უნდოდა ტრაქტორს დამსვენებლებით სავსე პლაჟზე – ქობულეთის მერის განმარტება

დამსვენებლებით სავსე ქობულეთის პლაჟზე ტრაქტორი დღეს, 24 აგვისტოს, დილით გამოჩნდა. პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქობულეთის მერიას განმარტების გაკეთება მოუწია. „დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის …

ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოსა და ქობულეთში ტურისტული ბილიკების/მარშრუტების კვლევისა და მარკირების პროექტის შესყიდვას გეგმავს. სააგენტოს ამისთვის 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაატაროს: [checklist]  ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხულოს ცენტრთან დაკავშირებული ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადება;  ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე, …

ქობულეთის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისთვის ახალ შენობას ააშენებენ

სსიპ გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 466 109 ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის საჭირო თანხა კი აჭარის 2019 და 2020 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ოჩხამურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი …

მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს

ქობულეთის მცხოვრებთ და ჩასულ ტურისტებს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უჭირთ. ქალაქის მცხოვრებლები, რომლებმაც „ბათუმელებს“ საკითხით დაინტერესება სთხოვეს, ამბობენ, რომ ტრანსპორტი ხშირად აგვიანებს. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია. მოქალაქე სოციალურ ქსელში მგზავრებით სავსე „მარშრუტკის“ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გადაჭედილი ტრანსპორტი ქობულეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე პრობლემის არსებობას ნაწილობრივ ადასტურებს. მერი …

მიწა 75%-იანი ფასდაკლებით იყიდა ახალშექმნილმა შპს-მ, რომლის მეწილე რუსული კომპანიაა

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. …

ქობულეთში ორი მოქალაქე დააკავეს უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის – საგადასახადო

ქობულეთში, სოფელ ალამბარში, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს  ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნულ ობიექტზე, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ განხორციელდა დათვალიერების შედეგად ობიექტში გამოვლენილი უაქციზო თამბაქოს …

ქობულეთში ავტომანქანა ქალს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში მოათავსეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. დაშავებული გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ დაშავებულს სხეულის დაჟეჟილობა და მსუბუქი ტრავმები აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. პირველადი დათვალიერებით, მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და იგი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.  

ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია

ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ …

ქობულეთში ავარიის შედეგად ავტომანქანა ამოყირავდა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, 2 ავტომანქანა  შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს. „ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, …

საკრებულოს დოკუმენტი: ქობულეთში ძირითადად ცხოვრობს ეთნოგრაფიული ჯგუფი – აჭარლები

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – მერაბ ცინცაბაძე საკრებულოს რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. დავის საგანი მიწათსარგებლობის დოკუმენტია, რომელიც საკრებულომ 2016 წელს მიიღო და წერია, რომ: „რაც შეეხება ქ. ქობულეთის მოსახლეობის ეროვნულ შემადგელობას, ის ძირითადად დასახლებულია ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფით – აჭარლებით“. ამ კონკრეტული ჩანაწერის შეცვლას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია და ეჭვი აქვს, რომ საკრებულო …

ქობულეთში პარაშუტი პლაჟზე ჩამოვარდა – დაშავდა ორი ადამიანი

ქობულეთის პლაჟზე პარაშუტის გაუმართაობის გამო ორი ადამიანი ჩამოვარდა. შემთხვევა 7 ივლისს მოხდა. პარაშუტი, რომელზეც ორი ადამიანი იყო ჩაბმული, ზღვაზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა პლაჟზე შევარდა, განათების ბოძს გამოედო და ჩამოვარდა. როგორც ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჰქონდათ დაზიანებები, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი – არა. თბილისელები იყვნენ, ამიტომ …

ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში შუქი გაითიშება

ხვალ, 7 ივლისს, დაბა ჩაქვის ნაწილს და სოფელ ჩაისუბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქი ორშაბათსაც გაითიშება ქობულეთის სოფლებში: ჩაისუბანში, ხალაში, სახალვაშოში, ზენითსა და მიმდებარე სოფლებში დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე. ორშაბათს, 8 ივლისს, დილის 10-დან საღამოს 6-მდე  შუქის მიწოდება შეიზღუდება დაბა ხელვაჩაურსა და ქედის სოფლებში: სიხალიძეებში, ხარაულასა და …

საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს

საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს. 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო. საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში …

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ქობულეთის „სანდასუფთავების“ უფროსი სულიკო ბლადაძე. „სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი გუშინ, 4 ივნისს, TV 25-მა მოამზადა, თუმცა, ქობულეთის მერის თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან ურთიერთობა გახდა: „ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების …

60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება. ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 …

ქობულეთის მერია პლაჟთან ახლოს საპირფარეშოებს აშენებს

ქალაქ ქობულეთში, პლაჟთან ახლოს, აღმაშენებლის N-325-ის, N520-ის მოპირდაპირედ და ამავე ქუჩაზე მდებარე ეკოპლაჟთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტი საპირფარეშოებს ააშენებს. სამი საპირფარეშოს მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი საწყისი თანხით – 148 478 ლარი, უკვე გამოცხადებულია. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საპირფარეშოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2019 წლის 15 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციას …

პირუტყვი მაგისტრალზე – წელს ქობულეთში სამი მეპატრონე დააჯარიმეს  

ავტორი: მარიამ დუმბაძე  ჩაქვის, ციხისძირისა და ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალსა თუ საავტომობილო გზებზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საკმაოდ ხშირად შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქ გადაადგილება საავტომობილო მოძრაობას უქმნის საფრთხეს და კანონითაც  იკრძალება. პირუტყვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მუნიციპალიტეტმა უნდა გააკონტროლოს. იმ შემთხვევაში, თუკი მსხვილფეხა პირუტყვი საავტომობილო გზაზე აღმოჩნდება, მუნიციპალიტეტს მეპატრონის დაჯარიმება შეუძლია. პირუტყვის დასახსნელად საქონლის მეპატრონეს ჯარიმის სახით …

ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე – დაშავდა ოთხი ადამიანი

ქობულეთი – ბათუმის ავტომაგისტრალზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოყირავებული ავტომანქანა აქვს განთავსებული კამპანიის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში

ავტორი: მარიამ დუმბაძე 62 წლის გულნარა ზოიძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ქობულეთთან ახლოს, გელაურში ცხოვრობს. გულნარამ თავის მეუღლესთან, ანზორ მაჭარაშვილთან 43 წლის წინ იქორწინა. ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ – მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანები. გულნარა ზოიძე იმ დროს იხსენებს, როდესაც დაქორწინდა: „ბათუმში ვსწავლობდი. ის ქარხანაში მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგნენ. …

სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია. პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: …

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების მიზნით, 25-წლიანი ლიცენზია გაიცემა. ლიცენზია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 788 305 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 11 150 ლარი იყო. სალიცენზიო ფართობი 2 225 100 კვ.მ-ია. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში ფიზიკურმა პირმა, ბათუმელმა ამირან ჭაღალიძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულმა, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო …

80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები

ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან. See more „აქედან …

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, …

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ნაკვეთი …

როდის აღარ დაიტბორება ქობულეთი-ბათუმის გზა

„ქობულეთი-ბათუმის ტრასაზე, მემედ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთში, წყალი დგება, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ავარიებიც ხშირად ხდება… ამას წინათ ავარიის შედეგად ადამიანიც დაიღუპა. არავინ გვაქცევს ყურადღებას. მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საგზაო დეპარტამენტს. მოვიდნენ, დახედეს, შეგვპირდნენ და არჩევნების შემდეგ დაივიწყეს,“ – ეს შეტყობინება სოციალურ ქსელში ქობულეთიდან სულეიმან ბოლქვაძემ მოგვწერა. ქობულეთის მერიაში ადასტურებენ პრობლემას, რასაც მოქალაქე ასახელებს. „მაგრამ მოვლა-პატრონობა საქართველოს გზების …

მამუკა ბახტაძე: ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება

ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება. “მწვანე ქალაქი” – ასე ერქმევა 180 ჰექტარზე გაშენებულ ქალაქს, რომელზეც საფეხბურთო სტადიონები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები იქნება განთავსებული. ჯამში პროექტის განხორციელება ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდება. „ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს. ვსაუბრობ ნახევარმილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი …

მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა – პრემიერი დღეს პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქობულეთში დღეს, 14:00 საათზე, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ …

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სახლის სახურავზე გაჩნდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის 23:30 ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია სახლის მეორე სართული. ქობულეთის მერიის პრესცენტრის თქმით კი, ადგილზე ქობულეთის მერიც იმყოფებოდა და ზარალს უახლოეს პერიოდში დაითვლიან. შინაგან …

Exit mobile version